24 თებერვლიდან პირველი მარტის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

24 თებერვლიდან პირველი მარტის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

  • 24-25 თებერვალი - მთვარე თევზების ზოდიაქოშია. მეტად ვსაჭიროებთ დასვენებას, სულიერ კომფორტს. სასარგებლოა მედიტაცია, მოდუნება, სულიერი პრაქტიკები. 18:12-ის შემდეგ მთვარე უკურსოა და ამ დროისთვის მნიშვნელოვან პროცედურებს ნუ დანიშნავთ.
  • კარგია ორთქლის აბაზანა სახისთვის, თალასოთერაპია, აუზსა და აკვაპარკში ვიზიტი.
  • ცუდია ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. გარდა ამისა, ამ დღეს იმატებს ალერგიისადმი მიდრეკილება, მგრძნობიარეები ვხდებით არომატებისადმი.
  • 26-28 თებერვალი (11:31-მდე) - მთვარე აქტიურ ვერძშია. გვემატება მოძრაობის, რამის კეთების სურვილი. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ 26 თებერვლის პირველი ნახევარი ტრავმულად საშიშია. ამიტომ სიფრთხილე გვმართებს და
    განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან.
  • კარგია თმის ნიღბის, თავის მასაჟის გაკეთება,
  • ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიციოთ თავი, ცხვირ-პირი. მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილების გეგმიურ მკურნალობას.
  • 28 თებერვალი-პირველი მარტი - მთვარე კუროს ზოდიაქოშია. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად, თავისა და სახის კანის კვებისთვის. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა. სასარგებლოა თევზი და ზღვის პროდუქტები.
  • კარგია მკვებავი ნიღბების გაკეთება, წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი.
  • ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით). პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში.

მეგობრებო, ენერგეტიკულად დადებითი კვირა დაგვიდგა. კარგია ვარჯიშის დაწყება, აქტიური მოძრაობა. კარგ შედეგს მოგიტანთ აღმდგენი მასაჟი. კვირის ბოლოს მოუფრთხილდით ყელსა და თირკმელებს. არ გაიცივოთ არც ერთი. კარგ შედეგს მოგიტანთ ლიფტინგი, გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, თმისა და ფრჩხილების დაგრძელება. თუ ვარცხნილობას შეიცვლით, თმა უფრო სწრაფად გაგეზრდებათ. აი, გარეგნობასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს კი არ გირჩევთ.

ვერძი

დაბრკოლებას ვერ ხედავთ, როცა მიზანს ისახავთ. ზოგიერთი გაცნობის საიტზე დარეგისტრირდება, მაგრამ ინიციატივის გამოვლენას ნუ იჩქარებთ. ძალიან მალე რომანტიკულ პაემანზე მიგიპატიჟებენ.
კვირის რჩევა: განაახლეთ უცხო ენის სწავლა, იქნებ თქვენი საბედო უცხოელი გამოდგეს.
კვირის საუკეთესო დღეები: 25, 27.

კურო

ბოლო დროს სულ მეტ დროს უთმობთ ოჯახში ჰარმონიის დასადგურებას. ეგ არცაა გასაკვირი. თუმცა საკუთარ თავს ნუ დაივიწყებთ. საყვარელმა ადამიანმა თქვენს კეთილდღეობაზე უნდა იზრუნოს.
კვირის რჩევა: ქაღალდი ორ ნაწილად გაყავით, ერთზე თქვენი დადებითი თვისებებები ჩამოწერეთ, მეორეზე - უარყოფითი და შეძლებისდაგვარად ეცადეთ მათ გამოსწორებას.
კვირის საუკეთესო დღეები: 25, 29.

ტყუპი

თქვენნაირ დამოუკიდებელ ადამიანსაც სურს ხანდახან პარტნიორისგან დასვენება. ეცადეთ, მეტად გადაახალისოთ თქვენი ურთიერთობა. რუტინა მარტო საქმეებში კი არა, გრძნობებშიც მომაბეზრებელია.
კვირის რჩევა: საყვარელ ადამიანთან ერთად ჩაერთეთ ახალ გასართობში - ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა, ახალი ჰობი.
კვირის საუკეთესო დღე: 26.

