მოდური ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნების წარმატებული შენაძენი

მოდური ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნების წარმატებული შენაძენი
ზოდიაქოს ნიშანი, რომლის ქვეშაც დაიბადეთ, მხოლოდ თქვენს ხასიათს კი არა, ჩაცმის სტილსაც განსაზღვრავს. გარდა ამისა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორ ემზადებით შოპინგისთვის. თუმცა, რაღას ვუცდით, წაიკითხეთ თქვენი ზოდიაქოს მოდური მისწრაფებები.

ვერძი

მათ განსაზღვრული აქვთ, სად უნდა ჩაიცვან საქმიანი სამოსი და სად უნდა გამოცხადდნენ საღამოს კაბაში. თუმცა წესებს ხშირად არღვევენ და სამსახურშიც შეუძლიათ სპორტული ლუქით მივიდნენ და რესტორანში - დახეული ჯინსით. სამოსში უპირატესობას ანიჭებენ წითელსა და ოქროსფერს. მოსწონთ ტანზე მომდგარი სამოსი.

კურო

თუ მათი სამოსი
სინთეტიკური ქსოვილისგანაა შექმნილი და ზომაში კარგად არ აქვთ, თავს უხერხულად გრძნობენ. მათთვის მთავარია, სამოსი იყოს კომფორტული და ნატურალური. ჯინსსა და ქაშმირის სვიტერში შეუძლიათ კარიერაშიც მიაღწიონ წარმატებას, სასეირნოდაც წავიდნენ და ხანგრძლივ ავიაფრენასაც გაუძლონ. უყვართ აბრეშუმი, ქაშმირი, ტილო. ფერებიდან უპირატესობას მშვიდ ტონალობებს ანიჭებენ.

ტყუპი

ასაკის მატების მიუხედავად, გულის სიღრმეში მუდამ ახალგაზრდულები რჩებიან და მათი ეს თვისება სამოსზეც ახდენს გავლენას. შეუძლიათ თინეიჯერებივით ჩაიცვან, წარწერებიანი მაისური პიჯაკის შიგნით, ჯინსის შარვალი კედებით და ასე გამოცხადდნენ საქმიან შეხვედრაზე.

კირჩხიბი

რომანტიკულ და კონსერვატიულ კირჩხიბს სამოსთან ექსპერიმენტები არ უყვარს. ახალგაზრდობაში ერთხელ არჩეულ სტილს სიბერემდე არ ღალატობენ. მოსწონთ კლასიკური სამოსი, სპორტულიც, მაგრამ ყველაზე მეტად კომფორტული და, რა თქმა უნდა, ნატურალური სამოსის. შეუძლია ბებიის კაბაც იდეალურად მოიხდინოს.

ლომი

ეს არის ნიშანი, რომელის გარშემო მყოფებს თეატრში მოსული მაყურებელივით აღიქვამს. სამოსი მათთვის ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი საშუალებაა. მართალია, ხანდახან ეპატაჟურობით ლედი გაგას ემსგავსება, მაგრამ ერთიანობაში მაინც არ კარგავს მიმზიდველობას. უყვართ აქსესუარები, ძირითადად, ოქროსი.

ქალწული

პერფექციონისტია, გარდერობში მხოლოდ აუცილებელი ნივთები აქვს. არ ახასიათებს სპონტანური საყიდლები. მუდამ ფიქრობს, ახალნაყიდ პერანგს ან შარვალს რასთან ერთად ჩაიცვამს. უხდება შოკოლადისფერი, კარამელი, ტერაკოტა, სამეფო ლურჯი და ზურმუხტისფერი.

სასწორი

თქვენ შორის ბევრია დიზაინერი და ბაიერი. სამოსი შეგიძლიათ ცხოვრების სტილად ან შემოსავლის წყაროდ აქციოთ. სამოსში ერთდროულად რამდენიმე ფერს ან აქსესუარს უხამებენ. სხვათა შორის, დახვეწილი სასწორისთვის უცხო არაა ბოშური, ბოჰო და ჰიპური სტილი. უყვართ რბილი ტყავი, საყურე და შარფი.

მორიელი

თავდაჯერებულ და მაგნეტიზმით აღსავსე მორიელს სურს მოსახერხებელი სამოსი ეცვას, რომელიც მოქმედებაში არ შეუშლის ხელს. სასურველია, სამოსი ნატურალური იყოს. მისი საყვარელი ფერია - შავი. უყვარს აქსესუარები, ძირითადად, ეზოთერიკული დანიშნულების.

მშვილდოსანი

მოდის მიმდევარი არაა, მაგრამ ძვირფასი და ხარისხიანი სამოსი უყვარს. თავადაც შეუძლია სამოსი შექმნას. აქსესუარებიდან მოსწონს ქამარი, ბროში. ტანსაცმლიდან უპირატესობას ანიჭებს იმას, რასაც უჩვეულო ფორმა და სილუეტი აქვს.

თხის რქა

იცის, როგორ წარმოაჩინოს თავისი თავი. თავდაჭერილი და ღირსეულია. მხოლოდ მაღალხარისხიანი სამოსი აცვია. სამკაული - მხოლოდ ძვირფასი. არასდროს მოიხიბლება ერთსეზონიანი მოდური სამოსით. ის ბუნებით ბიზნესლედია. მის გარდერობში ყოველთვის მოიძებნება ერთი საქმიანი კოსტიუმი, რომელიც მის სილუეტს უფრო ქალურს გახდის.

მერწყული

ერთი შეხედვითაც გამოირჩევა ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან. შეუძლია ერთ ლუქში შეუსაბამო სამოსი შეუხამოს, მოდური ექსპერიმენტები ჩაატაროს. სამოსი შეიძლება "შემთხვევით" შემოეყიდოს და მერე მთელი გარდერობი მის გარშემო ააწყოს. უყვართ ყველაფერი ფერადი და გამორჩეული. აქსესუარები კი შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს მათ ჩაცმულობას.

თევზები

რბილი, ქალური და რომანტიკულია, ხანდახან კი გულუბრყვილოც კი. მოსწონს რომანტიკული სტილი, ჰაეროვანი კაბები, მაქმანებიანი თეთრეული, ლამაზი აქსესუარები. მატერიებიდან - აბრეშუმი, რბილი ნაქსოვი ქსოვილები. იცვამენ ღია, მშვიდ, ზღვისფერ ტანსაცმელს.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93