3-9 თებერვლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

3-9 თებერვლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2020-02-03 10:19:50+04:00


3 თებერვალი - მთვარე 13:28-მდე კუროშია. კარგი დროა საყიდლებისთვის. პრაქტიკულ და დიდხნიან ნივთებს შეიძენთ. კარგია ვიზიტი კოსმეტოლოგთან, სახისა და ყელის კანის კვება. შეგიძლიათ გაინებივროთ თავი გემრიელობით. სასარგებლოა ზღვის პროდუქტებისა და თევზის ჭამა.

მოერიდეთ მანიპულაციებს ტუჩებსა და ყელზე. შემდეგ მთვარე გადავა ტყუპის ზოდიაქოში, იქ დარჩება 5 თებერვლამდე - მოიმატებს აქტიურობა, გახშირდება ურთიერთობები, სასურველი ინფორმაციის მოპოვების სურვილი. კარგია სუნთქვითი მასაჟი, არომათერაპია. მოერიდეთ მანიკიურის გაკეთებას, ფრჩხილების დაგრძელებას. არ იკამათოთ გარშემო მყოფებთან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

4 თებერვალი - სიყვარულისა და ინფორმაციის მიღების დღეა. აგრეთვე, ურთიერთობებისა და მგზავრობის.

6-7 თებერვალი - მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოშია. მოიმატებს ემოციურობა და მგრძნობელობა. სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად სასურველია გამოაცხოთ პური, ფუნთუშები. გამოიყენეთ მხოლოდ მსუბუქი მაკიაჟი. გაიკეთეთ სახის ნიღაბი, თმის შეჭრა მის ზრდას დააჩქარებს, საღამოს მიიღეთ აბაზანა. არ გადატვირთოთ კუჭი, აგრეთვე, მოერიდეთ მის გამოკვლევას, სხვა დღისთვის გადადეთ მკერდთან დაკავშირებული ნებისმიერი მანიპულაცია.

6 თებერვალი - გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. არავინ გაანაწყენოთ და არც თქვენ გაბრაზდეთ.

7 თებერვალი - ნაკლები დრო გაატარეთ ხალხის მასებთან. არავის ეკამათოთ.

8-9 თებერვალი - მთვარე ლომის ზოდიაქოშია. მოიმატებს შემოქმედობითობა, ფლირტის სურვილი. გაუფრთხილდით გულს. კარგია ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიში. თუ ალერგია არ გაქვთ, გამოიყენეთ თაფლზე დამზადებული ნიღბები. თმის შეჭრა გაგალამაზებთ და მოცულობას მოგიმატებთ. არ გაიხვრიტოთ ყურები, მოერიდეთ სახის გაწმენდას, კვებაში შეამცირეთ მარილის რაოდენობა.

8 თებერვალი - დაესწარით ელიტურ წვეულებას. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას და კუჭის გადატვირთვას.

ეს კვირა მთვარის ზრდის პერიოდია, მომატებს სასიამოვო განწყობა, ახლის სწავლის სურვილი. სასურველია, სწორად იკვებოთ, დაიწყოთ დილაობით ვარჯიში, უპირატესობა მიანიჭოთ სასარგებლო თვისებების ცხოვრებაში დანერგვას.

გახსოვდეთ, რომ კვირას, 9 თებერვალს, გველის სავსემთვარეობა. მოიმატებს ემოციური ფონი. ამ დღეს ოპერაციების დაგეგმვას არ გირჩევთ.

ვერძი

პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას კარიერაზე წინ დააყენებთ. ახალგაცნობილმა მამაკაცმა შეიძლება ერთად ცხოვრება შემოგთავაზოთ.

კვირის რჩევა: საყვარელ ადამიანს შეგიძლიათ, თავადაც გაუკეთოთ საჩუქარი და მოუწყოთ სიურპრიზი.

კვირის საუკეთესო დღეები: 4, 6.

კურო

იანვრის მოვლენებს თვალი გადაავლეთ და შესაბამისი დასკვნები გამოიტანეთ. წარსულის გათვალისწინებით იმოქმედეთ.

