მეგობრებო, გილოცავთ, სასიამოვნო და პოზიტიური ენერგიის კვირა დაგვიდგა, გაგვიუმჯობესდება განწყობა. კარგ შედეგებს მოგვიტანს კანის გაწმენდა, ზედმეტ წონასთან ბრძოლა, კბილებიდან ქვების მოშორება.
ამ კვირაში შეჭრილი თმა დიდი ხნით შეინარჩუნებს ფორმას და გვიან გაიზრდება სიგრძეში.
- მცირე ნიუანსი: მოერიდეთ პლასტიკური ოპერაციების ჩატარებას.
10-11 თებერვალი - მთვარე ქალწულის ზოდიაქოშია. მოიმატებს შრომისმოყვარეობა, ყურადღება და ჯანმრთელობაზე ზრუნვის სურვილი. მიაქციეთ ყურადღება საჭმლის მომნელებელ სისტემას. ეცადეთ, იკვებოთ სწორად.
- პლუსი - დაიცავით დღის რეჟიმი, ჩაიტარეთ გამწმენდი პროცედურები, პილინგი.
- მინუსი - მოერიდეთ ყველა პროცედურას, რაც მუცლის ღრუსთანაა კავშირში.
12-13 თებერვალი - მთვარე სასწორის ზოდიაქოშია. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმელებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
- პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
- მინუსი - კარგია აბანო, საუნა, მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.
14-15 თებერვალი
- მთვარე მორიელის ზოდიაქოშია. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
- პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
- მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე - შარდის ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.
16 თებერვალი - მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოშია. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, ყურძნის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი. უარი თქვით ალკოჰოლზე.
- პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს. კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება, აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
- მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას, განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.
ვერძი
შეამცირეთ კონფლიქტები, იყავით მადლიერი ყოველი დღისთვის, კარგი საქმისთვის. თუ მოგინდებათ, ურთიერთობაში დაისადგურებს ჰარმონია და ურთიერთგაგება.
კვირის რჩევა: მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას. მცირე უსიამოვნებას დიდ კონფლიქტში ნუ გადაზრდით.
კვირის საუკეთესო დღეები: 12, 15.
კურო
მხოლოდ უარყოფითზე ნუ გაქვთ გამახვილებული ყურადღება. თქვენს საყვარელ ადამიანს უამრავი დადებითი თვისება აქვს. გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში. მარტოხელებმა მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო კომპანიაში.
კვირის რჩევა: საყვარელ ადამიანს ვალენტინობის დღეს მაინც მოუწყვეთ რომანტიკა და რელაქსაცია.
კვირის საუკეთესო დღე: 16.
ტყუპი
კვირის დასაწყისში განწყობის გაფუჭებას და ძალების ნაკლებობას იგრძნობთ. ეს შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზეც აისახოს. მოერიდეთ ზედმეტის თქმას. მარტოხელებს გაქვთ შანსი, ურთიერთობა გააბათ უცხოელთან.
კვირის რჩევა: 14 თებერვალს საყვარელ ადამიანს მოუმზადეთ სიურპრიზი. მარტოხელები ახალგაცნობილს მკლავებში ნუ ჩაუვარდებით, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ, მაგრამ ადამიანს, რომელიც თქვენ გვერდითაა, მიეცით ერთი შანსი.
კვირის საუკეთესო დღე: 11.
კირჩხიბი
თუ პირადი ურთიერთობა გახარებთ, საყვარელი ადამიანისთვის თბილ სიტყვებს ნუ დაიშურებთ. განშორების პირას მყოფები კი ურთიერთობაში წერტილის დასმას გადაწყვეტენ. მარტოხელები მეტად ქალურები უნდა იყოთ და არც ფლირტის დაწყებას მოერიდოთ.
კვირის რჩევა: მოემზადეთ რომანტიკული დღისთვის. მაქსიმალურად პოზიტიური უნდა იყოთ და მზად ჯადოსნური საღამოსთვის.
კვირის საუკეთესო დღეები: 13, 15.
ლომი
დატკბით თითოეული მომენტით. ყურადღება მხოლოდ პოზიტივზე გაამახვილეთ. თუ ახალგაცნობილთან ფლირტი სერიოზულ ურთიერთობაში არ გადაიზრდება, თვითშეფასებას მაინც აგიმაღლებთ.
