მათთვის, ვინც ეძებს!
ზოდიაქოს ყველა ნიშანს ბედმა მოუმზადა «სასიყვარულო სიურპრიზი». წაიკითხეთ და გაეცანით…
2019 წელს თქვენი პირადი ცხოვრება, როგორც იტყვიან, ისე რა დალაგდა. ხშირად გიფიქრიათ მომხდარის მიზეზებზე. ხან საკუთარ თავს ადანაშაულებდით, ხან პარტნიორს, და რაშია რეალურად საქმე? - იმაში, რომ არასდროს დაფიქრებულხართ, რატომ ეს ადამიანი.
შემთხვევითი შეხვედრა, ჩვევა, «ასე მოხდა» – მიზეზი ბევრია. ამას სჯობს დაფიქრდეთ და გააანალიზოთ: როგორი უნდა იყოს ის ადამიანი, ვისაც შეხვდებით და გაიცნობთ, ვისთანაც აპირებთ ურთიერთობას?
2020 წელს დროა შეცვალოთ თქვენი მიდგომა პარტნიორების არჩევაში. არ დაგენანოთ დრო იმაში, რომ კარგად შეისწავლოთ და გაუგოთ ადამიანს, ვისთანაც აპირებთ ურთიერთობას.
გასული წლის დიდი ნაწილი დახარჯეთ იმაში, რომ მისდევდით ძველი ურთიერთობის ნარჩენებსა და ლანდებს. აღარ გაიმეოროთ შეცდომები წელს და თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ. გასაგებია, რომ ბევრი ტკივილისა და ტანჯვის გადატანა მოგიწიათ. გამოცდილებაც მტკივნეული გაქვთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დატოვეთ ცუდი მოგონებები წარსულში და ისე მიუდექით, თითქოს არც არასდროს ყოფილა ის თქვენს ცხოვრებაში. ბევრად კარგი ამბები გელით 2020 წელს!
2020 წელს მოგიწევთ საფუძვლიანად შეიცვალოთ. იმუშავეთ საკუთარ თავზე. გასულ წელს დიდი წილი ვერგამართლებისა თქვენ გამო მოხდა. თქვენ კიდევ არ იცით, რა გსურთ. დარწმუნებული იყავით, რომ ასე გინდოდათ, მაგრამ საბოლოოდ პირიქით მოხდა. პირიქით გააკეთეთ.
შეიყვარეთ საკუთარი თავი, შეიცანით იგი, ჩამოყალიბდით, რა გიყვართ, რაზე ოცნებობთ, რა შეგიძლიათ ახალი ისწავლოთ, რა ცუდი თვისებები არ მოგწონთ თქვენი. გაარკვიეთ, რა გსურთ ან ვინ. დანარჩენი კი 2020 წელს მიანდეთ.
გასული წელი თქვენ უაზროდ დახარჯეთ. ფიქრობდით და აანალიზებდით, რა მოხდა და როგორ შეიძლებოდა ამ ყველფრის შეცვლა ან თავიდან არიდება. გასახსენებელი ბევრი გქონდათ, პასუხი - არც ერთი. შეეშვით წარსულს! აწმყო ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
ჩვენი ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე ფიქრში დავკარგოთ დრო. დაიჯერეთ აწმყოს ძალის! თქვენ უკვე ადგახართ თქვენი სიყვარულისკენ მიმავალ გზას. ის უკვე ძალიან ახლოსაა. როგორც კი ის გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, მაშინვე იგრძნობთ.
მიჰყვე გულის ძახილს, ეს, რა თქმა უნდა, მშვენიერია, თუმცა დროდადრო საჭიროა ამ ყველაფერს ტვინიც დაამატოთ. 2019 წელს თქვენ იცხოვრეთ ემოციებისა და გრძნობების გარემოცვაში. ამან კიდევ, როგორც ხედავთ, არ იმუშავა. საქმე იმაშია, რომ ბრმა სიყვარული - სულელი სიყვარულია. მიიღე ყველაფერი ისე, როგორც არის, შელამაზებული არა.
