რა უნდა გაუშვან წელს აუცილებლად ზოდიაქოს ნიშნებმა

რა უნდა გაუშვან წელს აუცილებლად ზოდიაქოს ნიშნებმა
თევზებო, შეეშვით მომავალზე შფოთვას. ქალწულებო, მიიღეთ ის ფაქტი, რომ ყველაფერი ვერ გეცოდინებათ...


ვერძი

თქვენთვის აუცილებელია, გაუშვათ სიბრაზე და ის წყენა, რომელიც დაგიგროვდათ ადამიანებზე. აღიარეთ, რომ შეცდნენ თქვენთან და შეეშვით შურისძიებაზე ფიქრს.

კურო

თქვენ აუცილებლად უნდა გაუშვათ თქვენი ცინიზმი. მიეცით საკუთარ თავს იმის უფლება, რომ ისევ გიყვარდეთ ვინმე, კვლავ დაიჯერეთ ბედნიერების.

ტყუპები

თქვენ აუცილებლად უნდა გაუშვათ დანაშაულის შეგრძნება. ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს ჩადენილი შეცდომების გამო. თან იმ შეცდომების, რომლებიც ჩაიდინეთ მრავალი წლის წინ და ვერავინ და ვერაფერი შეცვლის ახლა.

კირჩხიბი

გაუშვით სურვილი, რომ ყველას გამოადგეთ. გააცნობიერეთ, რომ პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე და არა სხვებისაზე.

ლომი

გაუშვით თქვენი დამოკიდებულება სოციალურ ქსელებზე. გადადეთ ტელეფონი და შეეშვით საკუთარი თავის სხვებისთვის შედარებას. ხშირად, რასაც სოცქსელებში ხედავთ, არ შეესაბამება რეალობას.

ქალწული

თქვენ უნდა გაუშვათ სურვილი, რომ ყველაფერში იყოთ მართალი. მიიღეთ ის ფაქტი, რომ ბევრი რამე არ იცით და ვერც გაიგებთ.

სასწორი

გაუშვით ეჭვები, რომლებიც გხრავთ და რის გამოც არ გჯერათ საკუთარი თავის. ნუ აკრიტიკებთ უაზროდ თქვენს თავს.

მორიელი

თქვენ აუცილებლად უნდა გაუშვათ თქვენი წყენები. დატოვეთ წარსული წარსულში, იქ, სადაც არის მისი ადგილი.

მშვილდოსანი

გაუშვით თქვენი შიშები და გამოდით კომფორტის ზონიდან. დაიწყეთ მეტის გარისკვა.

თხის რქა

თქვენთვის მნიშვნელოვანია გაუშვათ თქვენი მოლოდინები. შეწყვიტეთ ფიქრი იმაზე, რომ აუცილებელია რაღაც ზღვარი, რომელსაც მიაღწევთ, რათა იყოთ ბედნიერი. ამ დევნაში ხელიდან უშვებთ არსებულს. ცხოვრება კიდევ მოკლეა.

მერწყული

გაუშვით ტოქსიკური მეგობრული ურთიერთობა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელია მეგობრობთ, თუ ის გაყენებთ ზიანს, უნდა დასვათ წერტილი.

თევზები

აუცილებელია გაუშვათ თქვენი შფოთვები მომავალზე. ორიენტირდით იმაზე, თუ რა ხდება ახლა. ნუ ეცდებით გამოიცნოთ, რა მოხდება მომავალში.

თათა შენგელია
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
თეთრი
ოფოფები როდის გაუშვა?
17:04 / 19-02-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93