თუ ინტერნეტში ახალგაცნობილ ადამიანს კარგად დააკვირდებით, მისი ზოდიაქოს გამოცნობასაც შეძლებთ, მაგრამ როგორ უნდა ამოვიცნოთ ადამიანი, თუ ის ავატარით ძალით ნიღბავს თავის თავს?
ვერძი
ხშირად ეხვევა უსიამოვნებაში და არა ხელოვნებისადმი სიყვარულის, არამედ იდეური მოსაზრებების გამო. არ გაჩერდება, სანამ თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს. ჰოდა, რადგან ინტერნეტში ვიღაც ყოველთვის არასწორია, მას მუდმივად აქვს "საქმე".
კურო
ბოლომდე არ იკამათებს, მაგრამ თავის აზრს აუცილებლად გამოთქვამს. შეიძლება ხუთჯერაც, მაგრამ მაინც. თუ ჰყავს ვინმე, ვისთანაც იწუწუნებს, შანსს ხელიდან არ გაუშვებს. მის მიერ დაბლოკილი მომხმარებლების რაოდენობა ყოველდღე იზრდება.
ტყუპი
ერთდროულად შეუძლია დაცინვა, გამხნევება და მხარდაჭერა. საუკეთესო ტროლი გამოდის მისგან. ერთდროულად რამდენიმე დისკუსიაში მონაწილებს და აბლაბუდასავით ხლართავს სიტუაციას. თუმცა, მერე იმას ამტკიცებს, რომ სიტუაცია კი არ ჩახლართა, მოსაუბრემ ვერ გაუგო.
კირჩხიბი
ყურადღებით და დაფიქრებულად კითხულობს ყველაფერს, რასაც წერენ. ხშირად იმასაც წარმოიდგენს, რაც არც დაწერა არავინ. ღია დისკუსიაში ლაკონიურია, მაგრამ პირად მიმოწერაში ზომა-წონა არ იცის. შეიძლება თავად მოახდინოს დისკუსიის პროვოცირება, მაგრამ მერე თავად ინანოს.
ლომი
ყველა კამათში ბოლო სიტყვა მან უნდა თქვას და ბრაზდება, თუ მის ნათქვამს პატივს არ სცემენ. შეუძლია ვირტუალურ მოპაექრეს ასწავლოს ყველაფერი - ფიზიკით დაწყებული და ეტიკეტის ნორმებით დამთავრებული, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე თავადაც არ აქვს წარმოდგენა.
ქალწული
ინტერნეტში მრავალმეტყველი არაა. წერს ცოტას, მაგრამ ყველასთვის გასაგებად. ძირითადად, სარკაზმით. ამასთანავე, შეუძლიათ სხვების პროვოცირებაც, მაგალითად, კირჩხიბის.
სასწორი
უფრო კითხულობენ, ვიდრე წერენ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თავის თავს ელაპარაკება, ან გამოგონილ პერსონაჟს, რადგან მათ პასუხი შეიძლება სულ სხვა საკითხზე გასცენ.
მორიელი
მუდამ გამოთქვამს თავის აზრს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არავინ არაფერს არ ეკითხება. არ სცნობს ავტორიტეტებს (არც ვირტუალურ და არც რეალურ ცხოვრებაში). მოსწონს მოსაუბრის პროვოკაციაზე გამოწვევა.
მშვილდოსანი
კეთილშობილური განზრახვით მოქმედებენ და უკვირთ, სხვა სხვანაირად რომ იქცევა. ყველას მეგობრობისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. უყვართ გაბრაზებულების დაცვა. თუ არაფერი გამოუვათ, ცვლიან თემას და ყველაფერს ივიწყებენ.
თხის რქა
საქმიანი ადამიანია და ინტერნეტშიც გარკვეული მიზნით მოდის - წაიკითხოს და ისაუბროს მნიშვნელოვან თემაზე. მათ სჭირდებათ ფაქტები, ინფორმაცია, რჩევები, მაგრამ მხოლოდ კომპეტენტური ადამიანებისგან. ვირტუალურ წყენასაც კი სერიოზულად აღიქვამენ.
მერწყული
განწყობის მიხედვით მოქმედებენ. შეუძლიათ აზრიც რამდენჯერმე შეიცვალონ და თემაც, გააჩნია, როგორ ხასიათზე არიან. მოსაუბრესაც ხშირად იცვლიან, ხანგრძლივ კამათში მონაწილეობას იშვიათად იღებენ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ თემა მათთვის მართლაც მნიშვნელოვანია.
თევზები
ინტერნეტში მიმზიდველი და საინტერესოა. კეთილგანწყობილი, ირონიული, დახვეწილი მანერებით და სურთ, ცხოვრებაშიც ასეთები იყვნენ, მაგრამ... უჭირთ. ქსელში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამსხვრევენ თევზებზე ლამაზ მითს. ასეთებია - მორიელია, თავისი პროვოკაციებით და ქალწული - კარგი მეხსიერებითა და დაკვირვებულობით.