ადამიანი გამდიდრებაზე თუ არა, ხელგაშლილად ცხოვრებაზე ოცნებობს. ზოგს ფული ეძლევა, მაგრამ თითქოს თვალსა და ხელშუა უქრება; ზოგიც აზარტულ თამაშებში იმდენ ფულს შოულობს, რომ დახარჯვას ვერ ასწრებს. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას და გამოასწორეთ ფულის კარმა.
- გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. იყავით ლმობიერი, გულისხმიერი ახლობლების მიმართ. გაიზიარეთ მათი ტკივილი და ისიამოვნეთ მათი სიხარულით.
- თუ ადამიანს შურს სხვისი სიხარული, თავად სიარულს ვერასდროს მიაღწევს. შურისგან მხოლოდ თქვენ იტანჯებით და არა ის, ვისიც გშურთ.
- ნურავის გაუკეთებთ ცუდს. ნურც გაიფიქრებთ ამაზე.
- შეძლებისდაგვარად, თუ გაქვთ ფული, რჩევით, დაპირებით დახმარების საშუალებაზე ნურავის ეტყვით უარს. ხვალ შეიძლება ისინი თქვენ დაგჭირდეთ და ხალხმაც ზურგი შეგაქციოთ, - ეს კარმაა. ხოლო, თუ დაეხმარებით, დაივიწყეთ, არავისთან თქვათ და მით უმეტეს, იტრაბახოთ.
- მოერიდეთ ხალხის განსჯას. მათი ქცევა მათი კარმაა.
- გაიხსენეთ ის ადამიანები, რომლებმაც ოდესღაც დახმარება გაგიწიეს. მოძებნეთ მათთვის სიკეთის გადახდის საშუალება.
- მოძებნეთ სახლში თქვენთვის გამოუსადეგარი ნივთები და გააჩუქეთ ისინი. ძველ ნივთებს (დაგუბებული ენერგია) ახლები (ახალი ენერგია) შეცვლის.
- შემოსავლიდან 10 პროცენტი მაინც გაიღეთ ქველმოქმედებისთვის. რეგულარული სიკეთე შემოსავალს კიდევ უფრო გაგიზრდით. მაგრამ ამჯერადაც არავის გაუმხილოთ თქვენი სიკეთე.
მოიწესრიგეთ ფულის ენერგია. თუ ხანგრძლივი დროის მანძილზე უფულოდ ხართ, ე.ი. ფინანსებთან "კონფლიქტი" უნდა მოაგვაროთ:
გაგრძელება