2-8 მარტის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

2-8 მარტის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2020-03-02 11:04:21+04:00


2-3 მარტი - მთვარე გადის ტყუპის ზოდიაქოს - კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ფილტვებს.

კარგია - სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია.

ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება. ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

4-6 მარტი - მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოს გადის (6 მარტის 13:30-მდე). იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. 4 მარტს სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან. არ გადატვირთოთ კუჭი.

კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება.

ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის ზონასთან.

6 მარტი (13:30-დან)-8 მარტი (14:50-მდე) - მთვარე გადის ლომის ზოდიაქოში. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ.

კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები, ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება; თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.

ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა, მარილიანი პროდუქტების ჭამა.

8 მარტი - (14:50-დან) მთვარე გადის ქალწულის ზოდიაქოში. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ.

კარგია - ჯანსაღი საკვების მიღება, დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.

ცუდია - მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა.

კვირის ყველაზე რთული დღეა 6 მარტი. არ დაგეგმოთ არანაირი ჩარევა ორგანიზმის მუშაობაში. ყურადღება მიაქციეთ ყელსა და თირკმელებს, არ გაიცივოთ. უქმეებზე მოიმატებს ალერგიის ალბათობა. სიფრთხილე გმართებთ ალკოჰოლთან. აკონტროლეთ განწყობა. ეცადეთ, რომ პოზიტივზე იყოთ.

ვერძი

მოვლენებით დატვირთული კვირა გელით. იყავით დაკვირვებული. მოსაწყენად ნამდვილად არ გეცლებათ. შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან ან დაუბრუნდეთ ძველ საქმეებს.

კვირის რჩევა: დაფიქრდით, ზედმეტად ემოციურად ხომ არ რეაგირებთ ყველაფერზე?

კვირის საუკეთესო დღე: 7.

კურო

მოიმატებს მამაკაცების ინტერესი თქვენდამი და მოგინდებათ გადამეტებულ ყურადღებას შორს დაემალოთ. დღესასწაულები ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კვირის რჩევა: მეტი სიფრთხილით მოეპყარით საკუთარ თავსა და სურვილებს.

კვირის საუკეთესო დღეები: 4, 8.

ტყუპი

რეტროგრადული მერკურის პერიოდი მშვიდად, ღიმილით და უსიამოვნების გარეშე უნდა გაატაროთ (ათ მარტამდე), საქმეების მიმართ კი - დაკვირვებულად.

კვირის რჩევა: თქვენთვის დამახასათებელი სიმსუბუქით გაუმკლავდებით ყველა სირთულეს.

კვირის საუკეთესო დღე: 3.

კირჩხიბი

გაზაფხულის მოსვლა, დედისა და ქალების დღესასწაული განწყობას გაგიუმჯობესებთ. მოსალოდნელია საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები.

კვირის რჩევა: მიეცით უფლება უცნობებს, რომ თქვენი გაცნობა შეძლონ.

კვირის საუკეთესო დღეები: 3, 7.

ლომი

ამ კვირაში ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევთ. უფრო მეტიც, ახალგაცნობილებთანაც ფრთხილად უნდა იყოთ. მეტი დრო დაუთმეთ გართობას, სიამოვნების მიღებას.

კვირის რჩევა: ვნებიანი რომანი კარგია, მაგრამ პარტნიორის ღალატი - ცუდი.

კვირის საუკეთესო დღეები: 3, 8.

ქალწული

თუ შედეგის მიღება გსურთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე მომდევნო კვირიდან უნდა დაიწყოთ. იყავით რომანტიკული საყვარელი ადამიანის მიმართ.

კვირის რჩევა: შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა. რომანტიკული სიურპრიზები პოზიტივით მიიღეთ.

კვირის საუკეთესო დღე: 4.

სასწორი

მარტო ვარსკვლავების იმედად ნუ იქნებით, თავადაც უნდა იაქტიუროთ, რომ პირადი ურთიერთობა გაიუმჯობესოთ. დააკვირდით მოვლენებს.

კვირის რჩევა: ყურადღების გამოვლენა და ღიმილი ყველაზე მეტად გიხდებათ.

კვირის საუკეთესო დღე: 5.

მორიელი

ბოლო დროს ყველასთან კარგი ურთიერთობა არ გაქვთ. ეცადეთ, გააუმჯობესოთ ის, თუნდაც მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები.

კვირის რჩევა: პირადი ცხოვრების გამრავალფეროვნება რომ შეძლოთ, საქმეები აქტიურ კოლეგებს უნდა გადაუნაწილოთ.

კვირის საუკეთესო დღეები: 4, 6.

მშვილდოსანი

სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, ფინანსებთან და ახალგაცნობილებთან. უსიამოვნო სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, ყველას ნუ მოუყვებით საკუთარ საიდუმლოებებს.

კვირის რჩევა: სადღესასწაულო დღეებში ბავშვებთან ერთად იმხიარულეთ და გაერთეთ.

კვირის საუკეთესო დღეები: 2, 8.

თხის რქა

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ახლობლებისთვის სიურპრიზების მოწყობას შეძლებთ. საყვარელ ადამიანს თქვენი მზრუნველობა არ მოაკლოთ.

კვირის რჩევა: მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურაში გარევას.

კვირის საუკეთესო დღე: 7.

მერწყული

მამაკაცების ყურადღება პოზიტივით აგავსებთ. შეიძლება ყოფილმა თაყვანისმცემელმაც შეგახსენოთ თავი. უქმეები პოზიტიურად და მხიარულად გაატარეთ.

კვირის რჩევა: ყურადღება გმართებთ, როცა საქმე პარტნიორის არჩევაზე მიდგება.

კვირის საუკეთესო დღე: 3.

თევზები

შეხვედრების, მიმოსვლების, საჩუქრების, ცვლილებების კვირაა. ყველაფრისადმი მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ და ინფორმაციებისადმი - გადამოწმება.

კვირის რჩევა: მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.

კვირის საუკეთესო დღეები: 7, 8.