როგორც ასტროლოგები ამბობენ, თებერვალი საშუალებას გვაძლევს, განვავითაროთ პროექტები, ამოვხსნათ დავალებები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩიხში შევიდა. უნდა ვიმოქმედოთ ფრთხილად და ნაბიჯ-ნაბიჯ. მთავარს უნდა დავუქვემდებაროთ მეორეხარისხოვანი და ა.შ. თვის პირველი დეკადა კარგი პერიოდია სიახლეებისა და წამოწყებებისთვის. დანარჩენი ორი - გვაძლევს უკვე დაწყებული პროექტების განვითარების შესაძლებლობას.
თებერვალში ინტუიცია და ლოგიკა ერთმანეთთან უნდა დავამეგობროთ. იდეები რეალობას არ უნდა იყოს მოწყვეტილი. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ იმ საქმეებს, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იყავით პრაგმატულები, გააზრებულები. ნებისმიერი საქმე, პროექტი თუ დავალება დეტალურად უნდა გქონდეთ გააზრებული და გათვლილი.
23 თებერვალი - ახალმთვარეობა გველის თევზების ზოდიაქოში. ამავე დროს, გვაქვს რეტროგრადული მერკური. ასეთ დროს კარგია ძველი იდეების ახალი რაკურსით განხორციელება, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა. ზოგიერთს მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად მეორე შანსი მიეცემა. ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად კი არაორდინარული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. გაგრძელება