- 30 დეკემბერი - მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, რელაქსაციას, სულიერ პრაქტიკებს. საღამოს არ გადატვირთოთ ფეხები.
- 31 დეკემბერი და პირველი იანვარი - მთვარე თევზებშია. შეინარჩუნეთ ჰარმონია ურთიერთობაში, არ გადაიღალოთ.
- 2-4 იანვარი - მთვარე ვერძშია. კარგია სპორტი, ცეკვა, ფიზიკური აქტიურობა. კარგ შედეგს მოგიტანთ თავის მასაჟი. მოერიდეთ ყურების გახვრეტას, კბილების მკურნალობას.
- 5 იანვარი - მთვარე კუროშია. კარგია ვიზიტი კოსმეტოლოგთან. გაიკეთეთ მკვებავი ნიღაბი სახისა და თმისთვის. არ გადატვირთოთ ყელი, მოერიდეთ ცივი სასმელების დალევას. გაინებივრეთ თავი გემრიელობებით. სასურველია, ზღვის პროდუქტები მიირთვათ.
ვერძი
სადღესასწაულო დღეების შემდეგ მიზნების განხორციელებას უნდა დაუბრუნდეთ.
კვირის რჩევა: რომანტიკული ნაცნობობა გელით სპორტულ ან საქმიან მამაკაცთან. რომანტიკული შეხვედრა მოსალოდნელია კინოში ან თეატრში.
კვირის საუკეთესო დღე: 2.
კურო
რომანტიკით, შეხვედრებით აღსავსე პერიოდი დაგიდგათ. დატკბით ახლობლებთან ურთიერთობით. არ გადატვირთოთ კუჭი.
კვირის რჩევა: საინტერესო ნაცნობობა გელით, მაგრამ პირველ იანვარს ნუ ეცდებით ოჯახის შექმნას.
კვირის საუკეთესო დღე: 4.
ტყუპი
მხიარულება, მიმოსვლები, შეხვედრები და დღესასწაულები განწყობას გაგიუმჯობესებთ. თუმცა მუშაობაც მოგიწევთ.
კვირის რჩევა: რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია ქუჩაშიც კი.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი.
კირჩხიბი
დეკემბრის ბოლო ორ დღეს ბევრი იშრომეთ და ორშაბათამდე დასვენება და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება გელით. მთავარია, გამოიძინოთ.
კვირის რჩევა: ნუ შეუშინდებით თქვენს ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს.
კვირის საუკეთესო დღე: 31.
ლომი
მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლილება. გაფრთხილდით, ეს არ გახდეს ახლობლებთან და საყვარელ ადამიანთან დამოკიდებულების გაფუჭების მიზეზი.
კვირის რჩევა: ადრენალინი იმატებს, მოთოკეთ ემოციები.
კვირის საუკეთესო დღე: 2.
ქალწული
კვირის დასაწყისში საოჯახო საქმეებით იქნებით გადატვირთული. მეორე ნახევარი დასვენებას, საკუთარ თავზე ზრუნვას და ძალების აღდგენას დაუთმეთ.
კვირის რჩევა: პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში მეგობრები დაიხმარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 4
სასწორი
რომანტიკული შეხვედრებისა და მხიარულების დღეები დაგიდგებათ, მაგრამ მანამდე საოჯახო და სამსახურის საქმეები უნდა მოაგვაროთ.
კვირის რჩევა: რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია ყველაზე უჩვეულო ადგილებშიც კი.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი
მორიელი
ორშაბათსა და სამშაბათს საქმეები და ვალდებულებები უნდა დაასრულოთ, რათა არაფერმა შეგიშალოთ ხელი დასვენებასა და ახლობლებთან ერთად დროის გატარებაში.
კვირის რჩევა: ყურადღებით გააანალიზეთ წინა წელი და დაგეგმეთ 2020.
კვირის საუკეთესო დღე: 3
მშვილდოსანი
არაფერი გიშლით ხელს, რომ ბედნიერი იყოთ. იმხიარულეთ მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად. დაისვენეთ, გამოიძინეთ.
კვირის რჩევა: ეცადეთ, ყველა ფული, რაც ჯიბეში გაქვთ, იანვრის პირველივე დღეებში არ დახარჯოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 4
თხის რქა
კვირის ბოლოს გადაღლილი იქნებით მხიარულებითაც და ურთიერთობითაც და განმარტოება და სიმშვიდე მოგინდებათ.
კვირის რჩევა: მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას გარშემო მყოფებსა და მოვლენებზე.
კვირის საუკეთესო დღე: 31
მერწყული
სწავლას ან საქმეებს რომ დაასრულებთ, მეგობრებთან ერთად მხიარულება, სიურპრიზები და საჩუქრები გელით.
კვირის რჩევა: პარტნიორზე ორიენტირებულმა საკუთარი თავი არ დაივიწყოთ.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი
თევზები
სადღესასწაულო წვეულებაზე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. უბრალო ფლირტიც კი შეიძლება ვნებიან რომანში გადაიზარდოს.
კვირის რჩევა: მოერიდეთ ავანტიურას ფულთან მიმართებაში. არ ენდოთ თაღლითებს.
კვირის საუკეთესო დღე: 4