"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი

"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი
ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი 10 მარ­ტამ­დე პე­რი­ო­დის ას­ტრო­ლო­გი­ურ მი­მო­ხილ­ვას გვთა­ვა­ზობს, რა დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­შიც მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა. რა ცვლი­ლე­ბებს, შე­ფერ­ხე­ბას ან შო­კის­მომ­გვრელ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბას უნდა ელო­დეთ ამ პე­რი­ოდ­ში? აი, რაზე გვაფრ­თხი­ლებს ას­ტრო­ლო­გი:

"მერ­კუ­რი მთვა­რის მერე ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მოძ­რა­ვი ცი­უ­რი სხე­უ­ლია ჩვენს მზის სის­ტე­მა­ში. მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია წვრილ-წვრილ, სწრა­ფად ცვა­ლე­ბად მოვ­ლე­ნა­თა კა­ლე­ი­დოს­კოპს მი­ვა­დევ­ნოთ თვა­ლი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. მერ­კუ­რის მიერ წარ­მოქ­მნი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ძი­რი­თა­დად ისეთ ამ­ბებს ეხე­ბა ხოლ­მე, რომ­ლე­ბიც გვა­ი­ძუ­ლე­ბენ, დავ­ფიქ­რდეთ და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად განვვი­თარ­დეთ.

მერ­კუ­რის ტრან­ზი­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რადსა­ღე­ბი ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც
ეს პლა­ნე­ტა რეტ­როგ­რა­დულ ფა­ზა­ში გა­და­დის. მას ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­აქვს ბევ­რი თავ­სა­ტე­ხი, რად­გან ამ პე­რი­ო­დებ­ში მა­ტუ­ლობს შეც­დო­მა­თა რა­ო­დე­ნო­ბა, დო­კუ­მენ­ტე­ბის უკან მობ­რუ­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა, შე­ფერ­ხე­ბე­ბი ინ­ტერ­ნე­ტის და სხვა კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბე­ბის სის­ტე­მა­თა მუ­შა­ო­ბა­ში, ტექ­ნი­კის გა­უ­მარ­თა­ო­ბა. ასე­თი რამ ყო­ველ წე­ლი­წადს და­ახ­ლო­ე­ბით 3-ჯერ, 4-ჯერ ხდე­ბა და 3-კვი­რი­ან პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი ცოტა უფრო ადრე იწყე­ბა და 3-კვი­რი­ა­ნი უკუს­ვლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგო­მაც, და­ახ­ლო­ე­ბით, კი­დევ 1 კვი­რა შლე­ი­ფად გას­დევს ხოლ­მე. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93