9 დეკემბერი - რომანტიკულობის, შეყვარებულობისა და გრძნობების აფეთქების დღეა.
10-11 დეკემბერი - არსებობს ვარიანტი, რომ ურთიერთობა გაცივდეს, გაერკვეთ სიტუაციაში, ან საერთოდ დაშორდეთ. ზოგიერთმა შეიძლება სამსახურს დაანებოს თავი. რომელ ვარიანტს აირჩევთ თქვენ? მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები.
12 -14 დეკემბერი - ვენერას რთულმა ასპექტმა სავსემთვარეობაზე შეიძლება ცუდად იმოქმედოს. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას. თუმცა, საყვარელ ადამიანთან საქმეების გარჩევა შეიძლება ვნებიანი შერიგებით დასრულდეს.
15 დეკემბერი - იყავით გულღია, მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები.
ვერძი
შეხვედრების, კონტაქტების დღეა. საერთო ენის გამონახვა არავისთან გაგიჭირდებათ. სამშაბათს მეტად უნდა მოუსმინოთ საყვარელ მამაკაცს და ნაკლები ილაპარაკოთ. შაბათს მოამზადეთ რომანტიკული ვახშამი, იყავით მზრუნველი.
მარტოხელებმა არ გაუშვათ შანსი, ოთხშაბათს და ხუთშაბათს რომანის დაწყება გელით.
კვირის რჩევა: სხვას მიანდეთ მუშაობა, თავად კი საკუთარ თავზე იზრუნეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 9, 14
კურო
ოფისშიც და პირად ცხოვრებაშიც ცხელი კვირა გელით. სამშაბათს და ხუთშაბათს დუღილის პიკი იქნება. საღამოები საყვარელი ადამიანის მკლავებში გაატარეთ. უქმეებზე საკუთარი თავისთვის რამე შეიძინეთ ან გემრიელი რამ მიირთვით.
მარტოხელებს შანსი მოგეცემათ საჭირო ადამიანები გაიცნოთ (კონკრეტულად საქმიანს) და კარიერაში წარმატებას მიაღწიოთ.
კვირის რჩევა: სტრესთან ბრძოლის საუკეთესო გზა საკუთარ თავზე ზრუნვაა. სამსახურის ამბებს შინ ნუ მიიტანთ, ერთმანეთთან ტკბობის ნაცვლად სამსახურის საქმეების გარჩევა მოგიწევთ.
კვირის საუკეთესო დღე: 12, 13
ტყუპი
ნაცნობობისა და ახალი ამბების მიღების კვირაა. სამსახურში ნებისმიერ დავალებას მარტივად გაუმკლავდებით. ნამდვილი ფეიერვერკი პარასკევს გელოდებათ. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
მარტოხელებმა სადღესასწაულო მზადებაში ჩართვის გამო სულ დაივიწყეთ თქვენი პირდაპირი ვალდებულებები.
კვირის რჩევა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას გახსოვდეთ, რომ დილა საღამოზე ბრძენია. არსებული სასიყვარულო ურთიერთობის გაწყვეტა ნაადრევია.
კვირის საუკეთესო დღე: 10, 16
კირჩხიბი
საყვარელ ადამიანთან საერთო ენას გამონახავთ და სირთულეებს ერთად გადალახავთ. შანსი გამოგიჩნდებათ, რომ გაიუმჯობესოთ სიტუაცია სამსახურში. ხუთშაბათს მცირე უსიამოვნებებმა არ შეგაშინოთ.
კვირის რჩევა: მადლიერი იყავით თუ საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ. გულის კარნახით იმოქმედეთ და არა გონების.
მარტოხელებმა გაითვალისწინეთ, თუ გვერდით ისეთი ადამიანი გყავთ, ვის მიმართაც გულგრილი არ ხართ, გამოავლინეთ მის მიმართ ინტერესი. ოთხშაბათი და ხუთშაბათი ფლირტის დღეა, შაბათი მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 12, 14
ლომი
თუ ხვდებით, რომ თქვენმა ურთიერთობამ ცეცხლი დაკარგა, მოაწყვეთ რომანტიკული საღამოები. გამოიწვიეთ საყვარელი ადამიანი გულახდილ საუბარზე, შეიძლება მნიშვნელოვანი ამბავი გაიგოთ.
მარტოხელებს კვირის მეორე ნახევარში საშუალება მოგეცემათ კარგად დაისვენოთ და საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.
კვირის რჩევა: თუ რამე კარგის გაკეთება გსურთ, თავად გააკეთეთ. შეიქმენით სასიამოვნო, სადღესასწაულო განწყობა. შეიძინეთ საკუთარი თავისთვის სამკაული.
კვირის საუკეთესო დღე: 9, 11
ქალწული
უსიამოვნებები, თუ ის საიდუმლო არაა, მხოლოდ საყვარელ ადამიანს გაუმხილეთ. გაუგებრობებემა შეიძლება კიდევ უფრო მეტი უსიამოვენება მოგიტანოთ. კვირის ბოლოს მოიცალეთ რომანტიკისთვის. ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანს და დაივიწყეთ ყველა უსიამოვნება.
