- 20 იანვარი - 15:00 საათის შემდეგ სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან შეხებისას. პირადი კეთილდღეობისთვის შეიარეთ სილამაზის სალონში.
- 21 იანვარი - ეცადეთ, მაქსიმალურად მობილიზებული იყოთ. არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ.
- 20-22 იანვარი. გამოიყენეთ კრემები, რომლებიც გაჯერებულია ზეითუნის ზეთით ან სხვა ორგანული ცხიმებით.
- 22 იანვარი - შეხვდით მეგობრებს, შეყვარებულს. შეიძინეთ აუცილებელი ნივთები. თმის შეჭრა კონფლიქტებს მოგიტანთ.
- 22-24 იანვარი - კარგი დღეებია სამკურნალო შიმშილობისთვის. მოერიდეთ კბილების მკურნალობას, ძვლოვანი სისტემის გადატვირთვას.
- 23 იანვარი - შუადღის შემდეგ მოერიდეთ ხალხის მასებთან ურთიერთობას. პაემანიც კარგია. გაფრთხილდით, თმის შეჭრამ შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ.
- 24 იანვარი - მოერიდეთ გაურკვევლობას, იმპულსურობას. ახალი ვარცხნილობა მტრებთან შეგახვედრებთ.
- 24-26 იანვარი - უმრავლესობას მოუნდება, რომ ახალგაზრდულად ან ექსტრავაგანტურად გამოიყურებოდეს.
- 25 იანვარი - ახალი წელი დგება ჩინური კალენდრით. ინტელექტუალური საქმიანობის, მიმოსვლისა და მეგობრებთან შეხვედრების დღეა. გრძელი თმა ხანგრძლივი სიცოცხლეა.
- 26 იანვარი - მთელი დღის განმავლობაში მთვარე უკურსოა. ამიტომ, დაისვენეთ და დატკბით ცხოვრებით. შეიცვლით ვარცხნილობას და ახლობლებთან გაგიფუჭდებათ დამოკიდებულება.
- 25 იანვრამდე მთვარე კლებაშია. ამიტომ ამ პერიოდში კარგია ზედმეტი კილოგრამების დაკლება, კბილებიდან ქვების მოცილება, ეპილაცია. ჯანმრთელობის მხრივ, ამ კვირაში უნდა გაუფრთხილდეთ გულს, ნერვებს. არ გადაიღალოთ და გადაიტვირთოთ. კარგია ვალების გასტუმრება, საქმეების დასრულება.
ვერძი
იმისათვის, რომ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, გრძნობები და ემოციები უნდა "გამორთოთ". აკონტროლეთ ქცევებიც და გამონათქვამებიც.
კვირის რჩევა: მოერიდეთ ემოციურ გადატვირთვას. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, მოიწესრიგოთ ნერვული სისტემა, ჩაიტაროთ მოსადუნებელი მასაჟი და მიირთვათ ბალახების ჩაი.
კვირის საუკეთესო დღე: 22.
კურო
სასიყვარულო ავანტიურა გაგიტაცებთ. რაც უფრო მიუწვდომელია პარტნიორი, მით გაგიმძაფრდებათ ინტერესი მის მიმართ. მოერიდეთ დაქორწინებულებთან "თამაშს".
კვირის რჩევა: დახმარებისთვის ერთგულ მეგობრებს მიმართეთ. ისინი დაგეხმარებიან სიტუაციის ობიექტურად დანახვაში.
კვირის საუკეთესო დღეები: 21, 26.
ტყუპი
დიდი ცვლილებების დრო დაგიდგათ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით, დაქორწინებულები კი გაიგებენ, რომ მალე მშობლები გახდებიან.
კვირის რჩევა: პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების გამო ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს. დასვენება და თავის მოწესრიგება ენერგიით აგავსებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 25.
კირჩხიბი
კვირის პირველ ნახევარში აქტიური იქნებით და ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას. უკვე ხუთშაბათიდან დასვენება და განმარტოება მოგინდებათ.
