სატურნს უმეტესობა ბოროტ პლანეტად მიიჩნევს, მაგრამ ნუ ვიქნებით მკაცრები შეფასებაში. სატურნი არის პასუხისმგებლობის მასწავლებელი პლანეტა, რომელიც თუ კარგად მოიქცევით, დაგაჯილდოებთ. სატურნი იუპიტერი არაა, რომ საჩუქრები გამოგიგზავნოთ. სატურნი მოითხოვს და ხანდახან გვაიძულებს კიდეც, რომ თავდაუზოგავად ვიმუშაოთ. სწორედ ამის გამო არ უყვართ იგი. სატურნი არის დისციპლინის, პასუხისმგებლობის, წესრიგისა და კანონის პლანეტა. მას აქვს თავისი პირობები, თუ წესრიგი არ გაქვთ ოჯახში, სატურნი დაანგრევს მას; თუ ჯანმრთელობას არ აქცევდით ყურადღებას ან არაჯანსაღი ცხოვრების წესი გაქვთ, სატურნი გაიძულებთ, რომ მიმართოთ ექიმს, შეიცვალოთ ცხოვრების წესი. თუ კანონი დაარღვიეთ, სატურნი კანონის მხარეს იქნება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის არის შეზღუდვაც, საზღვრებიც.
23 მარტს სატურნი მერწყულის ზოდიაქოში გადადის. მერწყული არის ჰაერის ნიშანი. იგი ჯერ არ გადასულა და უკვე შეზღუდვა დაწესდა ავიაფრენებზე. სატურნი მერწყულში რეტროგრადულ ფაზაში გადასვლამდე დარჩება - ანუ 2 ივლისამდე (შემდეგ დაბრუნდება თხის რქაში, რათა მოაგვაროს დაწყებული საქმეები და 18 დეკემბერს გააგრძელებს სწორ სვლას მერწყულში და კაი ხნით დარჩება იქ, უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 8 მარტამდე). ასე რომ, სავარაუდოდ, საზღვრები და საჰაერო ფრენები ამ პერიოდამდე იქნება შეზღუდული.
რაც შეეხება ეკონომიკურ სიტუაციას, კრიზისული პერიოდი შეიძლება დეკემბერშიც განმეორდეს და 2023 წლამდე მოვუნდეთ სიტუაციის დალაგებას
მერწყულის ნიშნის ქვეშაა რუსეთი და ალბათ, სხვებთან შედარებით უფრო მძაფრად იგრძნობს ფინანსურ კრიზისს, რადგან შეზღუდვის პლანეტა იქნება რუსეთის მფარველ ნიშანში. ბოლოს სატურნი მერწყულში 1991 წლის 6 თებერვალს გადავიდა და სამი წელი დარჩა. როგორც გახსოვთ, ეს იყო ფინანსური სირთულეებით აღსავსე პერიოდი რუსეთისთვის. ახლა სირთულეები ნაკლები იქნება, რადგან წლის ბოლოს სატურნი იუპიტერს შეუერთდება. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არ გაჯიუტდეთ, სატურნს სიჯიუტე არ უყვარს. რაც უფრო შეძლებთ ლავირებას, ერთი სიტუაციიდან მეორეში მარტივად გადასვლას, მით უფრო გაგიადვილდებათ. თქვენი გზის არჩევაში იუპიტერიც დაგეხმარებათ. თუმცა, ზოგიერთმა შეიძლება ახალი ბიზნესი დაიწყოს ან ახალი მიზნებისკენ სწრაფვა გაუჩნდეს.
- 2020 წელს სატურნის გავლენას იგრძნობენ 20-23 იანვრის შუალედში დაბადებული მერწყულები. მოგეთხოვებათ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეთ მიზანს და აგურ-აგურ ააშენოთ თქვენი წარმატების პირამიდა.
- 2021 წელს სატურნი-მზის შეერთება ექნებათ 21 იანვრიდან 3 თებერვლის შუალედში დაბადებულებს. ცვლილებები მოსალოდნელია კარიერაში ან აისახება თქვენს სამსახურზე.
- 2022 წელს სატურნი გავლენას იქონიებს იმ მერწყულებზე, ვისი დაბადების დღეებიც ემთხვევა პერიოდს - პირველიდან 15 თებერვლამდე.
- 2023 წელს კი სატურნის ზემოქმედებას იგრძნობენ 12-დან მერწყულის ბოლო რიცხვამდე (22 ან 21 თებერვლამდე) დაბადებულები.
განაგრძეთ კითხვა