თავდაპირველად ისინი ერთმანეთზე ჭკუას კარგავენ, მაგრამ მერე იწყება თანაცხოვრება და....
თანაცხოვრება – ეს, პირველ რიგში, არის აღიარება და გაგება ერთმანეთის სურვილებისა. ადამიანები პატივს უნდა სცემდნენ ერთმანეთის არჩევანს და სურვილს.
არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა ურთიერთობა საკმაოდ ტოქსიკურია.
ლომი და კირჩხიბი
მათი შეხვედრა და ურთიერთობა იშვიათად სრულდება კარგი ამბით. ის პერიოდი, როცა კირჩხიბი ელოდება, რომ მათი შეხვედრა და ურთიერთობა გაღრმავდება და იმაზე მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ შეხვედრაა. ლომი მუდმივ არათავდაჯერებულობას განიცდის, რომელიც მათ სიყვარულს ადრე თუ გვიან ბოლოს უღებს.
ემოციური ვარირება ლომისა, მომენტალური გადასვლები მზრუნველობიდან ზედმეტ კრიტიკაში, აფრთხობს კირჩხიბს. კირჩხიბი ნაზი და მშვიდია, ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს. ამიტომ ლომთან ურთიერთობა მას ანგრევს.
თხის რქა და მერწყული
ორივე ზოდიაქოს ნიშანი ცნობილია სიჯიუტით. ამიტომაა, რომ ისინი ერთმანეთისკენ ილტვიან. იმ დროს, როდესაც თხის რქა მზადაა, ყველაფერი ჩადოს ამ ურთიერთობაში, მერწყული ამ ურთიერთობას ეძახის პრაქტიკას.
ასეთი პოზიცია მერწყულს აქცევს დომინანტად, ხოლო თხის რქას – დამოკიდებულ მხარედ, რომელიც მუდმივად ცდილობს, დაამტკიცოს საკუთარი თავი და აზრი.
ქალწული და ტყუპები
თქვენ ან ოცნებაში ატარებთ დროს, ან პრაქტიკულ საქმიანობაში. ამიტომაა, რომ დიდანს ეს ორი ნიშანი ერთად ვერ ძლებს. მათი ხედვა კარდინალურად განსხვავდება. მაშინ, როდესაც ტყუპები არიან მეოცნებე ნატურები, ქალწულები ემოციური პერსონები გამოდიან, რომლებიც ცდილობენ პრაქტიკული გზების გამონახვას. ყველა კითხვაზე და ყველა მოცემულობაზე ეძებენ პასუხს.
მათ ურთიერთობას არ აქვს შანსი. ქალწულს შეუძლია რთულ მომენტში ადგეს და წავიდეს, დატოვოს ტყუპები გატეხილი გულით.
სასწორი და კურო
ისინი სარკეებივით არიან. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ისინი თითქოსდა რაღაც ტელეპატიურ კონტაქტს ფლობენ. ერთმანეთი კი არ უყვართ, არამედ გიჟდებიან. ამიტომ ფიქრიც კი დაშორებაზე მათთვის მტკივნეულია. თავიდან ისინი ტკბებიან ერთმანეთით, მერე პირიქით, ერთად ყოფნა არის მათთვის აუტანელი. კუროს სიჯიუტე და სასწორის სურვილი, ყველაფერში იყოს მართალი, მათ კავშირზე დამღუპველად მოქმედებს.
მორიელი და თევზები
ეს დამღუპველი კომბინაციაა, რადგან ორივე ნიშანი ძალიან ემოციური და ეჭვიანია.
ვნების ცეცხლი ადრე თუ გვიან ყველაფერს წვავს და რჩება მხოლოდ ფერფლი. თევზები ცხოვრობენ თავიან კოსმიურ სამყაროში, ხოლო ეჭვიანი მორიელი მუდმივად ახრჩობს მას, ანგრევს მის სიყვარულსა და ნდობას...
მშვილდოსანი და კირჩხიბი
ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი არამცთუ ერთად არ უნდა იყოს, არამედ ახლოსაც არ უნდა მიუახლოვდნენ ერთმანეთს. იმ დროს, სანამ კირჩხიბს არ შეუძლია საბოლოო პასუხი უთხრას მას, მშვილდოსანი ადგილს ვერ პოულობს მოუთმენლობისაგან. მშვილდოსანი ცდილობს, გაასწროს თვით დროს, ამ დროს კი კირჩხიბი დინჯად მოქმედებს, ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე. მშვილდოსანი აფასებს სექსუალურ ურთიერთობას, კირჩხიბი კი ოცნებობს დაამყაროს ღრმა ემოციური კავშირი. ეს აცდენა კი ადრე თუ გვიან ორივესთვის შესამჩნევი ხდება.
თათა შენგელია
წყარო