კვირის რჩევა: ვარცხნილობის ან თმის ფერის შეცვლა გაგახალისებთ. საყვარელ ადამიანს ურთიერთობაში უფროსად ყოფნის საშუალება მიეცით.
კვირის საუკეთესო დღეები: 10, 14.
ქალწული
ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. თუ საყვარელ ადამიანთან მოგზაურობას ვერ ახერხებთ, უქმეები მაინც გაატარეთ ერთად და რომანტიკულად. მარტოხელებმა უქმეებზე შეიძლება საინტერესო მამაკაცი გაიცნოთ.
კვირის რჩევა: მეტად დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანს. ცეცხლზე ნავთის დასხმა კარგს არაფერს მოგიტანთ. იყავით ბუნებრივი, ამაშია თქვენი ხიბლი.
კვირის საუკეთესო დღე: 11.
სასწორი
კვირის პირველი ნახევარი ცოტა დაძაბული პერიოდია. კვირის ბოლოსკენ რომანტიკა და ვნება გელით. თუ მარტოხელები ვნებიანი რომანისთვის მზად ხართ, მოემზადეთ. ეს ურთიერთობა ძველი იარების მოშუშების შესაძლებლობას მოგცემთ.
კვირის რჩევა: ხშირად შეხვდით მეგობრებს, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. ეს ძალების აღდგენასა და დადებით ემოციების მოზიდვაში დაგეხმარებათ.
კვირის საუკეთესო დღეები: 14, 16.
მორიელი
საყვარელი ადამიანის სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ. ეჭვიანობისა და მასზე თვალთვალის ნაცვლად გაანებივრეთ საჩუქრით, სიურპრიზით. მარტოხელებმა ცოტაც მოითმინეთ, გაზაფხულის დადგომისთანავე რომანტიკაში თავით გადაეშვებით.
კვირის რჩევა: ერთმანეთზე მეტი ზრუნვა გმართებთ. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება აღიარებით (რომანტიკულით, ცუდი არაფერი იფიქროთ) გაგაოცოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 14.
მშვილდოსანი
დააფასეთ თქვენი საყვარელი ადამიანის შეხედულებები. ეცადეთ, ჰარმონიამ დაისადგუროს თქვენს ურთიერთობაში. ვარსკვლავები კვირის ბოლოს საინტერესო ადამიანის გაცნობას გიწინასწარმეტყველებენ.
კვირის რჩევა: ყველა საქმე გადადეთ და ვალენტინობის დღე მაინც გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. მარტოხელებს 14-ში დაწყებული რომანტიკული ნაცნობობა შეიძლება დასამახსოვრებელ რომანში გადაგეზარდოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 12.
თხის რქა
თუ პარტნიორის არ გესმით, აღარ ეკამათოთ. დიალოგი კონსტრუქციულად უნდა წარმართოთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, მან იცის, ვისთან ღირს ურთიერთობის გაგრძელება და ვისთან არა.
კვირის რჩევა: საყვარელი ადამიანი გემრიელი ვახშმითა და ვნებიანი ღამით დაასაჩუქრეთ. მარტოხელებმა ვალენტინობა საინტერესო კომპანიაში გაატარეთ. თუ სასიყვარულო რომანს არ განავითარებთ, კარგად მაინც გაერთობით.
კვირის საუკეთესო დღეები: 13, 16.
მერწყული
თქვენს ურთიერთობაში ჰარმონიისა და ნდობის პერიოდი დაიწყო. ეცადეთ, ერთად მეტი დრო გაატაროთ და ნაკლები ყურადღება მიაქციოთ უსიამოვნებებს. მარტოხელებმა, თუ ახალი ურთიერთობის დაწყება არ გსურთ, მეტი დრო დაუთმეთ ჰობის, საინტერესო ფილმების ყურებას, თვითგანვითარებას. მოერიდეთ შემთხვევით ადამიანებთან ფლირტს.
კვირის საუკეთესო დღეები: 12, 14.
თევზები
თუ ხვდებით, რომ რომანი სიამოვნებას აღარ განიჭებთ, შეგიძლიათ საბოლოო წერტილი დასვათ. ზოგიერთი კი პირიქით, დაქორწინებას ან ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს. მოწყენილობისგან გიხსნით ფიტნესი, ხელსაქმე ან მეგობრებთან შეხვედრა.
კვირის რჩევა: მოერიდეთ ეჭვიანობას, დაპირისპირებას საყვარელ ადამიანთან. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
კვირის საუკეთესო დღე: 16.