მარტოხელებმა ჩამოწერეთ როგორი მამაკაცი გსურთ, რომ გვერდით გყავდეთ და გააქტიურდით მის საძებნელად. თუ ის სპორტული უნდა იყოს, ჩაეწერეთ სპორტდარბაზში ან დილაობით ირბინეთ, ის, სადაც სიმპათიური მამაკაცები იკრიბებიან.
კვირის რჩევა: ნაკლები კრიტიკა და მეტი კომპლიმენტები. უქმეებზე გამორთეთ ტელეფონი და დარჩით ახალგაცნობილებთან.
კვირის საუკეთესო დღე: 13, 15
სასწორი
საყვარელი ადამიანი დაგადანაშაულებთ, რომ მას ძალიან ცოტა დრო უთმობთ. ამიტომ, უქმეები მაინც უნდა გაატაროთ ერთად.
მარტოხელებს თუ ინტუიცია გკარნახობთ, რომ ცოტა ხანში საბედისწერო შეხვედრა გელით, არ გატყუებთ. ახალ გარემოში მოხვედრილი იყავით "შეიარაღებული" - მაკიაჟი, მანიკიური, ღიმილი.
კვირის რჩევა: იყავით გულუხვი მოფერებითაც და თბილი სიტყვებითაც. გახსნილობა განაიარაღებს გახსოვდეთ ეს, როცა სიმპათურ ბიჭთან ფლირტაობთ.
კვირის საუკეთესო დღე: 10, 11
მორიელი
თუ საოჯახო რუტინისგან დასვენება გსურთ, ნუ დაელოდებით სადღესასწაულო დღეებს წვეულება რომ მოაწყოთ და მეგობრებს უმასპინძლოთ. გაერთეთ უახლოეს უქმეებზე. სხვა წყვილებს თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ საყვარელი მამაკაცის არჩევაში არ შეცდით.
მარტოხელები ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. არ დაუთმოთ ის მამაკაცის სხვას, რომელიც მოგწონთ. გააქტიურდით.
კვირის რჩევა: თუ ადამიანი მართლა მოგწონთ, ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის, დაპატიჟეთ ყავაზე.
კვირის საუკეთესო დღე: 12, 15
მშვილდოსანი
ვნება ახალი ძალით იფეთქებს. ნუ გადადებთ რომანტიკულ შეხვედრებს მომავლისთვის. ერთად გატარებული ერთი დღეც კი თაფლობის დღე იქნება.
მარტოხელები ყურადღებით იყავით. ბედნიერება ახლოსაა. სასურველ მამაკაცთან შეხვედრა ახლოვდება.
კვირის რჩევა: საჩუქრების მიღებაც კარგია და გაცემაც. მოუმზადეთ სიურპრიზი საყვარელ ადამიანს. თუ ახალი წლის შეხვედრას საზღვარგარეთ აპირებთ, არ დააყოვნოთ, შეიძინეთ ბილეთები.
კვირის საუკეთესო დღე: 10, 12
თხის რქა
მოკითხვას მიიღებთ წარსულიდან. ამას შეიძლება შეხვედრაც მოჰყვეს. ნუ შეგეშინდება, თუ ახლანდელი კავშირი მყარია, მას არ ავნებთ პირიქით, დარწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გააკეთე.
მარტოხელებს თუ მეგობარი ან დედა სასიამოვნო მამაკაცის გაცნობას შემოგთავაზებთ, უარი არ თქვათ. ახალგაცნობილ მამაკაცს კი აცადეთ ლაპარაკი, თავად ღიმილით მოუსმინეთ.
კვირის რჩევა: ხანდახან ბედნიერება იმაზე ახლოსაა, ვიდრე გვგონია. იყავით დაკვირვებული. ეცადეთ, წვრილმანმა უსიამოვნებებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 13, 15
მერწყული
კვირის დასაწყისში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ წარმატებამ ზურგი გაქციათ, მაგრამ ეს ასე არაა. იყავით ღიმილიანი და ყველაფერი გამოგივათ. უქმეებზე საყიდლებზე საყვარელ ადამიანთან ერთად წადით.
მარტოხელებმა ორშაბათსა და სამშაბათს არ დაკარგოთ თვითკონტროლი. საქმეებშიც კი მიაღწევთ წარმატებას და რომანტიკული თავგადასავალიც გელით.
კვირის რჩევა: ყოველი გამარჯვებისთვის შეაქეთ და დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი. ივარჯიშეთ, მამაკაცები მიდიან და მოდიან, სხეული კი მუდამ იდეალური უნდა იყოს.
კვირის საუკეთესო დღე: 11, 13
თევზები
მიხვდებით, რომ მხრებზე ზედმეტი ტვირთი დაგაწვათ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად განიხილოთ ეს საკითხი. იყავით დელიკატური, რომ არ გაამწვაოთ კონფლიქტი, მაგრამ დაიცავთ თქვენი უფლებები.
მარტოხელები ამ კვირაში არჩევანის წინაზე დადგებით. ან უნდა აირჩიოთ საკუთარი ბედნიერება, ან საზოგადოებრივი აზრი. არ მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ და ეცადეთ, საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყოთ.
კვირის რჩევა: სითამამე ნახევარ გამარჯვებას უდრის. მუდამ უნდა გქონდეთ თქვენი აზრი და დაიცვათ ის. მეუღლის მიმართ იყავით მეტად მოსიყვარულე.
კვირის საუკეთესო დღე: 9, 13