ვენერა თევზებში: რას შეცვლის ეს ამბავი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ცხოვრებაში

ვენერა თევზებში: რას შეცვლის ეს ამბავი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ცხოვრებაში
თქვენთვის სასიხარულო ამბავია: 13 იანვრიდან ვენერა, სიყვარულის და სილამაზის პლანეტა - თევზებში იმყოფება.
ასე რომ, თევზებო, კირჩხიბებო და მორიელებო, გიხაროდეთ. ბედნიერების ზენიტი სწორედ ახლა გელით. დანარჩენს კი ახლა წაიკითხავთ:
ჰაერში სიყვარული ტრიალებს, რადგან პლანეტა ვენერა ახლა სწორედ პოტენციალის ზენიტში იმყოფება.
თევზები ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე ნიშანი გახლავთ, რომლისთვისაც ზოგჯერ არც სიტყვებს და არც ფიზიკურ კონტაქტს არ აქვს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გრძნობს თავს.
მათი შინაგანი ატმოსფერო ღრმა
და იდუმალია. ურთიერთობენ სულიერ დონეზე, გრძნობებით და ჟესტებით. ყურადღებით იყავით 26 იანვართან, რადგან ამ დროს აგრესიული მარსი ვენერასთან ერთად მოედანზე იქნება.
თევზებო, თქვენი ინტუიცია ახლა მეტადაა გაძლიერებული. ვენერა გაერთიანდება ურანთან, სიურპრიზებისა და მოულოდნელობების პლანეტასთან, რამაც სავსებით შესაძლებელია სიყვარული მოგიტანოთ. 23 იანვარს ვენერას კავშირი გამყარდება იუპიტერთან, რომელიც წარმატებას უზრუნველყოფს.
გაითვალისწინეთ, ყურადღებით იყავით: 27 იანვარს ვენერა და ნეპტუნი შეეჯახებიან, ნეპტუნი კი ხშირად საიდუმლოებებთან, ილუზიებთან და ტყუილ იმედებთანაცაა კავშირში.

  • ვერძი: ვენერა თევზებში ნიშნავს იმას, რომ თქვენი ფარული გრძნობები სავსებით შესაძლებელია გამოაშკარავდეს. ეს შეიძლება გამოიხატოს ვინმეს მიმართ ბრაზშიც. ეცადეთ, გქონდეთ ნაკლები საიდუმლოებები და ყველაფერი მარტივად ჩაივლის.
  • კურო: ვენერა დაგეხმარებათ, რომ იპოვოთ ღრმა, ძლიერი, მეგობრული გრძნობა. კარგი დროა თანამოაზრეების გასაჩენად და სეირნობისთვის. გაიხსენეთ ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდით, გეგმავდით, მაგრამ ჯერ არ მიგიღწევიათ. თუ თქვენ ელოდებოდით რამე მინიშნებას, ნიშანს, ის აქ არის.
  • ტყუპები: კარიერულმა პერსპექტივებმა შეიძლება თქვენზე მნიშვნელოვანი გავლენაც იქონიოს. დაელოდეთ მოსალოდნელ დაწინაურებას ან რაიმე სახის იღბალს სამუშაოსთან დაკავშირებით. ყურადღებით იყავით ურთიერთობებთან, რადგან გაქვთ შანსი არა დროებითი მამაკაცის პოვნის, არამედ თქვენი შვილების მამის.
  • კირჩხიბი: ვენერა დაგეხმარებათ შეიცნოთ ახალი ადამიანები და თუ საჭიროა, გამოააშკარავოთ კიდეც. უფრო უკეთ დააკვირდით მათ, ვინც სათქვენო ადამიანი სულაც არ არის.
  • ლომი: განვითარებული მოვლენები ცეცხლოვან სექსს ან ვნებიან ნაცნობობას გიწინასწარმეტყველებთ. უბრალოდ შეიყვარეთ სიყვარული და დატკბით ამ ცხოვრებით. თქვენ იმდენად ზუსტად იცით, რა გსურთ, რომ ჩვენ, აბა, რა გასწავლოთ.
  • ქალწული: და აი, თქვენც გაგიმართლათ. თითქოს ეს მოვლენა სპეციალურად თქვენზე მორგებული და გათვლილია. ნებისმიერი ურთერთობისკენ, იქნება ეს პლატონური სიყვარული, მეგობრობა, პარტნიორობა თუ ვნებები, წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს კი არა, პირდაპირ ნახტომს გიწინასწარმეტყველებთ.
  • სასწორი: ამ სიტუაციაში თქვენ ძირითადად რამდენიმე მონაკვეთში იტრიალებთ. ეს იქნება სამუშაო ზონა, ჯანმრთელობა და პასუხისმგებლობა. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, მიიღეთ ცხელი აბაზანა. ახლა კარგი ჩვევების გამოვლენის დროა, თუ ისევ ეჭვი არ გეპარებათ.
  • მორიელი: თქვენს პირად ფრონტზე ყველაფერი კარგადაა: რომანტიკა, სექსი, რომანტიკა... თქვენ გიყვართ საკუთარ თავთან მარტო დარჩენაც და ამას ახერხებთ, მაგრამ ამჯერად ნაკლებად იზოლირებული იქნებით. ეს მშვენიერი ვარიანტია სიახლეებთან შესაგებებლად.
  • მშვილდოსანი: ყურადღების ცენტრში მოექცევა თქვენი ოჯახი. წამოიწევა წინა პლანზე წინაპრებთან დაკავშირებული თემებიც. თუ აქამდე არ დაგირეკავთ მშობლებთან ან ძმასთან, მაშინ ეს აუცილებლად გააკეთეთ. მალე ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ შემოტრიალდება.
  • თხის რქა: მიუხედავად იმისა, რომ თქვენი გულის მოლბობა რთულია, ეს სწორედ ის ეტაპია, როცა შეუძლებელი არ იქნება. ნუ დაიხევთ უკან, როცა მოგეცემათ საშუალება, რომ საკუთარი თავი გამოავლინოთ. ნუ აიფარებთ ნიღაბს. დაამყარეთ ემოციური კავშირი გარშემომყოფებთან და გადაამოწმეთ ის, რაც გეეჭვებათ.
  • მერწყული: ღირებულებების გადაფასების დროა. შეასრულეთ დაპირებები, ნუ გადაყრით ტყუილად ფულს, რადგან ეს ის პერიოდია, როცა ფულთან მიმართებაში უნდა გაფრთხილდეთ. თუმცა, შეგიძლიათ უშიშრად განახორციელოთ ჭკვიანური ინვესტიციები, რადგან ამისთვის კარგი დროა.
  • თევზები: ვენერა საუკეთესოდ გრძნობს თავს თევზებში, ხოლო თევზები, თავის მხრივ, ვენერასთან მიმართებაში. ისიამოვნეთ გარშემო არსებული ბედნიერი ადამიანებით, ლამაზი გარემოთი და მშვენიერი ნივთებით.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93