მარტოხელებს დაკვირვება გმართებთ. შეიძლება გააქტიურდეს ადამიანი, რომლის ყურადღებაც ადრე გაღიზიანებდათ, მაგრამ თუ კარგად შეხედავთ, მიხვდებით, რომ არც ისეთი ცუდი ადამიანია.
მოერიდეთ შემთხვევით კავშირებს, სპონტანურ სექსს. ეცადეთ, შეისწავლოთ ადამიანი, სანამ მასთან ინტიმურ კავშირს დაამყარებდეთ. და დაფიქრებაც გმართებთ, რამდენად საჭიროა თქვენთვის ეს კავშირი.
განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ ბავშვები. განსაკუთრებით, სადღესასწაულო დღეებში, წვეულებებზე.
თვის ბოლოს მეტი დრო უნდა დაუთმოთ ნათესავებზე ზრუნვას. ეცადეთ, რომ ოჯახშიც და სანათესაოშიც სიმშვიდემ და ჰარმონიამ დაისადგუროს. ზოგიერთმა შეიძლება ისეთი საიდუმლო გაიგოთ, რასაც ადრე გიმალავდნენ და ეს დიდი სკანდალის აგორების მიზეზი გახდეს.
მამაკაცი ვერძები მეგობრებთან გართობისთვის სულ უფრო მეტ დროს გამონახავენ. გაგიძლიერდებათ ინტერესი მანდილოსნებისადმიც. უბრალო ფლირტი შეიძლება უფრო დიდ გრძნობაშიც კი გადაიზარდოს. ეს განსაკუთრებით გაგახალისებთ მარტოხელა ნიშნებს. აი, დაქორწინებულისთვის ახალი გატაცება და რომანის დაწყება საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
მარტოხელა მანდილოსნები ცეცხლოვან რომანს გააბამენ საინტერესო მამაკაცთან. პარტნიორი, პირველ რიგში, კარგი ჩაცმულობითა და დახვეწილი მანერებით მოგხიბლავთ.
თუ თქვენი გული დაკავებულია, გამონახეთ დრო, რომ მაქსიმალურად მეტხანს იყოთ ერთად. თქვენ გაქვთ მისია, რომ საყვარელ ადამიანს სიახლეები გააცნოთ. აგრეთვე, დაეხმაროთ მას სირთულეების დაძლევაში. ერთად გადაწყვიტეთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რომელი არჩევანია სწორი. ამასთანავე, ეცადეთ, საყვარელი ადამიანის მიმართ რბილი და ლმობიერი იყოთ. ნუ განსჯით, თუ რაღაცის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
შუა თვიდან მოიმატებს ვნებიანობა და გაფრთხილდით, საყვარელ ადამიანს არ უღალატოთ. წამიერად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ იმას მიაგენით, რასაც ეძებდით, მაგრამ ასე არაა. გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთ.
დაქორწინებულები შეეცდებიან, გადაახალისონ ურთიერთობა. მეუღლესთან კარგი დამოკიდებულებით კიდევ უფრო მეტად იგრძნობთ ენერგიის მომატებას. მარტოხელებმა მთელი დრო და ენერგია სასურველი ადამიანის მოძიებას უნდა შეალიონ. გახსოვდეთ, რომ ადამიანს პირველად მისი ჩაცმულობით აფასებენ. ამიტომ, ეცადეთ, სასურველ გარემოში შესაფერისად გეცვათ, რათა კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ გარშემო მყოფებზე. უფრო მეტიც, ეცადეთ, პირველ პაემანზეც უზადოდ გამოიყურებოდეთ. პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, ჩაცმულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი აქსესუარებზე კეთდება.
იანვარში უამრავი ადამიანის გაცნობა გელით. სრულიად მოულოდნელ ადგილას შეიძლება მოულოდნელ ადამიანს გადააწყდეთ.
ემოციურობა მოიმატებს დაქორწინებულებისა და შეყვარებულების შემთხვევაში. ერთმანეთს შეიძლება უმნიშვნელო დეტალის გამოც კი წაეჩხუბოთ. დამნაშავე, რა თქმა უნდა, თქვენ იქნებით, კონფლიქტის პროვოცირება თქვენზე უკეთ არავის ეხერხება. გახსოვდეთ, რომ საქმეების გარჩევამ შეიძლება რომანტიკული კავშირის გაწყვეტა გამოიწვიოს.
