7 ნიშანი იმისა, რომ სამყაროს თქვენს ბედთან მიყავხართ

7 ნიშანი იმისა, რომ სამყაროს თქვენს ბედთან მიყავხართ
ნურც ერთი წუთით ნუ დაივიწყებთ, რომ არაფერი ხდება უბრალოდ.

1. თქვენ ცხოვრებაში მოულოდნელად იწყება ყველაზე მოულოდნელი რაღაცები


თქვენი ცხოვრება უკვე დიდი ხანია გახდა ერთფეროვანი და მოსაწყენი? არც სიახლეები, არც ახალი მეგობრები და უკვე იწყებთ იმ დროზე წუხილს, როდესაც უფრო ხშირად ხდებოდა ცხოვრებისეული სიურპრიზები?
და აქ მოულოდნელად ყველაფერი იცვლება, მაგალითად, თქვენი ძველი მეგობრები აკეთებენ წვეულებას, სადაც სხვა ადამიანებიც არიან და ახალ გარემოში ხვდებით. გაიმეორეთ: - „მე ღია ვარ ახალი შესაძლებლობებისთვის და ვამბობ კის!“

2. თქვენ იწყებთ
ცხოვრებას თქვენი მიზნებით

თქვენ ყოველთვის იცოდით, რა გსურთ ამ ცხოვრებიდან, მიაღწიოთ ან გააკეთოთ რამე ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლო წლებში რაღაც ჩაქრა, ის ცეცხლი, ის შემართება. მაგრამ მოულოდნელად ისევ იგივე განცდა სურვილი, ცეცხლი, არ შეშინდეთ! არანირი სიფრთხილე, მხოლოდ წინ!

3. შესაძლებლობები გიტევენ ყველა მხრიდან

როდესაც თქვენ ცხოვრებაში ჩნდებიან ახალი ადამიანები, თავს იჩენს ახალი შესაძლებლობა, ახალი გამოცდილება. მაგალითად, გული გქონდათ გატეხილი ცუდი ურთიერთობის გამო და ყველას ხელს კრავთ. არავის ხვდებით და იკარებთ, დროა გაარღვიოთ თქვენსავე მიერ ამოშენებული კედლები და მთავარი: - შეხვდით სიახლეებს!
სამყარო კიდევ ბევრ სიურპრიზსა და საჩუქარს გთავაზობთ. ნუ უარყოფთ მას.

4. თქვენს ირგვლივ იკრიბებიან სულიერად ახლობელი ადამიანები

არ არის აუცილებელი, რომ სულიერად ახლობელი ადამიანები იყვნენ ნათესავები ან შეყვარებული, ეს ადამიანები არიან ისინი, ვისაც თქვენ ცხოვრებაში შემოაქვთ სრულიად ახალი ემოციები. მათ მაშინვე იცნობთ, რადგან ასეთ ადამინებთან თავს ძალიან კარგად იგრძნობთ.

5. თქვენ ხდებით ბევრად მგრძნობიარე

მოულოდნელად ამჩნევთ, რომ თქვენი ინტუიცია უფრო მძაფრი გახდა. რაღაცებს უბრალოდ გრძნობთ და ეგაა. უცებ აღმოჩნდებით საჭირო დროს საჭირო ადგილას და საჭირო ადამინებთან ერთად.
გაიმეორეთ: «მე კმაყოფილი ვარ ჩემი ინტუიციით და დარწმუნებული ვარ, რომ ის მუდამ დამეხმარება, ნებისმიერ სიტუაციაში».

6. თქვენ გრძნობთ ბედნიერების ტალღებს

ცხოვრება მოულოდნელად ახალი ფერებით იფერება, თითქოს ყველაფერი ძველებურადაა და ამავე დროს, რაღაც ახალი ხდება. ხარ კარგად და უჩვეულოდ ბედნიერი უმიზეზოდ. თითქოს მთელი სამყარო შეიკრა, რომ თქვენ თავი იგრძნოთ კარგად და ვერც ხსნით, თუ რატომ ხდება ასე. უბრალოდ წარმოთქვით: «მე მადლიერი ვარ».

7. თქვენ აცნობიერებთ სამყაროს ჩანაფიქრს

თქვენ უკვე ღია ხართ შეხვდეთ ცხოვრებისეულ სიახლეებს. ახლა დარჩა ყველაზე მთავარი - არ გადაუხვიოთ აღებულ გეზსს და არ დაიკარგოთ კვლავ. და მაშინ, თქვენ ცხოვრებაში მოხდება ჯადოსნური რამეები, ყველაზე ნამდვილი მაგია, გამოიყენეთ ეს ენერგია, რათა შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.

თათა შენგელია

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
zeinabi dzidzishvili
საინტერესო მინიშნებებია და საინტერესო რჩევები გმადლობტ.კიდევ შემოგვთავაზეთ მსგავსი თემები.
18:19 / 24-12-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93