ასტროლოგის რჩევა: ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერების მომტანი ფერები

ასტროლოგის რჩევა: ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერების მომტანი ფერები
გაზაფხულის მოსვლამდე ცოტა დრო რჩება, მაგრამ მაინც ყველანი განვიცდით ენერგიის ნაკლებობას, მოთენთილობას, თითქოს გარშემო მყოფებთან კომუნიკაციაც შეზღუდული გვაქვს, გვიჭირს ჩვენი გრძნობების, ემოციების გამოხატვა. ამიტომ, მოგიმზადეთ ფერების ასტროლოგია, რომ პოზიტიური განწყობა შეგიქმნათ გაზაფხულის მოსვლამდე...

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლების ფერები

ვერძის ფერები (წითელი, ჟოლოსფერი, ოქროსფერ-ყვითელი, ბრჭყვიალა, ნაზი ყვითელი და მწვანე) მას საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ეხმარება. ამშვიდეს, შინაგანი ბალანსისა და ჰარმონიის შეგრძნებას უქმნის. გარდა ამისა, ვერძს სჭირდება სითამამე, სიხარული, აქტიურობა ამისთვის კი ცეცხლოვანი ფერები უნდა გამოიყენოს.

ლომის ფერები (ცეცხლისფერი,
ყვითელ-ყავისფერი, მუქი იასამნისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, მუქი ნარინჯისფერი, ოქროსფერ-ჟღალი, თეთრი და შავი) მის მეფურ ხასიათს უნდა შეესაბამებოდეს. ის ლიდერია, ხანდახან - ტირანიც. ნარინჯისფერი მისთვის კარგია, როცა პოზიტივი, სითბო და სიხარულის მიღწევა სურს. ეს ფერები ათანაბრებს ლომის სურვილებს მის შესაძლებლობასთან.

მშვილდოსნის ფერები (ლურჯი და მისი გრადაციები, ცისფერი, იისფერი, მწვანე) ურთიერთობის წარმართვის სიმბოლოა. მშვილდოსანს მართავს წითელი და კონტასტული - ყვითელი და ლურჯი. ლურჯი (ულტრამარინი) არის კოსმოსის, უკიდურესობის ფერი. ეს ფერი მშვილდოსანს ფილოსოფიის საკითხებისადმი უღვივებს ინტერესს. აგრეთვე მისტიკისა და ეზოტერიკისადმი. ანიჭებს შინაგან სიმშვიდეს. ეს არის უმაღლესი ჰარმონიის, რელიგიისა და რწმენის ფერი.

მიწის სტიქიის წარმომადგენლების ფერები

კუროს ფერები (ყვითელ-მწვანე, ღია ყვითელი და გაზაფხულის მწვანის ყველა გამა, ლიმონისფერი, თეთრი, ლურჯ-მწვანე, იასამნისფერი) მას აძლიერებენ. ეს ფერები კუროს სიმშვიდეს, სიბრძნეს, საიმედოობას, სიცოცხლის სიხალისეს ანიჭებენ. ისინი უმძაფრებენ გრძნობებს, უქმნიან სირბილისა და ბუნებასთან ერთობის შეგრძნებას.

ქალწულის ფერები (თეთრი, ღია ცისფერი, მუქი იასამნისფერი, მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი) მას თავშეკავებას, ნეიტრალიტეტს, ანალიტიკურ შესაძლებლობებს უძლიერებენ. ნაცრისფერი რაციონალურობის, მოკრძალებისა და პედანტურობის ფერია. ის ეხმარება ქალწულს არ გადავარდეს ერთი უკიდურესობიდან მეორეში და არ გაირთულოს ცხოვრება. თეთრი მას აკურატულობას ასწავლის. მწვანე მიზანმიმართულობას, მუქი იასამნისფერი - მისტიკისადმი უღვივებს ინტერესს. ქალწულის ორგანიზმს ნაცრისფრის ყველა გამა და კონტასტული - ყვითელი და წითელი მართავს.

