რა საერთო აქვს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს

რა საერთო აქვს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს

ყველა ადამიანი განსხვავებულია. ზოდიაქოს ნიშნები, მართალია, 12 ინდივიდად იყოფიან, მაგრამ ორი ერთი და იმავე ზოდიაქოს წარმომადგენელიც კი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. თუმცა არსებობენ ნიშნები, რომლებსაც რაღაც საერთო მაინც აერთიანებთ...
ძველმა ფილოსოფოსებმა, რომლებიც შეთავსებით იყვნენ მათემატიკოსები, ასტრონომები და ასტროლოგებიც, 12 ზოდიაქოს ნიშანი, სტიქიების მიხედვით, ოთხ ჯგუფში გააერთიანეს.

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი. ისინი არიან ენერგიულები, მიზანმიმართული და თამამი ადამიანები. ისინი არ აღიარებენ შეზღუდვებს, ხანდახან კი ზღვარსაც გადადიან. ივიწყებენ სიფრთხილეს და შეიძლება გაერთონ იმით, რაც მერე
დაანგრევს კიდეც მათ. მათ არ უჭირთ ინიციატივის გამოვლენა. ერთადერთი, რა რჩევაც შეგვიძლია მოგცეთ, ისაა, რომ ისწავლოთ სასიცოცხლო ენერგიის დაზოგვა, რათა მანვე არ დაგანგრიოთ.

წყლის სტიქიის წარმომადგენლები არიან: კირჩხიბი, მორიელი, თევზები. მათზე უკეთესად ვერავინ გაგიგებთ. მათ შეუძლიათ ღრმად ჩასწვდნენ ადამიანის ფსიქიკას, მისი გრძნობები გაითავისონ. ახალგაზრდობაში მეტად გულჩვილები და სათუთები არიან, ასაკის მატებასთან ერთად კი შეუძლიათ სირთულეებს მამაცურად გაუმკლავდნენ. სიმართლე გითხრათ, გარშემო მყოფებს ხანდახან უჭირთ თქვენი გაგება, რადგან განწყობა ხშირად გეცვლებათ. მათ აქვთ უსაზღვრო ფანტაზია და ვნებიანობა. ხშირად შემოქმედებით საქმიანობაში გადმოაქვთ თავიანთი გრძნობები და ემოციები. ეცადეთ, საკუთარ ფანტაზიებში არ ჩაიკარგოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ყოველდღიურ საქმიანობას, დაინტერესდით რეალური ცხოვრებით და ადამიანებით.

ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები არიან: ტყუპი, სასწორი, მერწყული. მუდამ ახალი იდეებით არიან აღსავსენი. მარტივად პოულობენ საერთო ენას გარშემო მყოფებთან და მიუხედავად მჭიდრო კავშირისა, მაინც ცდილობენ, რომ ურთიერთობაში თავისუფლება შეინარჩუნონ. არ უყვართ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულების აღება. ხანდახან შეიძლება ქარაფშუტებადაც კი მოგეჩვენოთ. ერთი რჩევა გვინდა, რომ მოგცეთ: მეტად უნდა მოინდომოთ, რომ სასურველს მიაღწიოთ, იყავით მეტად მიზანმიმართული.

მიწის სტიქიის წარმომადგენლები არიან: კურო, ქალწული, თხის რქა. მათ, როგორც წესი, კონსერვატორ და პრაქტიკულ ადამიანებად მიიჩნევენ. ისინი თითქმის მოკლებულნი არიან ფანტაზიას. უჭირთ სიახლეებთან შეგუება. მიისწრაფიან საიმედოობისკენ. იციან, როდის უნდა გაჩერდნენ, რა რესურსი გამოიყენონ საქმეების მოსაგვარებლად. არ უყვართ გარისკვა. არიან შრომისმოყვარეები და მუდამ აღწევენ პროფესიაში წარმატებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროფესიაში იძულებით (მშობლების დაჟინებული მოთხოვნით) მოხვდნენ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93