ინსტრუქცია გოგონებისთვის: როგორ მოვხიბლოთ ვერძი მამაკაცი, 7 სასარგებლო რჩევა

ინსტრუქცია გოგონებისთვის: როგორ მოვხიბლოთ ვერძი მამაკაცი, 7 სასარგებლო რჩევა
ვერძი - ენერგიული და თავდაჯერებული მამაკაცია. არ აღიარებს ავტორიტეტს, მკაცრი ტონით საუბარს ის ვერ აიტანს. შტურმით მიიწევს მიზნისკენ, რომელიც დაისახა. ვერძის სიყვარული ვულკანის ამოფრქვევას ჰგავს. ემოციებით შეპყრობილი ვნების ცეცხლშია გახვეული. სიყვარულის გამო მან შეიძლება თავი დაკარგოს. არასდროს დახვდეთ მას შინაურულ ფორმაში და მაკიაჟის გარეშე. ვერძი უნდა ამაყობდეს თავისი მეწყვილით. ამასთანავე, ყველა კოსმეტიკური პროცედურა მისგან შორს უნდა ჩაიტაროთ.

  1. ვერძს ვერასდროს მოხიბლავს გოგონა, რომელიც მას კისერზე ჩამოეკიდება. დაანახვეთ, რომ მისით დაინტერესებული ხართ, საინტერესო თემაზე დაელაპარაკეთ და მერე
    თვალთახედვის არიდან დაეკარგეთ. უნდა დააინტრიგოთ, ვერძს უნდა მოანადირებინოთ თავი.
  2. ვერძს არ მოეწონება მშვიდი, უემოციო და უხასიათო გოგო. თუ ვერძთან ცხოვრება გსურთ, ადამიანი-დღესასწაული უნდა გახდეთ, შთაბეჭდილებებითა და თავგადასავლებით აღსავსე.
  3. ვერძი გვერდს ვერ აუვლის ოპტიმისტ, ემოციურ, მხიარულ, ხმაურიან, ეფექტური გარეგნობის გოგონას. თქვენ მეგობრებისგან მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეთ.
  4. თუ გსურთ, ვერძის ყურადღება მიიპყროთ, იყავით გამომგონებლური, გამოიჩინეთ ინიციატივა, იყავით იმპულსური, არაორდინარული, მზად ექსპერიმენტებისთვის. ეცადეთ, არც გააკრიტიკოთ და არც დაამციროთ. განსაკუთრებით, გარშემო მყოფების თვალწინ; მის საქციელზე პასუხს არ ვაგებთ.
  5. შექება ვერძისთვის უმნიშვნელოვანესია. გულწრფელად აღფრთოვანდით ყველაფერით, რასაც ის იდეალურად და რაც მთავარია, თქვენთვის აკეთებს.
  6. სექსი ვერძისთვის უმნიშვნელოვანესია. ვნებიანი საყვარელია და სექსი უჩვეულო ადგილებში უყვარს. თუ "თავი გტკივათ" და ამ მიზეზით მასთან სექსზე უარს ამბობთ, მის გვერდით ადგილი უნდა გაათავისუფლოთ.
  7. დაქორწინების შემდეგ ნუ ელოდებით, რომ ის მეოჯახე გახდება. ვერძი საკუთარ თავს ზედმეტი ვალდებულებებით არ დაიტვირთავს. შეიძლება საღამო მეგობრებთნ ერთად გაატაროს და არც კი გაახსენდეს, რომ ცოლი უნდა გააფრთხილოს. ტელეფონიც შეიძლება გამორთული ჰქონდეს, შინ დაბრუნებულს კი გულწრფელი გაკვირვება დაეტყობა, როცა გაიგებს, რომ მის გამო ნერვიულობდით. ქორწინების რუტინა მისთვის მომაბეზრებელია. უნდა გაგაფრთხილოთ, მის გვერდით მომაბეზრებელი და ერთფეროვანი ყოველდღიურობა არ გელით.

დაბოლოს, ვერძის სუსტი წერტილი თავია. შეგიძლიათ თავის მასაჟი გაუკეთოთ, მგრძნობიარედ შეეხოთ შუბლზე და ნაზად აკოცოთ ყვრიმალებზე.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93