რატომ არ უნდა გავყვეთ ცოლად ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშანს

რატომ არ უნდა გავყვეთ ცოლად ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშანს
"სიყვარული ბრმაა" - ეს ყველამ ვიცით და როცა გვიყვარს, ადამიანის ნაკლს საერთოდ ვერ ვამჩნევთ. მაგრამ ბედნიერი კავშირი რომ შევქმნათ, ცოტა ხნით მაინც უნდა მოვიხსნათ ვარდისფერი სათვალე და სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ორჯერ დაფიქრდით, სანამ საქმროს თანხმობას განუცხადებთ დაქორწინებაზე, მანამდე კი თქვენი პოტენციური ქმრის ღირსებებს გაეცანით.

თუ ვერძზე ჭკვიანი ხართ, მის გვერდით არ უნდა გამოავლინოთ თქვენი ნიჭი. არ დაუმტკიცოთ თქვენი ინტელექტი, ეს თქვენს ქორწინებას დაუსრულებელ ბრძოლად გადააქცევს. და ნუ გგონიათ, რომ გამარჯვებული თქვენ გამოხვალთ (როგორი ჭკვიანიც უნდა
იყოთ). ვერძის სიჯიუტე მუდმივად ჩაგითრევთ ომში და იძულებული გახდებით, ბრძოლის ველი წაგებულმა დატოვოთ.

თუ დღესასწაული და მსუბუქი ცხოვრება გსურთ, კუროს ნუ გაჰყვებით ცოლად. ის საქმიანი და ანგარიშიანია. საქმე, რომელსაც ფული (ან გარშემო მყოფების დაფასება, მაგრამ მაინც ფული ჯობია) არ მოაქვს, მისთვის უინტერესოა და ეცდება, ჩამოგაშოროთ, ტვინს გაგიბურღავთ და გარშემო მყოფების თანდასწრებით. მისთვის მთავარია, შეუქმნათ სიმყუდროვე სახლში, ყოველდღე მოუმზადოთ გემრიელი სადილი და დახელოვნდეთ მასაჟში, რომელსაც მას საღამოობით გაუკეთებთ.

ტყუპი ლაპარაკით გაგაბრუებთ, მაგრამ ნუ გგონიათ, რომ ყველაფერს გაგიკეთებთ, რასაც დაგპირდათ. ამასთანავე, ხშირად მოგიწევთ მის გარეშე ყოფნა, რადგან არსებობენ: მეგობრები, მოულოდნელი გამგზავრებები, საინტერესო საუბრებში გატარებული ღამეები და ა.შ. და კიდევ, ის მუდამ რაღაცას სწავლობს და ვერ იტანს მის გვერდით უცოდინარ ადამიანს.

ერთი შეხედვით ვერ იტყვით, რომ კირჩხიბი ეგოისტია. თითქოს მზრუნველიცაა, ემოციურიც... მაგრამ სანამ ცოლობას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, მას იმაზე მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე ეს თქვენ გგონიათ. ზოგიერთი მოუგვარებელია. ის მუდამ იდარდებს ამის გამო და ხანდახან შეიძლება თქვენც დაგადანაშაულოთ. რაში, არ ჰკითხოთ, ყველაფერში დამნაშავე თქვენ იქნებით.

ლომის გარეგნული ბრწყინვალების მიღმა გვიჭირს მისი ნამდვილი ღირსებების დანახვა. იქ შეიძლება დაგხვდეთ შიში, კონფლიქტები და მოუგვარებელი პრობლემები. საკუთარი ღირსების დასამტკიცებლად ის მუდამ ყურადღების ცენტრში უნდა იყოს და ნუ გაგიკვირდებათ, რომ დაქორწინების შემდეგაც ასე იქნება. ლომი თავის მეფურ ტახტზე ცოლს არ დაისვამს, წესი არაა. მის ფერხთით უნდა მოთავსდეთ.