თამამად შეხედეთ ცხოვრებას სახეში. ეს წელიწადი აუცილებლად მოგიტანთ კარგს.
ქალწულმა გასული წელი გაატარა ლომების საპირისპირო მდგომარეობაში, მხოლოდ ლოგიკა და არანაირი სპონტანურობა. ეს უკვე მეტისმეტია. ეცადეთ, ნაკლებკატეგორიული იყოთ 2020 წელს!
მხოლოდ გახსოვდეთ, რომ შავი ზოლი აუცილებლად შეიცვლება თეთრით და შეეგუეთ იმასაც, რომ არასდროს ხდება ისე, როგორც შენ გინდა, რომ იყოს.
გასულ წელს ძალიან ბევრი ემოცია დახარჯეთ არასწორ ადამიანზე, ძალიან ბევრი დრო იმის გადასარჩენად, რისი გადარჩენაც შეუძლებელი იყო...
ისწავლეთ სწორი დასკვნების გამოტანა. გახსოვდეთ, რომ ურთიერთობა ესაა ორი ადამიანის მონდომება და არა მხოლოდ ერთის.
2019 წელს თქვენ მართლა ყველაფერს აკეთებდით, რათა გაქცეოდით სიყვარულს. შეიძლება თქვენ გაშინებდათ პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ახლა ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ეცადეთ, წელს მოიკრიბოთ ძალა და გამბედაობა და საკუთარ ცხოვრებაში შემოუშვათ სიყვარული. მიეცით სიყვარულს შანსი და თქვენ აუცილებლად შეხვდებით თქვენს მეორე ნახევარს, მოიპოვებთ ბედნიერებას. ოღონდ არ იჩქაროთ, უბრალოდ გამოხატეთ მზაობა და გააღეთ გულის კარები. მიეცით სამყაროს ნიშანი, რომ მზად ხართ გიყვარდეთ და თავადაც იყოთ სიყვარულის ობიექტი.
გასულ წელს თქვენ თავით გადაეშვით სიყვარულში, იმდენად გსურდათ, რომ ყვარებოდით და გყვარებოდათ და ამის გადამკიდეს თქვენ დაგავიწყდათ სხვა მნიშვნელოვანი რამეები. დაისვენეთ, შეჩერდით. თქვენი ნამდვილი სიყვარული აუცილებლად მოვა. ხოლო სად და როდის მოხდება ეს შეხვედრა, დარჩეს სიურპრიზად.
გასულ წელს თქვენ მუდმივად ღელავდით იმაზე, თუ რას იფიქრებდნენ სხვები. ამიტომაც, დაკარგეთ კავშირი საკუთარ მესთან. და ეს ყველაფერი რის გამო? სხვა ადამიანების ყურადღების მისაპყრობად? დიდი შეცდომაა. გახსოვდეთ, მას, ვისაც უყვარხარ, უყვარხარ გულწრფელობისა და ნამდვილობის გამო და არა იმიტომ, რომ ხართ ის, ვინც რეალურად არ ხართ.
ეცადე, წელს გადახედო შენს მიზნებსა და ოცნებებს. შეიძლება შენ სადღაც გაიჭედე. მიუგდე ყური ინტუიციას და უსმინე გულს. ასევე, ეცადე იმუშაო საკუთარ თავზე. იპოვე ახალი გასართობი, ჰობი. რაც შეეხება სიყვარულს, მას ზუსტად მაშინ შეხვდები, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდები.
ეცადე, შეიყვაროთ ადამიანები. შენი ოცნებები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ადამიანებთან ერთად ისინი უფრო საინტერესოა.
ისწავლე ადამიანების სიყვარული! მიიღე ისინი ისეთები, როგორებიც არიან. ეცადე, დაინახო მათში კარგი. თუ შენ გიყვარს ადამიანი, სხვა ყველაფერი გადადის მეორე პლანზე.
თათა შენგელია