ვერძი
მოერიდეთ ახალგაცნობილებს, განსაკუთრებით, რომანტიკულს. ამ პერიოდში პირად ცხოვრებაში ნურაფერს შეცვლით. თუ შეყვარებული ხართ, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს: არც დაქორწინების და არც დაშორების.
კვირის რჩევა: კარგი კვირაა იმ საქმეების დასასრულებლად, რომლებიც მომავლისთვის გქონდათ გადადებული.
კვირის საუკეთესო დღეები: 10, 11.
კურო
იყავით მიზანმიმართული და თამამი. უქმეებისთვის ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ მოგვარდება. შეიძლება შესარიგებლად ან მოსარიგებლად შუამავლების ჩართვა გახდეს საჭირო.
კვირის რჩევა: სპორტი დაგავიწყებთ ყოველდღიურ საფიქრალს და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 15.
ტყუპი
საქმეებზე კონცენტრირებას ვერ ახდენთ, თუ პირადი ცხოვრება მოუგვარებელი გაქვთ. სიტუაცია რომ არ გაამწვავოთ, მეტად რბილი უნდა იყოთ და კომპრომისიც გამონახოთ.
კვირის რჩევა: მეტი მზრუნველობა გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ.
კვირის საუკეთესო დღეები: 13, 14.
კირჩხიბი
რომანტიკული კვირა დაგიდგათ. ურთიერთობა მეტად ჰარმონიული გაგიხდათ და პარტნიორიც მეტად გენდობათ. მარტოხელებს აქვთ შანსი, საინტერესო ადამიანი მგზავრობის დროს გაიცნონ.
კვირის რჩევა: მგონი, დროა, დაგეგმოთ, შვებულებას ვისთან ერთად და სად გაატარებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 12.
ლომი
უმჯობესია, ეს კვირა ახლობლების გარემოცვაში გაატაროთ. მათ თქვენი დახმარება ჰაერივით სჭირდებათ. ახლა საქმეების გარჩევის და საკუთარი სიმართლის დამტკიცების დრო არაა. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
კვირის რჩევა: მეტი დრო დაუთმეთ დოკუმენტების გაფორმებას.
კვირის საუკეთესო დღე: 10.
ქალწული
არ გასცეთ დაპირებები. სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან, მათ შეიძლება უსიამოვნებაში გაგხვიონ. სამაგიეროდ, ეს კვირა კარგია საყვარელ ადამიანთან გასატარებლად. ერთად დაესწარით კონცერტს, სპექტაკლს.
კვირის რჩევა: ახლობლებისთვის დახმარების თხოვნის ნუ მოგერიდებათ. მეგობრები და ნათესავები ყველა საკითხის გადაჭრაში დაგეხმარებიან.
კვირის საუკეთესო დღეები: 12, 14.
სასწორი
როგორც გარშემო მყოფებს მოექცევით, იმგვარ პასუხსაც მიიღებთ. ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტს, განსაკუთრებით, საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს კვირის ბოლოს ელით შეხვედრა, რომელიც მათ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.
კვირის რჩევა: დალაგებას ითხოვს გარდერობი. მობეზრებულ ნივთებს უნდა შეელიოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 10.
მორიელი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის წვრილმან მინუსებს. ყველაფერზე კონფლიქტი დაშორებას გამოიწვევს. მარტოხელებს ყოფილი შეგახსენებთ თავს.
კვირის რჩევა: ზაფხულში იდეალურ ფორმაში რომ იყოთ, ვარჯიში დღესვე უნდა დაიწყოთ. სასურველია, არჩეული სპორტის სახეობა თქვენთვის სასიამოვნო იყოს.
კვირის საუკეთესო დღე: 13.
მშვილდოსანი
პირად ურთიერთობაში იდილია დაისადგურებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მეგობრებთან და ნათესავებთან. მარტოხელები პირველ შემხვედრს პაემანზე ნუ დათანხმდებით.
კვირის რჩევა: უქმეებზე კარგი განწყობა რომ გქონდეთ, საოჯახო საქმეები გადადეთ. შეხვდით მეგობრებს, მოიწყვეთ შოპინგი, ვიზიტი სალონში ან საყვარელ ადამიანთან ერთად - რომანტიკული ვახშამი.
კვირის საუკეთესო დღე: 15.
თხის რქა
თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობა. კარგ შედეგს მოგიტანთ მშვიდი, გულახდილი საუბარი.
კვირის რჩევა: ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გადაწყვეტილება მიიღეთ დამოუკიდებლად და არავის აზრს არ მიაქციოთ ყურადღება.
კვირის საუკეთესო დღე: 11
მერწყული
ამ კვირაში გაცნობილ ადამიანებთან მომავალშიც გაგიგრძელდებათ ნაცნობობა. ეს შეიძლება იყოს ან კარგი მეგობრობა, ან რომანტიკული თავგადასავალი. დაქორწინებულებმა მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ეცადეთ, ამ თემაზე კონფლიქტი არ გაამწვავოთ.
კვირის რჩევა: აკონტროლეთ კვება. არაჯანსაღმა საკვებმა შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობაზე.
კვირის საუკეთესო დღეები: 10, 12.
თევზები
თითქოს ემოციურად დაცლილი ხართ. ეს განსაკუთრებით იმ თევზებს ეხებათ, ვისი დაბადების დღე ჯერ არ დამდგარა. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ ენერგიის აღდგენას. განმარტოვდით, დაისვენეთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან დაპირისპირებას.
კვირის რჩევა: ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი. მოამზადეთ ორგანიზმი, რათა გაუმკლავდეს გაზაფხულის სირთულეებს.
კვირის საუკეთესო დღე: 11.