კვირის რჩევა: ნუ მოგერიდებათ "არას" თქმის, თუ რამე თქვენთვის და თქვენ სასარგებლოდ არ კეთდება.
კვირის საუკეთესო დღე: 23.
ლომი
მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ, საკუთარ სურვილებზე ხართ ორიენტირებული, ამ კვირაში პარტნიორის გრძნობები უნდა დააფასოთ. ეცადეთ, მეტად მზრუნველი იყოთ მის მიმართ.
კვირის რჩევა: თუ ექსტრიმის გარეშე გიჭირთ, საყვარელ ადამიანთან ერთად უყურეთ საშინელებათა ფილმს, პირადი ცხოვრება კი არ დაზარალდება.
კვირის საუკეთესო დღეები: 21, 24.
ქალწული
სამსახურის საქმეების გამო პირადი ცხოვრებისთვის დრო არ დაგრჩებათ, თუმცა კვირის ბოლოს რომანტიკული პაემანიც შეგიძლიათ დანიშნოთ.
კვირის რჩევა: ნუ დაივიწყებთ სპორტსა და აქტიურ დასვენებას. ისინი ენერგიით აგავსებენ.
კვირის საუკეთესო დღე: 24.
სასწორი
გრძნობებში საიმედოობა და სტაბილურობა გჭირდებათ. საყვარელი ადამიანის ინიციატივას, რომ გაგამხიარულოთ, მშვიდად შეხვდით.
კვირის რჩევა: კვირის ბოლოს დაისვენეთ, საკუთარ თავს რამე უყიდეთ, გემრიელობა დააგემოვნეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 22, 25.
მორიელი
გსურთ, პირადი ცხოვრება ჰარმონიული და მრავალფეროვანი გქონდეთ. მსუბუქი და სასიამოვნო რომანი გელით ტყუპის ან მერწყულის წარმომადგენელთან. აი, ქალწულებსა და კუროს კი უნდა მოერიდოთ.
კვირის რჩევა: გადადეთ ფული, რათა თებერვლისთვის 3-4 დღით დასვენება შეძლოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 26.
მშვილდოსანი
მარტოხელებს საინტერესო ადამიანის გაცნობა და პირადი ცხოვრების გაუმჯობესება გელით, გათხოვილებს კი მეუღლე პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
კვირის რჩევა: მეგობრების დახმარებით ძველ პრობლემებს ახლებურად მოაგვარებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 25.
თხის რქა
საყვარელი ადამიანის მიმართ ვნებაც გაქვთ და წყენაც და პრეტენზიაც. ეცადეთ, გამონახოთ კომპრომისი. ნუ გაჯიუტდებით და პარტნიორს გულახდილ დიალოგზე დათანხმდით.
კვირის რჩევა: ნუ გგონიათ, რომ საქმეებს თქვენზე უკეთ ვერავინ შეასრულებს. თუ ვალდებულებებს გადაანაწილებთ, დასვენების საშუალებაც მოგეცემათ.
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 25.
მერწყული
თუ ბოლო დროს საყვარელი ადამიანის ქცევა გაოცებთ, დაფიქრდით, გიღირთ კი ეს ადამიანი, რომ ამდენი მოუთმინოთ?..
კვირის რჩევა: სიზარმაცე იმის ნიშანია, რომ გადაიღალეთ და დასვენება გჭირდებათ. გამოძინებაც.
კვირის საუკეთესო დღე: 22.
თევზები
განწყობის ხშირი ცვლილებაა მოსალოდნელი. ხან თავგადასავლები გსურთ, ხან განმარტოება და საკუთარ თავში გარკვევა. ეცადეთ, გამონახოთ დრო შემოქმედებითი იდეების განხორციელებისა და სწავლისთვის.
კვირის რჩევა: ჩაეწერეთ უცხო ენების კურსებზე, იქნებ უახლოეს მომავალში უცხოელი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 25.