6 მარტივი ნაბიჯი: როგორ მოვიზიდოთ სიყვარული, სახლის „მაგია“- ვასტუს მიხედვით

6 მარტივი ნაბიჯი: როგორ მოვიზიდოთ სიყვარული, სახლის „მაგია“- ვასტუს მიხედვით
ვასტუ დაგეხმარებათ ყურადღება გაამახვილოთ ურთიერთობაზე, თქვენს სახლში არსებული გარემოს მეშვეობით და იპოვოთ იმის მიზეზი, თუ რატომ არ გწვევიათ სიყვარული.
ვასტუ უძველესი ინდური სწავლებაა. ის მზესა და პლანეტებთან ენერგიითაა დაკავშირებული და მასთან ჰარმონიაში ყოფნას გულისხმობს.
6 მარტივი ნაბიჯით შეგიძლიათ გამოაღვიძოთ პლანეტა ვენერაში მიძინებული ენერგია და პირადი ცხოვრება გაიუმჯობესოთ.

ნაბიჯი 1 : განსაზღვრეთ თქვენს ბინაში სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორი.
შესაძლოა ეს ველი არ ფუნქციონირებს. ასეთ დროს ადამიანები განიცდიან რომანტიკული ურთიერთობების ნაკლებობას. მათთვის ძნელია დაინტერესდნენ ადამიანით, ან პირიქით, დააინტერესონ და
გაამყარონ ურთიერთობა.
ვასტუს მიხედვით შესაძლოა ეს გულისხმობდეს ჰორმონალური დარღვევების ქონასაც. რჩევა: სჯობს საკუთარ თავს მეტი ყურადღება დაუთმოთ. მოუფრთხილდით თქვენ სხეულს.
ამ სექტორში მდგომარეობის გამოსწორებისა და დაბალანსების მიზნით, სრულყოფილი წესრიგის დამყარებაა საჭირო. როდესაც ჭუჭყსა და ნაგავს მოაშორებთ ქვეცნობიერზეც იმოქმედებს და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გათავისუფლდებით.
უნდა გაანადგუროთ ნაგვის მსგავსად ნეგატიური დამოკიდებულებებიც და სიყვარულისთვის გაიხსნათ. ასეთ დროს ახალი ნაცნობები და უეცარი სიურპრიზებია მოსალოდნელი.

ნაბიჯი 2: ყურადღება მიაქციეთ განათებას
ამ სექტორში ცივის მაგივრად თბილი განათება უნდა იყოს. თუ ეს გათვალისწინებული არაა, შეცვალეთ.

ნაბიჯი 3:

შეავსეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორი ვენერას საყვარელი ფერებით.
ესენია: ვარდისფერი, ლავანდისფერი, იასამნისფერი, ლიმნისფერი, ჟოლოსფერი, მეწამული და მოოქროსფრო ფერები.
აქ შეიძლება აქცენტი გადავიტანოთ ბალიშებზე, საწოლებზე, ჩარჩოებზე, ხელსახოცებზე.
ვენერას გამორჩეულად უყვარს დახვეწილი სასანთლეები და ლამაზი სანთლები.
მთავარი წესი: გრძნობდეთ სტილს და პროპორციებს.

ნაბიჯი 4:
ახალი ყვავილები
მაშინაც კი, თუ ახლა ურთიერთობაში არ იმყოფებით, უბრალოდ მიდით სახლითან მდებარე მაღაზიაში, იყიდეთ თქვენი საყვარელი ყვავილების თაიგული და დაამშვენეთ სახლი.

ნაბიჯი 5: შეიძინეთ ახალი ხილი
სახლში სასურველია ყოველთვის იყოს ახალი ხილი, განსაკუთრებით ბროწეული და ყურძენი - ეს არის ვენერას ენერგიის კონცენტრატი, რომლითაც თქვენ მოიცავთ არა მხოლოდ სივრცეს, არამედ თქვენს სხეულსაც.

ნაბიჯი 6: აანთეთ სანთლები
პარასკევს (ვენერას დღეს) სანთლების ანთება სამხრეთ-აღმოსავლეთით მშვენიერი გადაწყვეტილება იქნება. სანთლების რიცხვი უნდა იყოს: 6, 12 ან 24..
თუ თქვენ რეგულარულად ასრულებთ ამ მარტივ წესს, მაშინ სივრცეში ვენერას ენერგიის მაჩვენებელი მოიმატებს და ემოციურ დონეზე მოგემატებათ თავდაჯერებულობა და მიმზიდველობა. ხოლო მატერიალურ დონეზე, სხვადასხვა წყაროებიდან საჩუქრები დაიწყებენ თქვენს ცხოვრებაში შემოსვლას.
მაგრამ მთავარი წესი მაინც საკუთარი თავის მიმართ სიყვარულია.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93