კვირის რჩევა: ბედნიერებას უყვარს სიჩუმე, საკუთარი რომანის შესახებ ყველას ნუ მოუყვებით.

კვირის საუკეთესო დღეები: 3, 8.

ტყუპი

ურთიერთობა, რომელმაც თავისი თავი ამოწურა, წარსულს უნდა ჩააბაროთ. ნუ შეხვალთ ერთ მდინარეში ორჯერ.

კვირის რჩევა: ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას.

კვირის საუკეთესო დღე: 9.

კირჩხიბი

როგორც კი თქვენს მამაკაცს შეხვდებით, გვერდზე აღარ გაიხედავთ. გილოცავთ, ამ პერიოდში მას შეხვდებით, ვინც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

კვირის რჩევა: უნდა დაივიწყოთ ცივი გათვლები და ლოგიკა, ის სიკეთეს მაინც არ მოგიტანთ.

კვირის საუკეთესო დღეები: 7, 8.

ლომი

მეტი მზრუნველობა გამართებთ ახლობლების მიმართ. აგრეთვე, უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება კოლეგებთან და მეგობრებთან. ისწავლეთ დიპლომატიის გამოვლენა.

კვირის რჩევა: მეტად უნდა გამოავლინოთ სირბილე და მოთმინება.

კვირის საუკეთესო დღე: 4.

ქალწული

არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. გახსოვდეთ, სამსახურის საქმეების გარდა, პირადი ცხოვრებაც გაქვთ.

კვირის რჩევა: იოგა და სპა-პროცედურები სამსახურის სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

კვირის საუკეთესო დღე: 6.

სასწორი

საყვარელი ადამიანი შეიძლება დაგთანხმდეთ იმაზე, რაზეც ბოლო თვეების განმავლობაში ელაპარაკებოდით.

კვირის რჩევა: თქვენს საყვარელ მამაკაცს თქვენი შექება და გამხნევება სჭირდება. საყიდლებიც კი შეუფასეთ.

კვირის საუკეთესო დღეები: 5, 9.

მორიელი

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება შეხვდეთ საბედოს. არ შეუშინდეთ რისკებს, სიახლეების დანერგვას.

კვირის რჩევა: ისტერიკები და ჩხუბი სამუდამოდ დაივიწყეთ. ამით საყვარელ მამაკაცს იმაზე სწრაფად შეაძულებთ თავს, ვიდრე გგონიათ.

კვირის საუკეთესო დღეები: 3, 7.

მშვილდოსანი

ახალ წლებამდე გაცნობილ ადამიანთან რომანის განვითარების შანსი მოგეცემათ. თქვენი გადასაწყვეტია, გსურთ მისი ყოველდღე ნახვა თუ სამუდამოდ დაემშვიდობებით.

კვირის რჩევა: ახალი მიზნები და იდეები საყვარელ ადამიანს გაუმხილეთ. მან იცის, როგორ დაგეხმაროთ სასურველის მიღწევაში, რჩევით მაინც.

კვირის საუკეთესო დღე: 6.

თხის რქა

თუ მთელი ძალებისა და დროის დათმობას სამსახურისთვის აპირებთ, საყვარელ მამაკაცს იმედს გაუცრუებთ. ეცადეთ, დრო მისთვისაც გამონახოთ.

კვირის რჩევა: თქვენი მთავარი მისიაა, დაიცვათ ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურის საქმეებს შორის.

კვირის საუკეთესო დღე: 7.

მერწყული

ალბათ, ხვდებით, რომ რუტინა და მოსაწყენი საქმეები სათქვენო არაა. დროა, გრანდიოზული ცვლილებებისთვის მოემზადოთ.

კვირის რჩევა: იმას, რაც ჩაიფიქრეთ, მარტივად მიიღებთ.

კვირის საუკეთესო დღე: 4.

თევზები

ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიღება რთულია, მაგრამ აუცილებელია. ის, რაც გაშინებთ, არც ისეთი ბუაა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

კვირის რჩევა: მოერიდეთ იმპულსურობას, ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ კვირაში მოაგვარეთ.

კვირის საუკეთესო დღეები: 6, 7.