თხის რქის ფერები (მუქი - ყავისფერით დაწყებული შავით დამთავრებული) მას სტაბილურობის, კონსერვატიულობისა და პრინციპულობის შეგრძნებას უნდა უქმნიდეს. თხის რქის ხასიათს შეესაბამება შემდეგი ფერები: მუქი მწვანე, ლურჯი, თამბაქოსფერ-ნაცრისფერი, თეთრი, და ღია ყვითელი.

ჰაერის სტიქიის წარმომადგენლების ფერები

ტყუპის ფერები (მუქი იასამნისფერი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერ-ყვითელი) მისი ხასიათს შეესაბამება. მას ხშირად ურთიერთოგამომრიცხავი რაღაც მოსწონს. ნაცრისფერი მას დეტალებზე დასაკვირვებლად გამოადგება. მუქი იასამნისფერი დღის განმავლობაში იცვლის გრადაციას და ასეთივეა ტყუპიც, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ეცვლება განწყობა. ამიტომ ეს ფერი დაეხმარება თავდაჯერებულობა მოემატოს და ციური ვარსკვლავების მხარდაჭერა მიიღოს.

სასწორის ფერები (ღია ლიმონისფერი, მუქი ცისფერი, ზღვის ტალღის ფერი, მუქი მწვანე, ვარდისფერ-იასამნისფერიდან დაწყებული ლურჯ-იასამნისფერით დამთვრებული) მას დახვეწილობასა და სინაზეს ანიჭებს. კონტრასტული თეთრით ყველა ფერის გაწონასწორება შეუძლია. ფერები სასწორს ხელოვნების აღქმაში, ესთეტიზმისა და პიკანტურობის გამოხატვაში ეხმარება. ეს ფერები მას ამშვიდებს. თუ საჭიროა, დამოუკიდებლობას ავლენს, სადაც საჭიროა - ჩრდილში რჩება.

მერწყულის ფერები (ყვითელი, ლურჯი, თეთრი) მას უღვიძებს ქვეცნობიერს, მეგობრულსა და ინტელექტუალურად აქტიურს ხდის. ხანდახან კი რეალობასაც შეუძლია მოწყვიტოს.

წყლის სტიქიის წარმომადგენლების ფერები

კირჩხიბის ფერები (თეთრი, ლურჯი, ვერცხლისფერი, ნაზი ცისფერი, ბალახისფერი მწვანე, ღია ნარინჯისფერი, მწვანე, იასამნისფერ-ვარდისფერი) მას ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას უქმნის. კირჩხიბს მართავს მწვანე და კონტასტული - იასამნისფერი და ნარინჯისფერი. ეს ფერები მას ეხმარება აქტიურად იფიქროს, ინტუიცია ჩართოს, იყოს მეტად აღქმადი, დაარეგულიროს ემოციურობა.

მორიელის ფერები (მუქი ვარდისფერი, ვარდისფერ-იასამნისფერიდან დაწყებული ლურჯ-იასამნისფერით დამთავრებული, ჟოლოსფერი, ბროწეულისფერი, მუქი წითელი, ყვითელი) ემოციურად ავსებს მას. ეს ფერები მას დამოუკიდებელს ხდის, ენერგიას მატებს, იმატებს კომუნიკაბელურობა, შეუძლია სიტუაციის სწორად შეფასება, უუმჯობესებს განწყობას. მორიელს მართავს წითელი, მწვანე და ზამბახისფერი.

თევზების ფერები (იასანმისფრის ყველა გამა, ზღვის ტალღის ფერი, ლურჯი და მისი ყველა გრადაცია, წითელ-იასამნისფერი) მას საიდუმლოობას, ღრმა შეგრძნებებს სძენს. ეხმარება სიტუაციასთან შეგუებას, შინაგანი სამყაროს უკეთ გამოვლენას. ამ ფერებს შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ მის განწყობაზეც, შეუქმნან სიმშვიდის და ჰარმონიის შეგრძნება.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93