მარტის თვის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მარტის თვის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

თვის მთავარი საზრუნავი პირადი ცხოვრების გაუმჯობესება კი არა, მატერიალური კეთილდღეობის მოპოვება იქნება. ეცადეთ, სახლში მისულმა მაინც არ იფიქროთ სამსახურის საქმეებზე. არ გაანაწყენეოთ საყვარელი ადამიანი თქვენი უყურადღებობით. მარტოხელები იმდენ დროს ატარებენ სამსახურში რომ შანსი აქვს რომანი ან საქმიან პარტნიორთან, ან ბოსთან გააბან. დაქორწინებულებმა ახალ პროექტზე ერთად დაიწყეთ მუშაობა და ნურც პატარ-პატარა სიურპრიზების მოწყობა დაგავიწყდებათ მეუღლისთვის.

კურო

თუ მარტოხელა ხართ და ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყება გსურთ, შინ ნუ ჩაიკეტებით. უამრავი საინტერესო ნაცნობობა გელით. თქვენი გადასაწყვეტი იქნება, ადამიანს
მეგობრად დაიტოვებთ თუ - რომანის გმირად. დაქორწინებულების ცხოვრებაში იდილია დაისადგურებს. შეიძლება მარტში დედა გახდეთ ან გადაწყვიტოთ, რომ შვილს გაჩენთ. თვის მეორე ნახევარში განსაკუთრებული ყურადღებას საჭიროებს სამსახურის საქმეები. ეცადეთ, მზრუნველობა არ მოაკლოთ ოჯახის წევრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებას ვერ აიცილებთ.

ტყუპი

ყველა კამათს ბოლო მოეღება და საყვარელ ადამიანთან იდილიური ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. ის დაგეხმარებათ რთული საკითხების მოგვარებაში. ერთად ყველა სირთულე მარტივად გაართმევთ თავს. მარტოხელებს თვის მეორე ნახევარში საბედისწერო შეხვედრა გელით. თქვენსთვის მისაღები ადამიანი შეიძლება კულტურასთან ან ხელოვნებასთან იყოს დაკავშირებული. 14 მარტის შემდეგ გაგახარებენ ბავშვები. ოჯახური საღამოეები კი კიდევ უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთთან.

კირჩხიბი

თვის დასაწყისში რომანის დაწყება მიმოწერით დაიწყება. ერთმანეთს საერთო ჰობი, მიმდინარე მოვლენები ან საყვარელი მსახიობი (მწერალი, მხატვარი) დაგაკავშირებთ. გამორიცხული არაა, რომ რომანი გააბათ ისეთ ადამიანთან, ვისაც ყოველდღე ხვდებით, მაგალითად, მეზობელთან, კოლეგასთან. შეიძლება დაგიბრუნდეთ ყოფილი და მიხვდეთ, რომ ერთმანეთის ხართ შექმნილები. მარტის მეორე ნახევარი ემოციებით და საინტერესო მოვლენებით იქნება დატვირთული. ზოგიერთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას დაიწყებს. ზოგიც ახალ ბინაში ან საკუთარ სახლში გადავა საცხოვრებლად.

ლომი

საყვარელი ადამიანი ხშირად გაგანებივრებთ სიურპრიზებით. ეს შეიძლება იყოს კინოში ვიზიტი, ყვავილები ან სამკაულები. ასეთი "აქციებით" კიდევ უფრო აიმაღლებს ავტორიტეტს თქვემს თვალში. ხშირად მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან ჩხუტება, მოფერება. სექსუალური ცხოვრება მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახდება. ხშირად გაუმხილეთ პარტნიორს თქვენი სურვილები. მარტოხელებს თვის დასაწყისში დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. თვის მეორე ნახევარში კი შეხვედრები და ნაცნობობა გელით. ზოგიერთს რომანი მიმოწერით დაწყება, ზოგსაც პაემანს დაუნიშნავს ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ.

ქალწული

სიახლეები, ვარცხნლობისა და იმიჯის შეცვლა გსურთ, მაგრამ 10 მარტამდე ექსპერიმენტებს მოერიდეთ, შეიძლება არ გაამართლოს და იმედგაცრუებული დარჩეთ. მარტის მეორე ნახევრიდან კი თამამად იმოქმედეთ. კარგად გამოწყობილი და თავდაჯერებული რომ იქნებით, ინტელექტუალურ და კარგი გემოვნების მქონე მამაკაცს გაიცნობთ, რომელიც სათანადოდ დაგაფასებთ. დაქორწინებულებისთვის მარტი ერთგვარი "შეჯანჯღარების" თვე იქნება. აიძულეთ თქვენი მეუღლე, რომ ერთად მეტი დრო გაატაროთ, თქვენ სამზარეულოში და ის დივანზე კი არა, წადით კინოში, გამოფენაზე, უქმეებზე ქალაქგარეთ გაისეირნეთ ან უახლოეს სკვერში მაინც.

