რაზე უნდა დაფიქრდეს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი 2020 წელს

რაზე უნდა დაფიქრდეს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი 2020 წელს
საუკეთესო დროა, რომ შეცდომებზე ვისწავლოთ და გაკვეთილად მივიღოთ ისინი.

ვერძი

თქვენ აუცილებლად უნდა გააანალიზოთ თქვენი შეცდომები. გადახედეთ წარსულს. ის დაგეხმარებათ, ორიენტირდეთ მომავალზე.

კურო

თქვენ აუცილებლად უნდა გააანალიზოთ თქვენი ურთიერთდამოკიდებულებები ადამიანებთან, რომლებიც აქტიურად არიან თქვენს ცხოვრებაში. აუცილებელია გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა შემდგომში მათთან ურთიერთობა.

ტყუპები

გირჩევთ, გაიხსენოთ ყველა გასული წლის ბედის საჩუქარი, რომელიც გერგოთ მოულოდნელად, რათა არ კონცენტრირდეთ ნეგატივზე.
დააფასეთ ყველაფერი კარგი, რაც ახლა გაქვთ. 

კირჩხიბი

გირჩევთ, დაფიქრდეთ თქვენს გრძნობებზე. გეყოფათ თამაში, თითქოს ყველაფერი კარგადაა. განიცადეთ და გამოუშვით ყველა ემოცია, რომელიც თქვენში ამ დროის განმავლობაში დაგროვდა.

ლომი

თქვენ უნდა დაფიქრდეთ ყველა იმედსა და მოლოდინზე. დარწმუნდით, რომ მიწაზე მყარად დგახართ, თუმცა ოცნების ადგილი დატოვეთ.

ქალწული

თქვენ უნდა დაფიქრდეთ და გააანალიზოთ თქვენი ცხოვრებისეული ფასეულობები; დარწმუნდეთ, მოგწონთ თუ არა ასე ცხოვრება.

სასწორი

თქვენ უნდა დაფიქრდეთ თქვენს პრიორიტეტებზე. ჰკითხეთ თქვენს თავს, ახერხებთ თუ არა, დაუთმოთ საკმარისი ყურადღება იმას, რაც რეალურად მნიშვნელოვანია თქვენთვის.

მორიელი

დაფიქრდით თქვენს მეგობრულ ურთიერთობაზე, როგორი ადამიანის ყოლა, ნახვა გსურთ თქვენ გვერდით და რომლის დატოვება ჯობს წარსულში.

მშვილდოსანი

დაფიქრდით იმ საქციელებზე, რომლებსაც ყველაზე ძალიან ნანობთ და შეჰპირდით საკუთარ თავს, რომ ამ წლის მსგავსად აღარ მოიქცევით.

თხის რქა

დაფიქრდით, რას მიაღწიეთ 2019 წელს. შემდეგ კონცენტრირდით პოზიტივზე და გააცნობიერეთ, რამხელა გზა გამოიარეთ ამის მისაღწევად და რამდენად გაიზარდეთ ამის მერე.

მერწყული

თქვენ უნდა დაფიქრდეთ კარიერაზე. კარგად გააანალიზეთ,  რომელი საქმიანობა განიჭებთ სიამოვნებას და როგორ შეძლებთ ამით ფულის შოვნას.

თევზები

თქვენ უნდა დაფიქრდეთ თქვენს მიზნებზე. გადაწყვიტეთ, საით გსურთ წასვლა, რადგან თქვენი დღევანდელი მიზნები შეიძლება არ დაემთხვეს იმ გეგმას, მიზნებს, რომლებიც დაისახეთ გუშინ.

თათა შენგელია
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93