კირჩხიბი

საყვარელი ადამიანი მიგახვედრებთ, რომ მისთვის სასურველი ხართ, რაც კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს. თავიდან შეიძლება ცვლილებებს ეჭვის თვალით შეხედოთ, მაგრამ მერე მიხვდებით, რომ დადებითი მასში მეტია.
კვირის რჩევა: ნუ გაგიკვირდებათ, თუ საყვარელ ადამიანში უამრავ ახალ თვისებას აღმოაჩენთ.
კვირის საუკეთესო დღე: 28.

ლომი

მეგობრული ურთიერთობა კოლეგასთან შეიძლება სასიყვარულოში გადაიზარდოს. თავიდან რომანტიკულ ფლირტს სერიოზულად არ აღიქვამთ, მაგრამ მერე მასში სხვა თვისებებს აღმოაჩენთ.
კვირის რჩევა: ეცადეთ, არ გაასაჯაროოთ ის, რაც თქვენს გრძნობებს ეხება.
კვირის საუკეთესო დღეები: 25, პირველი მარტი.

ქალწული

გადახედეთ თქვენს ურთიერთობებს, გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები. ზამთრის ბოლო თვის ბოლო კვირა რომანტიკულ შეხვედრას გპირდებათ. იყავით მზად ფლირტისა და თავგადასავლისთვის.
კვირის რჩევა: ყველაფერს ეჭვის თვალით ნუ უყურებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 29.

სასწორი

ხანდახან თავით უნდა გადაეშვათ ემოციებსა და გრძნობებში და არ დაიწყოთ ყველაფრის გაანალიზება. თქვენ გაქვთ შანსი, რომ ვნებების ვულკანმა იფეთქოს.
კვირის რჩევა: მამაკაცთან ურთიერთობისას მხოლოდ მის კი არა, საკუთარ ქცევებსაც დააკვირდით.
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 27.

მორიელი

თქვენი ბუნებრივი მაგნეტიზმი საყვარელ ადამიანში ტონუსის მომატებს იწვევს. ის ყველანაირად ეცდება, რომ თქვენი მოლოდინი გაამართლოს.
კვირის რჩევა: თუ ხვდებით, რომ ცვლილებების დროა, ამოქმედდით.
კვირის საუკეთესო დღე: 28.

მშვილდოსანი

აუცილებელი არაა, რომ ადამიანი, რომელიც არ გესიმპათიურებათ, აგრესიით და ჩხუბით მოიცილოთ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის "დათბობას", იყავით რომანტიკული.
კვირის რჩევა:
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 25.

თხის რქა

კლუბში გაცნობილთან ფლირტი და ექსპრეს-პაემანი თქვენი სტილი არაა, მაგრამ ახალგაცნობილთან საუბარზე უარს ნუ იტყვით. მან შეიძლება თავისი ინტელექტით, მანერებით მოგხიბლოთ, დამეგობრდეთ და მერე... იქნებ რომანიც განვითარდეს.
კვირის რჩევა:
კვირის საუკეთესო დღე: 27.

მერწყული

ხან გინდათ, რომ საყვარელი ადამიანი გყავდეთ და ხან მარტო ყოფნა გსურთ. ჯერ საკუთარ თავში გაერკვიეთ, პირადი მე გაიცანით, შეიყვარეთ, რათა მერე უკეთ მიხვდეთ, რა გსურთ საყვარელი ადამიანისგან.
კვირის რჩევა: უქმეების ერთად გატარება კიდევ უფრო დაგაახლოებთ და გაგაცნობთ ერთმანეთს.
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 29.

თევზები

მე და შენ კი არა, წყვილი უნდა იყოს "ჩვენ". ერთად დაგეგმეთ საოჯახო საქმეები, მოაწყევთ რომანტიკული ვახშამი. მშვიდად მოისმინეთ პარტნიორის მოსაზრებები და სწორი გადაწყვეტილებები მიიღეთ.
კვირის რჩევა: დააკვირდით საყვარელი ადამიანის ჟესტებს. ზოგჯერ სხეულის ენა იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ფრაზები.
კვირის საუკეთესო დღეები: 25, 26.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93