ერთი კურსელი მყავდა. ზოდიაქოთი ტყუპი იყო, ძალიან ჩახლართული პირადი ცხოვრება ჰქონდა, დეტალებს მიზიარებდა ხოლმე. ვერ გაერკვა გრძნობებში, ახალი შეყვარებული უყვარდა თუ ძველი. ორჭოფობდა პირველი კოცნის შემდეგ - განსაკუთრებული ვერაფერი ვიგრძენიო. სასაცილოა, მაგრამ იმ ბიჭს რომ სწორად ეკოცნა, ალბათ, დღეს კვლავ ერთად იქნებოდნენ, რადგან გოგონა ყოფილ შეყვარებულთან კი არ დაბრუნებულა, უბრალოდ, მას დაშორდა. ორივე მხარემ რომ აირიდოს იმედგაცრუება, გთავაზობთ რჩევებს - როგორ უნდა აკოცოთ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.

- თუ გულში ვერძი ჩაგივარდათ, კოცნამდე მისი ხასიათის თავისებურებები უნდა გაითვალისწინოთ: ის ენთუზიაზმითა და ენერგიით სავსეა. ნუ აკოცებთ ნაზად, რადგან ამ შემთხვევაში ვერძს მეორე დღესვე დაავიწყდებით. მას თავი უნდა დააკარგვინოთ, რაც რთული ამოცანაა. საიდუმლოს გაგიმხელთ: ვერძი ყოველთვის ხვდება, გიკოცნიათ თუ არა წარსულში ვინმესთვის. ასე რომ, მის მოტყუებას ნუ შეეცდებით.
- თუ კუროს კოცნა მოინდომეთ, მზად იყავით ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური შეგრძნებისთვის, რაც კი ცხოვრებაში დაგუფლებიათ. მის ტუჩებს ნაზად და ნელა უნდა შეეხოთ და სიყვარულის მორევში გადაეშვათ, სადაც კურო ნამდვილად დიდხანს დაგტოვებთ. თქვენი ყველა მოძრაობა მოზომილი და ფრთხილი უნდა იყოს, ისე, თითქოს მსხვერპლს ეპარებით.
- მოუსვენარი და ანცი ტყუპისთვის კოცნა გასართობია! მასთან სინაზეც საჭიროა და ველურობაც. ეს ნიშანი თქვენგან ელის ისეთ კოცნას, რომელიც აქამდე არ გამოუცდია. ნუ შეშინდებით, მაგრამ უნდა გითხრათ, ტყუპი ის ნიშანია, რომელიც ახალგაზრდობაშივე ასწრებს ყველაფრის დაგემოვნებას და ნამდვილად გაგიჭირდებათ მისი დაბნევა. მოსწონს, როცა კოცნის პროცესში პარტნიორი იღიმება, რადგან ხვდება, რომ ის ბედნიერია.
გაგრძელება