23-29 მარტის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

23-29 მარტის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2020-03-23 10:42:31+04:00


23 მარტი - მთვარე გადის თევზების ზოდიაქოს. კარგია მედიტაცია, სულიერი პრაქტიკების შესრულება, სახლიდან უსარგებლო ნივთების, სამოსის გატანა. ჩამოწერეთ ფურცელზე ის, რისგან გათავისუფლებაც გინდათ და დაწვით.

კარგია - შხაპის მიღება, ორთქლის აბაზანა, მსუბუქი კოსმეტიკური პროცედურები, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, თალასოთერაპია.

ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

24-26 მარტი - (17:40-მდე) - მთვარე გადის ვერძის ზოდიაქოს. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამის კეთების სურვილი. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ 24 მარტს, ახალმთვარეობას და 25-26 მარტს რთული დღეებია. სიფრთხილე გმართებთ და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს.

კარგია - თმის ნიღბის, თავის მასაჟის გაკეთება.

ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიციოთ თავი, ცხვირ-პირი. მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.

26 მარტი - (17:40-დან) მთვარე კუროს ზოდიაქოშია. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა.

კარგია - თევზი და ზღვის პროდუქტები, მკვებავი ნიღბების გაკეთება, თმის შეღებვა, წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი.

ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით). პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

29 მარტი - მთვარე გადის ტყუპის ზოდიაქოს. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ფილტვებს, არ გაიცივოთ.

კარგია - სუნთქვითი ვარჯიში, მასაჟი, არომათერაპია.

ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება, ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

ვერძი

ახლა რომანტიკაზე კი არა, ძლიერ მამაკაცზე ოცნებობთ, რომელსაც დაეყრდნობით და რომელიც პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიხვდებით, ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდიდაა, თქვენია თუ არა.

კარიერა: სიტუაცია სწრაფად იცვლება და ეცადეთ, არ ჩამორჩეთ მას. თუ დამატებითი შემოსავლის წყაროს შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ.

კვირის რჩევა: მოერიდეთ ფულის ფლანგვას. კვირის ფრაზაა: შვიდჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით.

კურო

შინ დარჩენის გამო არ მოიწყენთ. შეგიძლიათ ახლობლებს ტელეფონით შეეხმიანოთ და მოიკითხოთ. ზოგიერთი სოციალურ ქსელში საჭირო ინფორმაციას მიაგნებს.

კარიერა: საინტერესო პროექტები უფროსს ვირტუალურად გააცანით. ის თქვენს ინიციატივას უყურადღებოდ არ დატოვებს.

კვირის რჩევა: პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ შემოქმედებითი საქმიანობა და ონლაინშოპინგი.

ტყუპი

ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას, ემოციურობა შედეგების სწორად შეფასების საშუალებას არ მოგცემთ. უმჯობესია, პაუზა აიღოთ და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ.

კარიერა: ხშირად დაისვენეთ. ცოტა ხანში სიტუაცია შეიცვლება და მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებით.

კვირის რჩევა: კარგი კვირაა უცხო ენის, ხელსაქმის შესასწავლად, ცუდზე ნაკლებს იფიქრებთ.

კირჩხიბი

შეამცირეთ მიმოსვლები და ნათესავებთან ვიზიტები. საყვარელ ადამიანს შეგიძლიათ მეორე თაფლობის თვე მოუწყოთ. მარტოხელებს ცოტა ხანში საინტერესო შეხვედრა გელით.

კარიერა: ინტუიცია გიკარნახებთ, სად უნდა დააბანდოთ ფული ან რომელ სფეროში უნდა მოსინჯოთ ძალები.

კვირის რჩევა: იოგა და მედიტაცია დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისა და ცუდი ფიქრებისგან.

ლომი

მშვიდი ოჯახური გარემო ის ნავსაყუდელია, სადაც თავს მშვიდად იგრძნობთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგანებივრებთ. მარტოხელებს ვირტუალური ნაცნობობა გელით, მაგრამ რომანტიკულ შეხვედრამდე ცოტა მოცდა მოგიწევთ.

კარიერა: თქვენი ენერგია ნებისმიერი საქმეების მოგვარებას ეყოფა. კარგი პერიოდია ონლაინკურსების გასავლელად კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

კვირის რჩევა: მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, გარდერობი, ჩანთა.

ქალწული

მატერიალური საკითხები რომანტიკულზე მნიშვნელოვანია. როგორც კი თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ, თავით გადავარდებით სიყვარულში.

