"14 თებერვალი ქორწინებისთვის იდეალური დღეა" - საუკეთესო დღეები და ქორწილები 2020 წელს

"14 თებერვალი ქორწინებისთვის იდეალური დღეა" - საუკეთესო დღეები და ქორწილები 2020 წელს
არსებობს ვარაუდი, რომ ნაკიან წელიწადში, 2020 წელი კი სწორედ ასეთია, - თებერვალში 29 დღე გველის, ქორწინება კარგი არაა, მაგრამ ასტროლოგები კატეგორიულად არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას და ქორწინებისთვის საუკეთესო დღეებიც კი შემოგვთავაზეს.

14 თებერვალი ქორწინებისთვის იდეალური დღეა

მთვარის კალენდრის მიხედვით, ქორწინებისთვის ცუდი დღეებია მთვარის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მერვე, მეცხრე, მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეცხრამეტე დღეები. ხოლო მეათე, მეთერთმეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, ოცდამეერთე, ოცდამეექვსე და ოცდამეშვიდე დღეები კარგია.

რადგან მთვარის ოდამეერთე ქორწინებისთვის კარგია, აქვე უნდა გითხრათ, რომ წელს ეს თარიღი
ვალენტინობას ემთხვევა. ასე რომ, წვეულება შეგიძლიათ მხიარულად და ბედნიერად აღნიშნოთ.

თუ ქორწილს ზაფხულში გეგმავთ, 2020 წლის 12 ივნისზე შეარჩიეთ არჩევანი. აქაც მთვარის ოდამეერთე დღეა. თანაც ამ დღეს მთვარე თევზების ზოდიაქს გადის, რაც კიდევ ერთი ბედნიერი ნიშანია.

საქორწინო დღის არჩევისას გაითვალისწინეთ მთვარის მდებარეობაც ზოდიაქის ნიშნებში. კარგია, როცა ის თხის რქაში, სასწორში, ტყუპში მოხვდება. ქორწინება სიყვარულითა და ურთიერთგაგებით იქნება აღსავსე.

რაც შეეხება ლამაზ თარიღს 20. 02. 2020 - ამ დღეს ქორწინებას არ გირჩევთ, მაგრამ ქორწინების დაგეგმვა შეგიძლიათ.

ვირჩევთ ქორწინების თარიღს

ქორწინების დღის არჩევისას მოერიდეთ მზისა და მთვარის დაბნელებების დღეებს. ასეთები კი 2020 წელს უხვად გვაქვს: ორი მზის დაბნელება - 21 ივნისსა და 14 დეკემბერს. მთვარის დაბნელება კი იქნება 10 იანვარს, 5 ივნისს, 5 ივლისსა და 30 დეკემბერს.
გაითვალისწინეთ, რომ ქორწინებისთვის საუკეთესო თარიღის შესარჩევად წყვილის პირადი ასტროლოგიური რუკა უნდა გაკეთდეს და ინდივიდუალურად შეირჩეს დღესასწაულის მოწყობის თარიღი. თუ ამის საშუალება ამ ეტაპზე არ გაქვთ, ზედმეტად რომ არ დაგაბნიოთ, ქორწინებისთვის კარგი დღეების ჩამონათვალი მოგიმზადეთ:

  • იანვარი - 5, 6, 10, 26, 29.
  • თებერვალი - 2, 3, 6, 7, 25, 28, 29.
  • მარტი - 1, 6, 8, 27, 29, 30.
  • აპრილი - 2, 3, 5, 7, 27, 28.
  • მაისი - 1, 4, 5, 24.
  • ივნისი - 1, 5, 33, 26, 28.
  • ივლისი - 3, 5, 23, 26, 28.
  • აგვისტო - 2, 3, 21, 23, 26, 30, 31.
  • სექტემბერი - 1, 2, 18, 19, 23, 28, 29, 30.
  • ოქტომბერი - 2, 4, 9, 18, 23, 25, 26, 30.
  • ნოემბერი - 17, 20, 21, 22.
  • დეკემბერი -18, 20, 21, 25, 26, 27, 28.

ბედნიერებას გისურვებთ!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ტრპრ
10 იანვარს, 5 ივნისს, 5 ივლისს არ დაამთხვიოთო და ქვევით კარგი დღეების ჩამონათვალში შედის.
14:26 / 12-12-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93