სასწორი

საყვარელმა ადამიანმა შეიძლება სადმე გასეირნება შემოგთავაზოთ ან პაემანზე წასვლა, მაგრამ თქვენთვის განმარტოებასა და ოჯახურ სიმყუდროვეს, არაფერი შეედრება. შეიძლება ჰორიზონტზე გამოჩნდეს თქვენი ყოფილი. მოსალოდნელია გრძნობების ახლებურად აფეთქება და შეიძლება ფარულ კავშირზეც დათანხმდეთ მას. დაქორწინებულებმა კი საყვარელი გაიჩინოთ. 14 მარტის შემდეგ კიდევ უფრო მიმზიდველი და საწინააღმდეგო სქესისთვის საინტერესო გახდებით. საინტერესო ადამიანების გაცნობა, საჩუქრები და პაემნები გელით. ზოგიერთს კი ნიშნობა და ქორწილის დღის დანიშვნა.

მორიელი

ჰარმონიული და პოზიტიური მარტი დაგიდგათ. ზოგიერთი დაფეხმძიმებას გადაწყვეტს. დაქორწინებულებს მეტი დროის გატარება მოუნდებათ ერთად. ხანდახან თქვენი ქცევა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ცივად ნათქვამი "მიყვარხარ". ეცადეთ, პირად ცხოვრებაში არ ჩაახედოთ თქვენი მეგობრები. თავისუფალი მორიელები ჯერ ტკბებიან თავიანთი მდგომარეობით და ახალი რომანის დაწყებას არ ჩქარობენ და თაყვანისმცემლებსაც მკაცრი უარით მოიშორებემ. თუმცა, ზოგიერთი თქვენი დიდი ხნის მეგობარი შეიძლება თქვენი გულთამპყრობელი გახდეს.

მშვილდოსანი

ნუ მალავთ თქვენს ღირსებას და ნუ ხართ მორიდებული, როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობას ეხება. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და დასამახსოვრებელი პაემნები ელის. დაქორწინებულების ქმარი კი შეიძლება დააწინაურონ. აგრეთვე შესაძლებელია, თქვენი გულის დაპყრობა მაღალი თანამდებობის პირმა სცადოს. თვი ღირსეულად გეჭიროთ, რათა თაყვანისმცემელმა ღირსეულად დაგაფასოდ. თუ თქვენი ქმარი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს მეგობრებთან ერთად ატარებს, ამის შესახებ პრეტენზია შეგიძლიათ თამამად განუცხადოთ.

თხის რქა

14 მარტამდე პლანეტები იმგვარადაა განლაგებული, რომ შეიძლება უცხოელთან გააბათ რომანი. რომანტიკული შეხვედრა მოსალოდნელია მოგზაურობისას ან მივლინების დროს. თუ შეყვარებული ხართ და საყვარელი ადამიანი ამართლებს თქვენს მოლოდინს, ქორწინებას დიდი ხნით ნუ გადადებთ. 14 მარტის შემდეგ შეიძლება მაღალი თანამდებობის პირის სიმპათია დაიმსახუროთ. დაქორწინებულებმა ყურადღება გაამახვილეთ ოჯახურ სიტუაციაზე, როგორი მდგომარეობაც გექნებათ, ისეთი მატერიალური და პროფესიონალური წარმატება გელით.

მერწყული

თვის დასაწყისში ყველაფერი უჩვეულო და საიდუმლო მიგიზიდავთ. გამორიცხული არაა, ფარული რომანი გააბათ ან დაქორწინებულ მამაკაცთან - რომანტიკული თავგადასავალი. თუ ადრე პაემანი ერთი ღამით წარმოუდგენელი გეჩვენებოდათ, მარტში ეს სავსებით რეალური გახდება თქვენთვის. თვის მეორე ნახევარში თქვენს ცხოვრებში შეიძლება გამოჩნდეს უცხოელი მამაკაცი, სხვა ეროვნების ან რელიგიის, თუმცა, რომანის განვითარებასა და დაქორწინებას არაფერი შეუშლის ხელს.

თევზები

10 მარტის შემდეგ კარგი პერიოდია პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ზოგიერთი ხელის მოწერას გადაწყვეტს, ზოგიც მისთვის მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს გაააფორმებს. ნუ გაჩერდებით შინ, უამრავ საინტერესო ადამიანთან გელით გაცნობა და ნამდვილ სიყვარულთან შეხვედრა. მარტის მეორე ნახევარში შეიძლება გააქტიურდნენ კონკურენები. მოერიდეთ თვითკრიტიკას და კონკურენტის უპირატესობის აღიარებას. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და დააკვირდით, ვის აირჩევს თქვენი გულის სწორი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93