17 თებერვლიდან პლანეტა მერკური რეტროგრადული (უკანმავალი) გახდა და ასე იქნება მინიმუმ 20 დღე. ახლა მერკური პირველად გახდა რეტრო. წელს ის კიდევ ორჯერ შეიცვლის მდგომარეობას. ვეცდებით, დაშინების გარეშე აგიხსნათ, მერკურის ეს რეტროგრადულობა რას მოითხოვს ჩვენგან.
ასტროლოგიაში მერკური კომუნიკაციას, მიმოსვლას, სწავლას მართავს. ეს პლანეტა განსაზღვრავს ჩვენი აზროვნების, ინფორმაციის აღქმის სისტემატიზაციის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მერკურის თემაა ვაჭრობაც. რადგან მერკური რეტროგრადული გახდა, ეს სფეროები ცოტა შენელებულია.
რეტროგრადული მერკურის პერიოდში ყურადღება გმართებთ შემდეგი თემებისადმი:
- ურთიერთობა და ურთიერთდამოკიდებულება ადამიანებს შორის;
- სატელეფონო საუბრები და მიმოწერა;
- მიმოსვლა და ტრანსპორტის განრიგი;
- სწავლა და ინფორმაცია.
რა არ უნდა გავაკეთოთ რეტროგრადული მერკურის პერიოდში:
- არ დაიწყოთ ახალი პროექტები, საქმეები და ბიზნესი;
- არ გააფორმოთ ხელშეკრულებები, არ მოაწეროთ ხელი თანხმობასა და მნიშვნელოვან დოკუმენტებზე;
- არ დაგეგმოთ მგზავრობა და მივლინება (განსაკუთრებით, შორ მანძლზე);
- არავის არაფერს დაჰპირდეთ;
- არ დაიწყოთ სასამართლო საქმეები;
- არ ჩაატაროთ პრეზენტაცია და სარეკლამო აქცია.
- სასურველია, ყველაფერი გადადოთ 10 მარტამდე, როცა მერკური გასწორდება.
გაფრთხილდით, ამ პერიოდში ადამიანები განსაკუთრებით დაბნეულები და დაუკვირვებლები არიან. იყავით მაქსიმალურად მობილიზებული, თუ მუშაობა გიწევთ დოკუმენტებთან, ლოჯისტიკის სფეროში.
რა გავაკეთოთ რეტროგრადული მერკურის პერიოდში:
- დაასრულეთ დაწყებული, განაახლეთ შეხვედრები მივიწყებულ ახლობლებთან, გადახედეთ უკვე ნასწავლს, მოაწესრიგეთ დაზიანებული ნივთები, ანუ გადააკეთეთ, გადაახალისეთ, გადახედეთ, გამოასწორეთ.
- ახლა სასიხარულო ამბავი მათთვის, ვისაც პირად რუკაში რეტროგრადული მერკური ჰყავს. თქვენ სწორედ ამ პერიოდში შეიძლება შემოგთავაზონ ახალი სამსახური, მაგრამ იყავით დაკვირვებული და არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები. ეს დრო მაინცდამაინც კარგი არაა ახლის დასაწყებად და გადაპროგრამირებისთვის. აი, წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად კარგია.
- თქვენ უკვე იცით, რა სფეროებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რა არ უნდა მოიმოქმედოთ და რისი გაკეთება შეგიძლიათ. ამგვარად, თუ რეტროგრადული მერკურის პერიოდს მშვიდად გაატარებთ, მისი სწორად მოძრაობის პერიოდში სასიკეთო ცვლილებებს მიიღებთ.
წარმატებას გისურვებთ!
წყარო