როგორ ეთავსება ქალწული ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - ეს ყველა ქალწულმა უნდა გაითვალისწინოს

როგორ ეთავსება ქალწული ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - ეს ყველა ქალწულმა უნდა გაითვალისწინოს

ვერ­ძი და ქალ­წუ­ლი

თქვე­ნი ერ­თად ყოფ­ნა პა­რა­დოქ­სია. წე­სით, სა­ერ­თოდ არ უნდა მოგ­წონ­დეთ ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ თუკი მო­გე­წო­ნათ, ალ­ბათ, ვერ ხვდე­ბით, რა­ტომ. ეს აუხ­სნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა. ვერ­ძი ძა­ლი­ან უდარ­დე­ლი ტი­პა­ჟია და ძა­ლი­ან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი თა­ვის თავ­ში, მა­შინ, როცა ქალ­წუ­ლი მუ­დამ უკ­მა­ყო­ფი­ლოა სა­კუ­თა­რი თა­ვით და სულ რა­ღა­ცის გამო იტან­ჯე­ბა. ვერ­ძი დე­ტა­ლებს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს, ქალ­წუ­ლი მეწვრილ­მა­ნეა; ვერ­ძი იმ­პულ­სე­ბით მოქ­მე­დებს, ქალ­წულს კი­დევ ყვე­ლაფ­რის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად დრო სჭირ­დე­ბა და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს მას. მოკ­ლედ, კონ­ფლიქ­ტის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ზე­ზი გაქვთ და თუ ერ­თმა­ნე­თი გიყ­ვართ,
ერ­თმა­ნე­თის გა­გე­ბას, ერ­თმა­ნე­თის­გან რა­ღა­ც­ე­ბის სწავ­ლას უნდა შე­ე­ცა­დოთ და კინ­კლა­ო­ბა­ზე რომ ხარ­ჯავთ ენერ­გი­ას, რამე უფრო ნა­ყო­ფი­ერ­ზე და­ხარ­ჯოთ. არ­სე­ბობს რა­ღა­ცე­­ბი, რა­საც ორი­ვე აფა­სებთ და ორი­ვე ფლობთ. ეს არის პა­ტი­ოს­ნე­ბა და გულ­წრფე­ლო­ბა, თუმ­ცა კრი­ტი­კის მოს­მე­ნა არ­ცერ­თს გსი­ა­მოვ­ნებთ. ის­წავ­ლეთ შე­ნიშ­ვნე­ბის მი­ღე­ბა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. თუმ­ცა ეს უფრო ვერძს ეხე­ბა, რად­გან თა­ვი­სი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე – ქალ­წუ­ლი უფრო ხში­რად იჩაგ­რე­ბა. რო­გორც წესი, იგი უფრო მეტს გას­ცემს და ვი­ღებთ ბო­სის (ვერ­ძი) და ხელ­ქვე­ი­თის (ქალ­წუ­ლი) ურ­თი­ერ­თო­ბის ტიპს. ვერ­ძე­ბო, ცოტა აზ­რზე მო­დით და და­ფა­სე­ბა ის­წავ­ლეთ!

