რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა, თუ ცუდი დღე გაუთენდა

რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა, თუ ცუდი დღე გაუთენდა

რამდენიმე მარტივი რჩევა მათთვის, ვისაც არც ისე კარგი დღე აქვს.

  • ვერძი: ფიზიკური აქტივობა

ვერძს ასეთ დროს შეუძლია ირბინოს, მიაკითხოს სატრენაჟორო დარბაზს, დაკავდეს სექსით, ითამაშოს კომპიუტერული თამაში. მთავარია,  განიტვირთოთ.

  • კურო: გაანებივრეთ საკუთარი თავი

კურომ იცის, რომ საკუთარი თავის განებივრება - ეს არის საუკეთესო გამოსავალი, რომ მოიხსნას სტრესი. სპა, სალონი, გემრიელი სადილი და ვახშამი კარგ რესტორანში - თუ კურო ამ ყველაფერს შეასრულებს, ცუდ დღეს პოზიტიურ დღედ აქცევს.

  • ტყუპები: მეგობრებთან ურთიერთობა, რათა გაერთოს

ტყუპები, როგორც ცნობილია, კარგად გრძნობენ
სხვა ადამიანებთან კავშირს. როდესაც დღე გამოდგება უიღბლო, სასურველია, შესაბამისი განწყობის მეგობართან იჩათაოს ან დაგეგმოს საინტერესო ადგილას წასვლა. მისი განწყობაც მომენტალურად გამოკეთდება.

  • კირჩხიბი: საყვარელ ადამიანთან ამოთქვას თავისი გულისნადები

კირჩხიბი მზრუნველია. მათთან ყველა გულახდილად ჰყვება თავის პრობლემებს; იმას, რასაც სხვა ადამიანებთან არ ამბობენ. მაგრამ თავად კირჩხიბი იშვიათად ლაპარაკობს თავის პრობლემებზე. თუ მოწყენილობის ჟამს ისინი ვინმეს გაენდობიან, ეს საუკეთესო გამოსავალია, დაამარცხონ ცუდი დღე და გათავისუფლდნენ დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან.

  • ლომი: შეახსენეთ მისი ძლიერი მხარეები

ლომი შორიდან ძალიან თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ის ისევე, როგორც ჩვენ, რეაგირებს ყველა უსიამოვნებაზე. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ მისი თვითშეფასება ცუდ დღეებში მკვეთრად ეცემა. სულის სიღრმეში კარგად ახსოვს თავისი ძლიერი მხარეები, მაგრამ სასურველია, თუ ამაზე მისი ახლობელიც დაელაპარაკება.

  • ქალწული: ორიენტირდით იმაზე, რომ დარჩენილი დღე ბევრად უკეთესი გახადოთ

ყველა ადამიანს აქვს სუსტი მხარეები. ქალწულები ცუდად ყოფნისას იყენებენ სხვა მიდგომას. იმის მაგივრად, რომ წამოწვნენ დივანზე და უმოქმედოდ იყვნენ, აანალიზებენ, რამ მიიყვანათ ამ მდგომარეობამდე. ისინი მანამ იფიქრებენ და გააანალიზებენ, სანამ ყველაფრის საწყისს არ გამოარკვევენ.

  • სასწორი: მეგობრის გვერდში დგომა

საკმაოდ გავრცელებულია აზრი, რომ სასწორი ვერ იტანს მარტოობას. მაგრამ ეს ყოველთვის არ არის ასე. თუმცა წარუმატებელი დღის დროს ეს კლიშე აზრიანი ხდება. რეალურად, სასწორს თუ ცუდი დღეები აქვს, მას სჭირდება მხარი, სადაც იქივითინებს და ამოთქვამს წუხილს. სჭირდება ადამიანი, რომელიც გაამხნევებს და ეტყვის, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

  • მორიელი: განმარტოება

მორიელს ხანდახან უჩნდება იდეა, დაიმალოს ოთხ კედელს შორის. განსაკუთრებით, მაშინ, როცა რაღაც კარგად არ მიდის. მას შეუძლია მარტო წავიდეს სამოგზაუროდ, გაიცნოს უცხო ადამიანები და უბრალოდ განიტვირთოს.

  • მშვილდოსანი: გაემგზავროს სამოგზაუროდ

მორიელის მსგავსად, მშვილდოსანსაც ხშირად უჩნდება სურვილი, სადმე წავიდეს, ოღონდ მისთვის უკეთესია და არც იმის წინააღმდეგია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს მეგობრების მხიარულ კომპანიაში.

  • თხის რქა: შეახსენეთ, თუ რას მიაღწია

თხის რქები არიან ძალიან თვითკრიტიკულები. ამიტომ მათ ცხოვრებაში ცუდი დღეებიც ძალიან ხშირად დგება. როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდად იქნება, მათ შველით შეხსენება, თუ რას მიაღწიეს აქამდე, სად იყვნენ და სად მოვიდნენ. ასეთი გვერდში დგომა მათზე ძალიან კარგად მოქმედებს.

  • მერწყული: გაარჩიოს ვინმესთან ახალი ფილოსოფიური თეორია

მერწყულები არანაირ ინტერესს არ იჩენენ თავიანთი ცხოვრებისეული მიღწევების მიმართ, მაგრამ ცუდი დღეები მათაც ხშირად აქვთ. იმისთვის, რომ ცოტა განიტვირთონ, სასურველია დაელაპარაკოთ მათ გლობალურ პრობლემებზე – ახალ გამოწვევებსა და მიღწევებზე.

  • თევზები: საკმარისია ვინმე დაინტერესდეს, თუ როგორ მიდის მათი საქმეები

თევზები ცხოვრობენ ოცნებებში, გრძნობებსა და ფანტაზიებში. ისინი ძალიან კარგად გრძნობენ გარშემომყოფ ადამიანებს. მათ არ ეშინიათ, დარჩნენ მარტონი საკუთარ თავთან და ფიქრებთან. მათ არ უყვართ სხვების შეწუხება და თავიანთ განცდებზე ლაპარაკი, მაგრამ საკმარისია ვინმე დაინტერესდეს მათით, რომ ბევრად უმაღლდებათ განწყობა.

თათა შენგელია

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93