დამეთანხმებით, ბევრი ადამიანი იტანჯება ამქვეყნად საპირისპირო სქესთან პრობლემური ურთიერთობების გამო. ხშირად ყველაფერი იდეალურად იწყება, ისე, როგორც ზღაპარში, თუმცა სულ მალე ვხვდებით, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ერთმანეთისთვის აფბსოლუტურად გაურკვეველ ენაზე ვსაუბრობთ და სიტუაცია თანდათან შედის ჩიხში.
მოდით, ასტროლოგიური კუთხით გავერკვეთ იმაში, თუ კონკრეტულად რატომ ხდება ეს?
საქმე ისაა, რომ წყვილებს შორის ურთიერთგაგების პრობლემაზე არა ერთი ან ორი, ერთბაშად მრავალი ასპექტი აგებს პასუხს ვარსკვლავური გაანგარიშებით. თუმცა მათგან უმთავრესი პირად რუკაში პლანეტა ვენერას განლაგებაა. ვენერა, რომელიც თავის მხრივ, სიყვარულის გამოხატვის ფორმაზე, მისი აღქმის უნარზე და ზოგადად, პარტნიორული ურთიერთობის ჯანსაღ ხედვაზეა პასუხისმგებელი, ნებისმიერი ჩვენგანის პირად რუკაში სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს და სახლს იკავებს. სწორედ ეს კომპონენტები არეგულირებს ჩვენში პარტნიორებთან დამოკიდებულების რაგვარობას.
პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ თავად პლანეტა ვენერა ზოდიაქოს ორი ნიშნის მმართველია - კუროს და სასწორის. აქედან გამომდინარე, თუკი იგი ამ ორი ზოდიაქოს ნიშნიდან რომელიმეში მოხვდა კონკრეტული ინდივიდის დაბადებისას, ამ ადამიანს სიყვარულის ყველაზე ჯანსაღი, სწორი და რაც მთავარია, ესთეტიკური აღქმის უნარი ექნება. ასეთ ვენერას ასტროლოგები მაღალქულიანს ეძახიან. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ამ ზემოხსენებული "მაღალქულიანი ვენერით" დაიბადეთ, დაზღვეული არ იქნებით პირად ურთიერთობაში პრობლემებისგან, თუკი თქვენს პარტნიორს იგივე ვენერა დისჰარმონიულ ნიშანში ჰყავს განლაგებული - ეს ნიშნებია: მორიელი, ქალწული, ვერძი და სხვა. გაგრძელება