თუ მზად არ ხართ, რომ ქალწულის გვერდით იბრძოლოთ სამყაროს გაუმჯობესებისა და გადარჩენისთვის, მის ცოლობას ნუ დათანხმდებით. მას უამრავი საზოგადოებრივი საქმე აქვს მოსაგვარებელი და თუ ოჯახი მისთვის პრიორიტეტი არაა, სახლში ვერც დაიჭერთ. თქვენი მისიაა, მშვიდად დაელოდოთ, სანამ ის მტერთან (ის შეიძლება უხილავიც კი იყოს) ბრძოლის შემდეგ შინ დარუნდება.

მამაკაცი სასწორი მუდამ და სიამოვნებით ქორწინდება, მაგრამ სიყვარულით - იშვიათად. შეიძლება ცოლის მოყვანა იმიტომ უნდა, რომ ყოფილი გაანაწყენოს, ან თქვენგან მიიღოს რაიმე სარგებელი (თუნდაც, მატერიალური). არც ქორწინებას უყურებს სერიოზულად. სანამ დაქორწინებაზე თანხმობას განუცხადებთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად უყვარხართ.

თუ არ ხართ მამაცი, ჭკვიანი და მგრძნობიარე, მორიელზე გათხოვებას ნუ იფიქრებთ. მასთან ქორწინება დაუსრულებელ ექსპერიმენტს ჰგავს, რომლის შედეგიც მუდამ გამოუცნობია. თუ გგონიათ, რომ მორიელთან ქორწინებით პირად პრობლემებს მოაგვარებთ, იმედი უნდა გაგიცრუოთ, მორიელთან ახლები მოგემატებათ და უფრო რთულები.

მშვილდოსანს ცოლობაზე უარს ვერ ეტყვით. თავის მაგნეტიზმს ის იმდენად კარგად ფლობს, რომ ვერავინ გაუძლებს. მას უამრავი ნიჭი აქვს, სიცოცხლის ულევი ენერგია, მაგრამ ოჯახური სიმყუდროვის შექმნა მისი სტილი არაა. თანაც, გარშემო იმდენ ადამიანს სჭირდება, რომ სახლში შეიძლება რამდენიმე დღეც კი ვერ მოვიდეს.

თხის რქაზე დაქორწინებით ავტომატურად მიიღებთ მშვიდ და სტაბილურ ქორწინებას - ასე ამბობენ, მაგრამ თხის რქა საკმაოდ შფოთიანია და უამრავი ძალისხმევა სჭირდება, თავდაჯერებულად რომ მოგაჩვენოთ თავი, კარგად შენიღბოს თავისი შიშები. თუ მისნაირ ცივსისხლიანობას არ გამოავლენთ, ცოლობაზე ნუ დათანხმდებით.

თუ გგონიათ, რომ გარშემო და საკუთარ თავშიც ყველაფერი იდეალურად უნდა გქონდეთ, მერწყულს ნუ განუცხადებთ თანხმობას დაქორწინებაზე. ის მუდამ ნერვიულობს წვრილმანებზე, არ სურს თავისი ქაოსური გარემოს მიტოვება. მას შეუძლია პრობლემების მოგვარება, მაგრამ მათ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. თუ ქორწინებისგან სიხარული და სიმშვიდე გსურთ და არა მუდმივი სირთულეები, ქმრად სხვა აირჩიეთ.

უცნაურობები თუ არ გიზიდავთ, თევზებზე დაქორწინებას არ გირჩევთ. იქ, სადაც თევზია, ლოგიკა უნდა გამორთოთ, თქვენი სახლი და ცხოვრება კი ერთ დიდ თავგადასავლად გადაიქცევა. თავიდან ყველაფერი გასართობად მოგეჩვენებათ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას გაგიფერადებთ, მაგრამ მერე... თანაც, მუდამ სხვადასხვა კუთხით უნდა მიუდგეთ. ის თქვენგან მუდამ ელის სიახლეს, ვერასდროს გამოიცნობთ მის განწყობას, რა სურს რეალურად. თუ გსურთ, მუდმივი გამოცანების დიდისტატად ჩამოყალიბდეთ, ეს თქვენი ვარიანტია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93