დაოჯახებულმა ნიშნებმა მეტი დრო გაატარეთ მეუღლის გვერდით, დაეხმარეთ საოჯახო საქმეების მოგვარებაში. ეცადეთ, გაანებივროთ და თავად შეგისრულებთ ყველა ახირებას.
მთელი თვის განმავლობაში ამაღლებულ განწყობაზე იქნებით. საყვარელი ადამიანი ნერვიულობისა და ეჭვიანობის მიზეზს არ მოგცემთ. ხშირად გამოიჩინეთ ინიციატივა, რომ გახვიდეთ გარეთ და დაესწროთ კულტურულ ღონისძიებებს.
თვის ბოლოს თქვენმა შეყვარებულმა შეიძლება მეტად გამოავლინოს ჭირვეული ხასიათი. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, თუ ის ზოდიაქოთი მორიელი ან თხის რქაა.
გარშემო მყოფებისთვის ამოუცნობი და ჩაკეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. განსაკუთრებით უჭირს თქვენ გვერდით ყოფნა თქვენს სასიყვარულო პარტნიორს. მას ჰგონია, რომ რაღაცას უმალავთ და ამის გამო დამოკიდებულება გეძაბებათ. ეცადეთ, უსიამოვნების გარეშე აუხსნათ თქვენი მდგომარეობა, რატომ გაცივდით და რატომ იქცევით უცნაურად. შეიძლება მისი მხარდაჭერით პირადი სიტუაციაც გაიუმჯობესოთ.
დაქორწინებულმა ქალმა ლომებმა ნაკლები ილაპარაკეთ გარშემო მყოფებთან თქვენს პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი უსიამოვნებების შესახებ. ეცადეთ, სირთულეებში დამოუკიდებლად გაერკვეთ და მოაგვაროთ. არავის ჰკითხოთ რჩევა, ეს კიდევ უფრო მეტად დაგაბნევთ. სხვათა შორის, თუ მოინდომებთ, თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთანაც გამონახავთ საერთო ენას.
თქვენთვის შესაფერის ადამიანს შეიძლება შეხვდეთ სამსახურში ან თანამოაზრეებთან შეხვედრის დროს. შეიძლება მასაც თქვენნაირი ჰობი აქვს. ჩაეწერეთ უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე ან ცეკვის შემსწავლელ წრეზე. აქტიურად დაესწარით ლექციებსა და კონფერენციებს. ასე უფრო გაიზრდება თქვენს ადამიანთან შეხვედრის შესაძლებლობა.
ქალბატონმა ქალწულებმა გაიმრავალფეროვნეთ უქმეები. ნუ დაელოდებით, საყვარელი ადამიანი როდის მიგიპატიჟებთ სადმე. თავად გამოიჩინეთ ინიციატივა. ჩამოყალიბდით, სად გსურთ გამგზავრება, რისი ნახვა გსურთ და შეუთანხმდით თქვენს საყვარელ მამაკაცს. გარდა ამისა, ეცადეთ, მას არ მოაკლოთ მზრუნველობა, სიყვარული, სითბო და ყურადღება.
წლის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია რომანტიკული კავშირების გასაუმჯობესებლად. დაქორწინებულებია ეცადეთ, საღამოები ერთად და საინტერესოდ გაატაროთ. ხშირად ესტუმრეთ ნათესავებს. მშობლებმა გამონახეთ დრო შვილებისთვის. მეტად დაინტერესდით მათი გართობითა და სწავლით. რომანტიკული მგზავრობა სასიამოვნოდ ჩაივლის თხის რქისა და მორიელის გვერდით.
მარტოხელებს იანვარში შანსი მოგეცემათ, დაუახლოვდეთ იმ ადამიანს, რომლის მიმართაც გულგრილი არ ხართ. შეიძლება ზოგიერთმა ძველი რომანტიკული კავშირი აღადგინოს და მიხვდეს, რომ განშორებამ კიდევ უფრო გააძლიერა გრძნობა. ზოგიერთს კი საყვარელი ადამიანის გულისთვის გმირობის ჩადენაც კი მოუწევს.