ასტროლოგი ხათუნა ნოელი 10 მარტამდე პერიოდის ასტროლოგიურ მიმოხილვას გვთავაზობს, რა დროის განმავლობაშიც მერკური რეტროგრადული იქნება. რა ცვლილებებს, შეფერხებას ან შოკისმომგვრელ მოულოდნელობას უნდა ელოდეთ ამ პერიოდში? აი, რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი:
"მერკური მთვარის მერე ყველაზე სწრაფად მოძრავი ციური სხეულია ჩვენს მზის სისტემაში. მასზე დაკვირვებით, ჩვენ შეგვიძლია წვრილ-წვრილ, სწრაფად ცვალებად მოვლენათა კალეიდოსკოპს მივადევნოთ თვალი ჩვენს ცხოვრებაში. მერკურის მიერ წარმოქმნილი მოვლენები ძირითადად ისეთ ამბებს ეხება ხოლმე, რომლებიც გვაიძულებენ, დავფიქრდეთ და ინტელექტუალურად განვვითარდეთ.
მერკურის ტრანზიტები განსაკუთრებით ყურადსაღები ხდება მაშინ, როდესაც ეს პლანეტა რეტროგრადულ ფაზაში გადადის. მას ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვს ბევრი თავსატეხი, რადგან ამ პერიოდებში მატულობს შეცდომათა რაოდენობა, დოკუმენტების უკან მობრუნების ალბათობა, შეფერხებები ინტერნეტის და სხვა კავშირგაბმულობების სისტემათა მუშაობაში, ტექნიკის გაუმართაობა. ასეთი რამ ყოველ წელიწადს დაახლოებით 3-ჯერ, 4-ჯერ ხდება და 3-კვირიან პერიოდს მოიცავს. თუმცა მოვლენები ცოტა უფრო ადრე იწყება და 3-კვირიანი უკუსვლის დასრულების შემდგომაც, დაახლოებით, კიდევ 1 კვირა შლეიფად გასდევს ხოლმე. გაგრძელება