გაინტერესებთ, ვის გვერდით იქნებით მხიარულად კარანტინის დროსაც კი? სწრაფად წაიკითხეთ.
ტყუპი და მორიელი
ტყუპი ცხოვრებაში ყველაზე წინ მეგობრებს აყენებს. მისთვის საქმეების კეთება ერთგულ ადამიანებთან ერთად სახალისოა, მორიელზე ერთგულს კი სხვას ვერავის იპოვის. ტყუპსა და მორიელს შორის კოლეგიალური დამოკიდებულება შეიძლება მეგობრულში გადაიზარდოს და პირიქით.
თევზები და კირჩხიბი
მეგობრობას უფრთხილდება. ბუნებით მორიდებული და ჩუმია, მაგრამ თუ გვერდით კირჩხიბი ჰყავს, გულახდილი ხდება. არც კირჩხიბს ჰყავს ბევრი მეგობარი, - რამდენიმე და ერთგული. ერთად ყოფნისას განიხილავენ პირად პრობლემებს და საოჯახო თავსატეხებს. ერთად კარიერული სწრაფვა ცოტა გაუჭირდებათ, რადგან კირჩხიბი დამოუკიდებლად მუშაობასაა მიჩვეული.
თხის რქა და სასწორი
ყველაზე უკონფლიქტო ნიშანია, ნებისმიერთან შეუძლია მეგობრობა. დასაფასებელია, რადგან კოლეგებთან ერთად ნაყოფიერად მუშაობს. სასწორი პრაქტიკულიცაა და შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით აღსავსე თხის რქასთან მუშაობა მოეწონება.
ლომი და მშვილდოსანი
ლომი გრანდიოზულ გეგმებს შეადგენს, წარმატების მიღწევის შემდეგ კი სიამოვნებით იამაყებს. ოპტიმისტურად განწყობილი მშვილდოსანი კი ყველაფერს იუმორით უყურებს. თუმცა, ძლიერიცაა და დამოუკიდებელიც. ერთად ბევრს მიაღწევთ. საქმიანი პარტნიორობა კი შეიძლება ერთგულ მეგობრობაში გადაიზარდოს.
ქალწული და კურო
საიმედო, აკურატული ქალწული საქმეს სიზუსტით ასრულებს. ამის გამო კოლეგების მხრიდან მუდამ დაფასებულია. მას საიმედო მოკავშირე სჭირდება და კუროზე ერთგული არავინაა. მათი მეგობრობა ურყევია.
წყარო: cosmo