კარიერა: იყავით შრომისმოყვარე, უფროსი დააფასებს თქვენს პროფესიონალიზმს.

კვირის რჩევა: ნერვიულობას ჭამით ვერ უშველით. ახლა საჭიროა სწორი კვება და ზომიერი სპორტული დატვირთვა.

სასწორი

რომანტიკული საღამოს მოწყობა შინაც შეიძლება. მთავარია, რომ ერთად ხართ. ვარსკვლავები "ცხელ" კვირას გპირდებიან.

კარიერა: ამ კვირაში ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ, მაგრამ დაეხმარეთ მათ, ვისაც სჭირდებით. ილაპარაკეთ გარკვევით და თავდაჯერებულად.

კვირის რჩევა: მოერიდეთ ემოციურ დისკუსიებს. კამათში გამარჯვება "ძვირი" დაგიჯდებათ. იყავით დიპლომატიური.

მორიელი

კარანტინის დროს თავგადასავლების ახალი ფორმა უნდა მოიფიქროთ, თუნდაც სახლიდან გაუსვლელად. მარტოხელები გაცნობის საიტზე დარეგისტრირდით და სასურველი მამაკაცის პორტრეტი შეადგინეთ.

კარიერა: ნუ ხართ მომთხოვნი კოლეგების მიმართ. თავად უფრო მოგეთხოვებათ შრომისმოყვარეობა.

კვირის რჩევა: შეადგინეთ საოჯახო ბიუჯეტი, რათა ხელფასამდე ჯიბეცარიელი არ დარჩეთ. ძვირად ღირებული ნივთები შემდეგ თვეში შეიძინეთ.

მშვილდოსანი

ორი ვარიანტი გაქვთ, ან ახალი ნაცნობობა გელით, ან შეიძლება წარმატებით განავითაროთ უკვე დაწყებული რომანი. ფორტუნა გაუღიმებს მათ, ვისაც არ ეშინია ცვლილებების და პირველი ნაბიჯის გადადგმის.

კარიერა: გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ფულს სრულიად უჩვეულო ადგილიდან მიიღებთ. მოერიდეთ საეჭვო პროექტებში ჩართვას.

კვირის რჩევა: ახლობლებთან ლაპარაკის დროს შეარჩიეთ სიტყვები. თქვენ შეიძლება ზედმეტად კატეგორიული იყოთ და ისინი კი - ზედმეტად მგრძნობიარეები.

თხის რქა

გარშემო მყოფები და საყვარელი ადამიანიც თქვენგან ელიან ნუგეშს და დამშვიდებას. იყავით მაქსიმალურად მშვიდი. მეუღლე შეიძლება ვერ ხვდებოდეს, რომ თქვენც გჭირდებათ მხარდაჭერა და ამის გამო კონფლიქტი არ გიღირთ.

კარიერა: ახლა ორიგინალური იდეების განხორციელების დრო არაა. უმჯობესია, ამ კვირას დაიცადოთ, დაისვენოთ და მომავალი მოქმედებისთვის მოემზადოთ.

კვირის რჩევა: თუ არ გაქვთ რაიმეს შეცვლის ძალა, არ დახარჯოთ მასზე დრო და ენერგია.

მერწყული

ნუ გგონიათ, რომ საყვარელი ადამიანი თავად მიხვდება, რა გჭირდებათ. მინიშნება კი არა, პირდაპირი, მაგრამ კორექტული დალაპარაკება ჯობია. მარტოხელები თამამად ესაუბრეთ მამაკაცებს სოციალურ ქსელებში, გაცნობის საიტებზე.

კარიერა: ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლით. თუ დაკვირვებულად იმუშავებთ, შეცდომებს არ დაუშვებთ; თუ შეცდომებს არ დაუშვებთ, ბონუსს მიიღებთ.

კვირის რჩევა: ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

თევზები

საკმარისი დრო გამოგიჩნდათ, რომ მზრუნველობით აავსოთ საყვარელი ადამიანი და ნათესავები. მარტოხელებს ვირტუალური რომანტიკული ნაცნობობა გელით, რომელიც მომავალს შეგიცვლით.

კარიერა: თუ წარმატების მიღწევა გსურთ, მეტად უნდა გაისარჯოთ. თუნდაც დისტანციური მუშაობის დროს, ნუ მოგერიდებათ და ყველას შეახსენეთ თქვენი მიღწევებისა და წარმატებების შესახებ.

კვირის რჩევა: სახლშიც კი ხანდახან უჩვეულო რაღაცები უნდა გააკეთოთ. იყავით მშვიდი, ღიმილიანი და მოსიყვარულე.