კურო და ქალ­წუ­ლი

ა, ეგრე, რო­გორც პური და ყვე­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი წყვი­ლია, ძა­ლი­ან თავ­და­დე­ბუ­ლი და ერ­თმა­ნე­თის მხარ­ში მდგო­მი. ორი­ვე პრაქ­ტი­კუ­ლია, მშრო­მე­ლი, მი­წი­ე­რი, რე­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბით და ამ მიზ­ნე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლად მიღ­წე­ვის პო­ტენ­ცი­ა­ლიც აქვთ. ქალ­წულს მოს­წონს ძლი­ე­რი და მშვი­დი კურო, კურო კი ძა­ლი­ან აფა­სებს ქალ­წუ­ლის გამ­ჭრი­ა­ხო­ბას, ენა­მახ­ვი­ლო­ბას და ყუ­რა­დღე­ბას. მათ ერ­თნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ. ერთი ეს არის, რომ რა­ღაც ეტაპ­ზე ქალ­წუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა­თი და­ღა­ლოს კუ­როს­ნა­ირ­მა შე­ნე­ლე­ბულ­მა კადრმა, კუ­როს კი ყელ­ში ამო­უ­ვი­დეს ქალ­წუ­ლის მუდ­მი­ვი კრი­ტი­კა. თუმ­ცა, თუკი სი­ნას­ტრი­ა­ში ვნე­ბე­ბის ნა­პერ­წკა­ლი ან­თია და თუკი კომ­პრო­მისს მო­ა­ხერ­ხე­ბენ, ამ წყვილს ვე­რა­ფე­რი და­ა­შო­რებს, რად­გან ძა­ლი­ან და­ა­ბა­ლან­სებს ერ­თმა­ნეთს ეს ორი ცხოვ­რე­ბით მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლო და მუდ­მი­ვად კმა­ყო­ფი­ლი არ­სე­ბა.

ტყუ­პეი და ქალ­წუ­ლი

წარ­მო­იდ­გი­ნეთ მკაც­რი, სათ­ვა­ლი­ა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც გაკ­ვე­თი­ლის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად ღა­მეს ათე­ნებს და მა­ინც ფრთხი­ლი ნა­ბი­ჯით შე­დის კლას­ში, რად­გან ფიქ­რობს, რომ საკ­მა­რი­სად მა­ინც არ ეს­მის და ხვდე­ბა ახა­ლი, ახ­ტა­ჯა­ნა მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც არა­სო­დეს უს­მენს, არა­სო­დეს სწავ­ლობს, არა­ფე­რი იცის და მა­ინც ყვე­ლა კი­თხვა­ზე აქვს პა­სუ­ხი, მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი იცის. ტყუ­პბი ქალ­წულს ნერ­ვებს უშ­ლის და მა­ინც თავს აყ­ვა­რებს. ისი­ნი ხში­რად კა­მა­თო­ბენ, რაც ტყუ­პის­თვის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერ­თ-ერ­თი სა­ხეა უბ­რა­ლოდ, ქალ­წულს კი წყე­ნა ცოტა უფრო დიდ­ხანს მიჰ­ყვე­ბა. სა­ერ­თო ის აქვთ, რომ ორი­ვე მერ­კუ­რი­ა­ნე­ლია, ორი­ვე უფრო მე­ტად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია, ვიდ­რე ემო­ცი­უ­რი, უფრო მეტს ფიქ­რო­ბენ, ვიდ­რე გრძნო­ბენ და უფრო მეტს ლა­პა­რა­კო­ბენ, ვიდ­რე ერ­თმა­ნეთს ეფე­რე­ბი­ან, თუმ­ცა ქალ­წუ­ლი ცოტა უფრო პრაქ­ტი­კუ­ლი, დი­დუ­რი და თან­მიმ­დევ­რუ­ლია და ბევრ ნაკლს პო­უ­ლობს ტყუ­პ­ში, რო­მელ­საც ეს ფაქ­ტი დი­დად არ ადარ­დებს. მარ­თა­ლია, პი­როვ­ნულ დო­ნე­ზე ძა­ლი­ან გა­უ­გებ­რე­ბი არი­ან ერ­თმა­ნე­თის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მებ­შიც ძა­ლი­ან აც­დე­ნი­ლე­ბი არი­ან, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ერთს მე­ო­რი­სად­მი ნდო­ბა ეკარ­გე­ბა და მე­ო­რეს კი პირ­ვე­ლის "მი­წი­ე­რო­ბა" ცოტა ბეზ­რდე­ბა, მაგ­რამ სწო­რედ აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის წყა­ლო­ბით, რა­ღაც­ნა­ი­რად ახერ­ხე­ბენ ერ­თად ყოფ­ნას. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93