ყველა ჩვენგანს გვაქვს ჩვენი მეთოდი, თუ როგორ უნდა განვიტვირთოთ. ჩვენ შევადგინეთ საუკეთესო რჩევები ასტროლოგებისა, თუ რა უნდა გააკეთოთ, როცა ძალიან დაიღლებით.
როგორ მოუწყო საკუთარ თავს «გადატვირთვა»: ვოლონტიორობა. შენ ხარ თბილი გულის ადამიანი და სხვების დახმარება უანგაროდ თავს კარგად გაგრძნობინებს.
თუ გსურს უფრო მძაფრი შეგრძნებები: ამერიკული მთები და გასართობი პარკი; შიშის ოთახი, სადაც რეალურად საშიშია.
აკრძალული სიამოვნება: მთელი დღე ლოგინში, არაფერი დაშავდება ამით.
როგორ მოუწყო საკუთარ თავს «გადატვირთვა: შენ გმართავს ვენერა, სიამოვნებისა და ვნების ქალღმერთი...
თუ გსურს უფრო მძაფრი შეგრძნებები: შოპინგი. შენ ძალიან გიყვარს ფულის დახარჯვა. ასე რომ, წინ!
აკრძალული სიამოვნება: საჭმელი, რომელსაც მოგიტანენ სახლში.
რომელი სპორტი მოგიხდება: იოგა. საკმაოდ ხშირად ნერვიულობ, ამიტომ იოგა დაგამშვიდებს.
როგორ მოიწყო «გადატვირთვა»: მწერლობა. შენთვის აუცილებელია, სადღაც გადმოვიდეს შენი ფიქრები.
თუ გსურს უფრო მძაფრი შეგრძნება: მოგზაურობა, ახალი კულტურის შეცნობა, ახალი ადამიანების გაცნობა.
აკრძალული სიამოვნება: ფლირტი. არანირი ვალდებულება და სერიოზული ურთიერთობა.
რომელი სპორტი მოგიხდება: ღამის ცურვა. შენ გმართავს მთვარე და ღამე ცურვა ეს ისაა, რაც ძალიან გჭირდება და აგავსებს ენერგიით.
როგორ მოვიწყოთ «გადატვირთვა»: ფსიქოთერაპია. შენ ხარ ემპათიური და თავდაჯერებული, სხვები ხშირად გიმხელენ თავიანთ საიდუმლოებებს. დროა, შენც გაუზიარო შენი სხვას.
თუ გსურს უფრო მძაფრი შეგრძნება: მთელი დღე სპა-სალონში, მასაჟი, სურნელოვანი ზეთები.
აკრძალული სიამოვნება: სევდიანი სერიალები. შეგიძლია იტირო კიდეც.
როგორ მოიწყო «გადატვირთვა»: სიმღერა. თუ სმენა არ გაქვს, იმღერე მარტო.
თუ გინდა მეტი შეგრძნებები: მოაწყვე წვეულება. დაპატიჟე ყველა, ვისაც იცნობ.
აკრძალული სიამოვნება: თმები. არავინ იცის, რამდენ ფულს ხარჯავ თმის მოვლაზე. მოიწყვე სილამაზის დღე.
რომელი სპორტი მოგიხდება: ჩოგბურთი. ელეგანტური და ბევრი მოძრაობით. აბა, რა სჯობს ამას?
როგორ მოიწყო «გადატვირთვა»: სახლის გენერალური დალაგება. დალაგებულ სახლში ფიქრებიც ლაგდებიან.
თუ გინდა მეტი შეგრძნებები: ქვესტი. ისეთი სირთულის, სადაც საჭიროა დაკეტილი ოთახიდან ერთ საათში დააღწიო თავი.
აკრძალული სიამოვნება: ჭორები. მერკურის მმართველობის ქვეშ მყოფთ ძალიან უყვართ წაჭორავება. მთავარია, ძალიან არ გაუტიო.
რომელი სპორტი შეგეფერება: ცეკვები. სატრენაჟორო დარბაზი არ არის საშენო. შენ გჭირდება, რომ ყველაფერი იყოს ლამაზად.
როგორი «გადატვირთვა» მოიწყო: მედიტაცია.
თუ გინდა მეტი შეგრძნებები: საკუთარ თავთან ვახშამი, ძვირფას რესტორანში. უცნაურია, მაგრამ საჭიროა. გახსოვდეს, მხოლოდ შენ და შენ.
აკრძალული სიამოვნება: მთელი დღე არაფრის კეთება.
რომელი სპორტი შეგეფერება: კრივი. შენ გჭირდება ვინმეზე გადმოაფრქვიო შენი სიბრაზე, ის გაბრაზება, რომელიც ახლა გხრავს. კრივი საუკეთესო გამოსავალია.
როგორ მოვიწყოთ გადატვირთვა: კითხვა. კრივის მერე ძალიან კარგია წიგნის კითხვა.
თუ გსურს უფრო მძაფრი შეგრძნებები: სექსი. სექსი — ყველაფრის წამალია.
აკრძალული სიამოვნება: სოციალურ ქსელებში მეტად გააქტიურება.
რომელი სპორტი შეგეფერება: ველოტრეკი. შენში იმდენი ენერგიაა, საჭიროა მათი გვარიანად გამოხარჯვა.
როგორ მოვაწყოთ «გადატვირთვა»: გასეირნება. სადმე სკვერში, გამწვანებულ პარკში. იქ, სადაც ბევრი ხეა და ბუნებასთან ახლოს იგრძნობ თავს.
თუ გსურს უფრო მძაფრი შეგრძნება: ცხენით ჯირითი.
აკრძალული სიამოვნება: კლუბში გართობა. სასმელი და ბევრი ცეკვა.
რომელი სპორტი შეგეფერება: სირბილი. გაექეცი ყველა პრობლემას, ირბინე ბევრი.
როგორ მოვაწყოთ «გადატვირთვა»: გაანებივრე საკუთარი თავი, მასაჟი, სახის გაწმენდა.
თუ გსურს უფრო მძაფრი შეგრძნება: იყიდე რამე ძალიან დიდი: მანქანა, ცხენი, დიდი სათამაშო.
აკრძალული სიამოვნება: ჩაუჯექი ყველა ფილმს, რომელიც გაინტერესებდა.
რომელი სპორტი შეგეფერება: პილატესი. გაწელვა და ძალა, ეს ის არის, რაც ახლა გჭირდება.
როგორ მოვაწყოთ «გადატვირთვა»: დეტოქსი. გამორთე ტელეფონი, კომპიუტერი და წაიკითხე წიგნები, ან უბრალოდ, ხატე.
თუ გინდა უფრო მეტი შეგრძნება: უყურე ვარსკვლავებს.
აკრძალული სიამოვნება: თამაში. როდის ითამაშე ფერმა ან Sims?
რომელი სპორტი შეგეფერება: სინქრონული ცურვა შენი სიმბოლოა. ან აკვააერობიკა.
როგორ მოვიწყოთ «გადატვირთვა»: გაშალე ტაროს კარტი, გადაიკითხე ჰოროსკოპები.
თუ გინდა უფრო მძაფრი შეგრძნება: პიკნიკი. შეიძლება ამწუთას ვერა, მაგრამ აუცილებლად გადი ქალაქგარეთ.
აკრძალული სიამოვნება: მთელი დღე დივანზე წოლა.
თათა შენგელია