კარმის პლანეტა ნიშანს იცვლის - მსოფლიოს და ზოდიაქოს ნიშნებს რადიკალური ცვლილებები ელით, რომლებიც მინიმუმ 3 წელს გასტანს

კარმის პლანეტა ნიშანს იცვლის - მსოფლიოს და ზოდიაქოს ნიშნებს რადიკალური ცვლილებები ელით, რომლებიც მინიმუმ 3 წელს გასტანს
სა­ტურნს უმე­ტე­სო­ბა ბო­როტ პლა­ნე­ტად მი­იჩ­ნევს, მაგ­რამ ნუ ვიქ­ნე­ბით მკაც­რე­ბი შე­ფა­სე­ბა­ში. სა­ტურ­ნი არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც თუ კარ­გად მო­იქ­ცე­ვით, და­გა­ჯილ­დო­ებთ. სა­ტურ­ნი იუ­პი­ტე­რი არაა, რომ სა­ჩუქ­რე­ბი გა­მო­გიგ­ზავ­ნოთ. სა­ტურ­ნი მო­ი­თხოვს და ხან­და­ხან გვა­ი­ძუ­ლებს კი­დეც, რომ თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვი­მუ­შა­ოთ. სწო­რედ ამის გამო არ უყ­ვართ იგი. სა­ტურ­ნი არის დის­ციპ­ლი­ნის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის, წეს­რი­გი­სა და კა­ნო­ნის პლა­ნე­ტა. მას აქვს თა­ვი­სი პი­რო­ბე­ბი, თუ წეს­რი­გი არ გაქვთ ოჯახ­ში, სა­ტურ­ნი და­ან­გრევს მას; თუ ჯან­მრთე­ლო­ბას არ აქ­ცევ­დით ყუ­რა­დღე­ბას ან არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი გაქვთ, სა­ტურ­ნი გა­ი­ძუ­ლებთ, რომ მი­მარ­თოთ
ექიმს, შე­იც­ვა­ლოთ ცხოვ­რე­ბის წესი. თუ კა­ნო­ნი და­არ­ღვი­ეთ, სა­ტურ­ნი კა­ნო­ნის მხა­რეს იქ­ნე­ბა. ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ის არის შე­ზღუდ­ვაც, სა­ზღვრე­ბიც.

23 მარტს სა­ტურ­ნი მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­დის. მერ­წყუ­ლი არის ჰა­ე­რის ნი­შა­ნი. იგი ჯერ არ გა­და­სუ­ლა და უკვე შე­ზღუდ­ვა და­წეს­და ავი­აფ­რე­ნებ­ზე. სა­ტურ­ნი მერ­წყულ­ში რეტ­როგ­რა­დულ ფა­ზა­ში გა­დას­ვლამ­დე დარ­ჩე­ბა - ანუ 2 ივ­ლი­სამ­დე (შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბა თხის რქა­ში, რათა მო­აგ­ვა­როს და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და 18 დე­კემ­ბერს გა­აგ­რძე­ლებს სწორ სვლას მერ­წყულ­ში და კაი ხნით დარ­ჩე­ბა იქ, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 2023 წლის 8 მარ­ტამ­დე). ასე რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ზღვრე­ბი და სა­ჰა­ე­რო ფრე­ნე­ბი ამ პე­რი­ო­დამ­დე იქ­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას, კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა დე­კემ­ბერ­შიც გან­მე­ორ­დეს და 2023 წლამ­დე მო­ვუნ­დეთ სი­ტუ­ა­ცი­ის და­ლა­გე­ბას

მერ­წყუ­ლის ნიშ­ნის ქვე­შაა რუ­სე­თი და ალ­ბათ, სხვებ­თან შე­და­რე­ბით უფრო მძაფ­რად იგ­რძნობს ფი­ნან­სურ კრი­ზისს, რად­გან შე­ზღუდ­ვის პლა­ნე­ტა იქ­ნე­ბა რუ­სე­თის მფარ­ველ ნი­შან­ში. ბო­ლოს სა­ტურ­ნი მერ­წყულ­ში 1991 წლის 6 თე­ბერ­ვალს გა­და­ვი­და და სამი წელი დარ­ჩა. რო­გორც გახ­სოვთ, ეს იყო ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბით აღ­სავ­სე პე­რი­ო­დი რუ­სე­თის­თვის. ახლა სირ­თუ­ლე­ე­ბი ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა, რად­გან წლის ბო­ლოს სა­ტურ­ნი იუ­პი­ტერს შე­უ­ერ­თდე­ბა. თუმ­ცა, უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ არ გა­ჯი­უტ­დეთ, სა­ტურნს სი­ჯი­უ­ტე არ უყ­ვარს. რაც უფრო შეძ­ლებთ ლა­ვი­რე­ბას, ერთი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან მე­ო­რე­ში მარ­ტი­ვად გა­დას­ვლას, მით უფრო გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ. თქვე­ნი გზის არ­ჩე­ვა­ში იუ­პი­ტე­რიც და­გეხ­მა­რე­ბათ. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ბიზ­ნე­სი და­ი­წყოს ან ახა­ლი მიზ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა გა­უჩ­ნდეს.

  • 2020 წელს სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნას იგ­რძნო­ბენ 20-23 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მერ­წყუ­ლე­ბი. მო­გე­თხო­ვე­ბათ, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­უ­ახ­ლოვ­დეთ მი­ზანს და აგურ-აგურ აა­შე­ნოთ თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის პი­რა­მი­და.
  • 2021 წელს სა­ტურ­ნი-მზის შე­ერ­თე­ბა ექ­ნე­ბათ 21 იან­ვრი­დან 3 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბულებს. ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია კა­რი­ე­რა­ში ან აი­სა­ხე­ბა თქვენს სამ­სა­ხურ­ზე.
  • 2022 წელს სა­ტურ­ნი გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს იმ მერ­წყუ­ლებ­ზე, ვისი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბიც ემ­თხვე­ვა პე­რი­ოდს - პირ­ვე­ლი­დან 15 თე­ბერ­ვლა­მდე.
  • 2023 წელს კი სა­ტურ­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბას იგ­რძნო­ბენ 12-დან მერ­წყუ­ლის ბოლო რი­ცხვამ­დე (22 ან 21 თე­ბერ­ვლამ­დე) და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.
განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93