კვირის დასაწყისში ვენერა-ურანის ასპექტის გამო სურვილი გაგიჩნდებათ, სიახლე შეიტანოთ პირად ურთიერთობაში. შეიძლება შეგიყვარდეთ, პირადი თავისუფლება მოგინდეთ ან შემოსავლის გაზრდა.
კვირის ბოლოს მერკური-ურანის ასპექტი კი დაგეხმარებათ, აღმოფხვრათ ტექნიკური და ელექტროუსიამოვნებები. ამავე პერიოდში სიფრთხილე გმართებთ გზაში, ელექტრონივთებთან კონტაქტისას. ავიაციისთვისაც დაძაბული პერიოდია.
ვერძი
თუ პარტნიორთან უსიამოვნება არ გსურთ, მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ ფიქრობთ. ნუ გაართულებთ უსიამოვნებას საყოფაცხოვრებო საკითხების გამო. მარტოხელები თავით გადაეშვებიან საქმეებში. ამიტომ პირადი ცხოვრება არ შეაწუხებთ.
კვირის რჩევა: განაახლეთ ინტერიერი. ეცადეთ, გარშემო ჰარმონიული გარემო შეიქმნათ.
კვირის საუკეთესო დღეები: 14, 16.
კურო
ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. აცადეთ, რომ ურთიერთობა განვითარდეს ნაბიჯ-ნაბიჯ და საინტერესოდ. თავად კი მეტი დრო გექნებათ პარტნიორის უკეთ გასაცნობად.
მარტოხელებს ნაცნობობის კვირა დაგიდგათ. შეიძლება მათ შორის იყოს ის, ვისაც ბედი დაგაკავშირებთ.
კვირის რჩევა: მეტი დრო დაუთმეთ იმ საქმიანობას, რაც სიამოვნებას განიჭებთ: ხატვა, მუსიკა, შოპინგი.
კვირის საუკეთესო დღე: 16.
ტყუპი
საყვარელი ადამიანი რომანტიზმით გაანებივრეთ. მოუმზადეთ ვახშამი, მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი.
მარტოხელებს საინტერესო ადამიანის გაცნობა გელით, რომელთანაც შეიძლება ლამაზი რომანი დაიწყოთ.
კვირის რჩევა: საღამოები წიგნებთან ერთად გაატარეთ. აგრეთვე კარგია მასაჟი და იოგა - ამოირჩიეთ რელაქსაციის სათქვენო საშუალება.
კვირის საუკეთესო დღეები: 13, 17.
კირჩხიბი
ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, რაც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაშიც აისახება. შინაგანი ჰარმონიის აღსადგენად დაიმუხტეთ პოზიტიური ფიქრებით.
მარტოხელებს პირად ცხოვრებაში ცვლილებები არ გელით. უმჯობესია, ამ დროს მეტად კონცენტრირებული იყოთ საკუთარ სურვილებსა და შინაგან სამყაროზე.
კვირის რჩევა: უსიამოვნო ფიქრებისა და გადაღლილობისგან გიხსნით სპორტდარბაზი ან უქმეებზე ქალაქგარეთ გამგზავრება.
კვირის საუკეთესო დღეები: 13, 18.
ლომი
ურთიერთობა იმდენად სტაბილური და მშვიდი გაქვთ, რომ მოიწყენთ კიდეც. უმჯობესია, საქმეებზე იყოთ კონცენტრირებული.
მარტოხელები რომანტიკულ განწყობაზე იქნებით და ფლირტი მოგინდებათ. გაფრთხილდით, სხვის ტერიტორიაზე არ "ინადიროთ".
კვირის რჩევა: მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სხვა დროისთვის გადადეთ ფიზიკური აქტიურობა და სპორტის ექსტრემალური სახეობები.
კვირის საუკეთესო დღეები: 14, 19.
ქალწული
საქმეების მიუხედავად, მაინც უნდა გამონახოთ დრო საყვარელი ადამიანისთვის. მას თქვენი მზრუნველობა და მხარდაჭერა სჭირდება.
მარტოხელები მოეშვით ყველას კონტროლს. რაც უფრო მშვიდად იქნებით, მით უფრო მალე იპოვით თქვენს საბედოს.
კვირის რჩევა: ინტუიციას დაუგდეთ ყური, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ის დაგეხმარებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 19.
სასწორი
იყავით მეტად ორიენტირებული ოჯახზე. მეტი დრო გაატარეთ მეუღლესთან და შვილებთან ერთად. უქმეებზე ქალაქგარეთ გაემგზავრეთ.
მარტოხელები არ ჩქარობთ ახალი რომანის დაწყებას და კარგსაც შვრებით. ახლა ნათელი გონება და სწრაფი რეაქცია გჭირდებათ.
კვირის რჩევა: მოერიდეთ ავანტიურას. მატერიალური დანაკარგისა და იმედგაცრუების მეტს ვერაფერს მიიღებთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 16, 19.
მორიელი
დროა, გულახდილად დაელაპარაკოთ საყვარელ ადამიანს, თუ წყენა მოსვენებას არ გაძლევთ. მთავარია, ჩხუბზე არ გადახვიდეთ.
მარტოხელები განებივრებულები იქნებით მამაკაცებისგან გადამეტებული ყურადღებით. თუმცა, პირადი თემები ახლა თქვენთვის პრიორიტეტული არაა.
კვირის რჩევა: ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მოშურნეებს. მხოლოდ დადებითზე იფიქრეთ და პოზიტივს მიიზიდავთ.
კვირის საუკეთესო დღე: 14.
მშვილდოსანი
რომანტიკული შეხვედრების კვირაა. სიყვარული თავბრუს დაგახვევთ.
მარტოხელები ხშირად შეხვდით მეგობრებს. რომანტიკული ნაცნობობა გელით, რაც მალევე გადაიზრდება სასიყვარულო ურთიერთობაში.
კვირის რჩევა: თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, ახლობლების რჩევებს დაუგდეთ ყური.
კვირის საუკეთესო დღეები: 13, 15.
თხის რქა
ნუ ხართ ეგოისტი. რაც უფრო რბილი და მოსიყვარულე იქნებით, მით უფრო მალე გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
მარტოხელები, პირველად ცხოვრებაში, ინიციატივას გამოიჩენენ და სიმპათიურ მამაკაცს თავად გაეცნობიან.
კვირის რჩევა: უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ ან სპა-სალონში გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 14, 18.
მერწყული
ცვლილებებისთვის მოემზადეთ. აუცილებლად გაუმხილეთ თქვენი ჩანაფიქრი თქვენს საყვარელ ადამიანს. მისი მხარდაჭერა ჰაერივით გჭირდებათ.
მარტოხელებს ნუ გაქვთ გადამეტებული მოთხოვნები პოტენციური საქმროსადმი. ისიც ადამიანია.
კვირის რჩევა: ყურადღება მიაქცეთ კვების რეჟიმს. გაამდიდრეთ რაციონი ცილითა და "ე" ვიტამინით.
კვირის საუკეთესო დღეები: 17, 19.
თევზები
იმპულსურობის გამო წვრილმანებზე კონფლიქტები მოიმატებს. ეცადეთ, აკონტროლოთ ემოციები, თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ.
მარტოხელებს ფლირტი და რომანტიკა გაიტაცებთ. გაფრთხილდით, არ გააბათ რომანი კოლეგასთან.
კვირის რჩევა: მედიტაცია და იოგა ძალის აღდგენასა და ნეგატივის მოშორებაში დაგეხმარებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 16.