ასტროლოგიაში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა ადამიანმა იცის, რომ არსებობს ზოდიაქოს 12 ნიშანი, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ არსებობს ე.წ. უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები. ისინი ზოდიაქოების საზღვარზე მდებარეობენ და თავიანთ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული უნარით აჯილდოებენ. უმაღლესი ზოდიაქოც 12 ნიშნისგან შედგება.
პირველი ნიშანი - თევზებისა და ვერძის ზოდიაქოების გასაყარზე მდებარეობს
ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ზოდიაქოს წრის დასაწყისსა და დასასრულს აერთიანებენ. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროში სწორად ცხოვრება, მათ თავიანი დრო აქვთ. მათ თითქოს შეუძლიათ ცხოვრებისეული დროის შეჩერება და ნებისმიერ დროს ცხოვრების თავიდან დაწყება. ან ღვთიური პროგრამით ვითარდებან, ან კიბორგებივით ხდებიან. მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი დროულად.
ამ პერიოდში დაიბადნენ: აინშტეანი, სალვადორ დალი, ჯორდანო ბრუნო, ბახი, ჯორჯ ვაშინგტონი.
მეორე ნიშანი - თევზებისა და მერწყულის ზოდიაქოების გასაყარზე მდებარეობს
- პეგასი (ფრთოსანი ცხენი) (12-25 თებერვალი)
უმაღლესი შემოქმედებითი აღმაფრენა. პეგასს ესმის სამყაროს მუსიკა, მეგობრობს მუზებთან. ეს არის თავისუფლების, უსაზღვრო შთაბეჭდილებების მქონე ადამიანი. მას სურს, განვითარდეს, შექმნას... სამყაროს მისტიკისა და ჯადოქრობის მიღმა აღიქვამს. მუდამ იდეებით სავსეა, ორიგინალური და საინტერესო პიროვნებაა. არ აღელვებს მატერიალური საკითხები, მხოლოდ - სულიერება და ხელოვნება.
ამ პერიოდში დაიბადნენ: მიქელანჯელო ბუონაროტი, რემბრანდტი.
მესამე ნიშანი - მერწყულისა და თხის რქის ზოდიაქოების გასაყარზე მდებარეობს
სფინქსი თავად არის საიდუმლო ცოდნის, სიბრძნის, განგების სიმბოლო. თუ ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი ძირითად საიდუმლოს ამოხსნის, შეიძლება სამყაროს გამგებელი გახდეს, მაგრამ მას ბევრი პასუხისმგებლობაც ეკისრება. "ბევრ სიბრძნეს ბევრი თავის ტკივილი მოაქვს". მათ ადამიანის გამოცნობა ერთი შეხედვით შეუძლიათ. თავად მათ ქმნილებაშიც ბევრი საიდუმლოა.
ამ პერიოდში დაიბადნენ: ედგარ პო, ლეონარდი და ვინჩი, ვანგა.
მეოთხე ნიშანი - მშვილდოსნისა და თხის რქის ზოდიაქეობის გასაყარზე მდებარეობს
- სიცოცხლის ხე (15-28 დეკემბერი)
ეს არის საწყისი, სხვადასხვა სამყაროს გაერთიანება, გენეტიკა, მოდგმა, ხელოვნური გადარჩევა, სელექცია, ინფორმაციის გაცვლა. ხე აერთიანებს ქვედა და ზედა სამყაროებს. ეს არის თვითკონტროლის, თვითშეზღუდვის ძალა. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი წლების მატებასთან ერთად აგროვებს გამოცდილებას, ძლიერდება. ის არის ბრძენი მასწავლებელი, ყოვლისმცოდნე, წინამძღოლი.
ამ პერიოდში დაიბადნენ: ნოსტრადამუსი, ტოლკინი.
გაგრძელება