რა ელოდებათ ხვალიდან ერთ თვეში ზოდიაქოს ნიშნებს და რა უნდა გაითვალისწინონ მათ - Marao

რა ელოდებათ ხვალიდან ერთ თვეში ზოდიაქოს ნიშნებს და რა უნდა გაითვალისწინონ მათ

2020-03-25 10:14:16+04:00


მთვარის პირველი დღე დაიწყება 24 მარტს, 13:28 საათზე და გასტანს 25 მარტის 8:16-მდე. ვნახოთ, რა ელის თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს მთვარის ამ თვეში:

ვერძი

თქვენი მმართველი პლანეტა მარსი შეერთებაში იქნება იუპიტერთან (ეს არის დიდი შესაძლებლობები) და პლუტონთან (ძალა). ამიტომ, დაფიქრდით, სად გსურთ მიმართოთ თქვენი ენერგია. აქტიურად იმოქმედეთ თქვენთვის ახალ საქმიანობაში. აკონტროლეთ აგრესია, სიფიცხე. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები, მაგრამ არა ცუდ საქმეებში. გამონახეთ დრო სტილისა და იმიჯის შესაცვლელად.

კურო

ჩამოყალიბდით, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რა განიჭებთ სულიერ სიმშვიდეს. უმჯობესია, ეს მთვარის თვე დასვენებას, შინაგანი ძალების აღდგენას დაუთმოთ. მეტად განმარტოვდით. შეგიძლიათ გამოიჩინოთ ქველმოქმედება. ზოგიერთი ახალ შემოქმედებით იდეებს განახორციელებს. თუ შორს ხართ ხელსაქმისგან, ვირტუალურად დატკბით მუზეუმების, სილამაზეების თვალიერებით.

ტყუპი

ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები - როგორ ხედავთ თქვენს თავს მომავალში. გახშირდება ონლაინკონტაქტები, ზოგიერთი ახალ თანამოაზრეებს გაიჩენს, ახალ ტექნოლოგიებს აითვისებს. შეიძლება დაინტერესდეთ ასტროლოგიითაც. კარგია ახალი ცოდნის მიღება თანამედროვე სტილით (ონლაინ). თუ გაქვთ იდეა, რომელსაც სოციალური ქსელებით განახორციელებთ, გააქტიურდით.

კირჩხიბი

მეოჯახე კირჩხიბებს ვურჩევთ, ჩამოწერონ სამომავლო გეგმები პროფესიულ სფეროში. შანსი მოგეცემათ, რომ დაწინაურდეთ ან თქვენი ბრენდი დააფუძნოთ. თუ უკვე გაქვთ ასეთი, მის პოპულარიზაციაზე იზრუნეთ. თქვენ ემოციურად კარგად გრძნობთ გარშემო არსებულ სიტუაციას. ეცადეთ, მეტად ენდოთ ინტუიციას, იყოთ ჰარმონიული და მიზანმიმართული პროფესიულ წარმატებაზე. სასურველია, მხოლოდ ერთი კი არა, რამდენიმე კარგად ჩამოყალიბებული გეგმა გქონდეთ.

ლომი

მშვიდად შეხვდით აკრძალვებსა და ნებართვებს. ყველაფერი თქვენ სასიკეთოთ კეთდება და ნუ გაჯიუტდებით. კარგი თვეა თვალსაწიერის გასაფართოებლად, სულიერი ზრდისთვის. გამონახეთ საკუთარ თავში ახალი რესურსები და ძალები, რათა სიახლეებს მარტივად აუღოთ ალღო და გაფართოვდეთ, განვითარდეთ. იყავით აქტიური. თუ მოინდომებთ, მარტივად მოაგვარებთ უმაღლეს სასწავლებელთან დაკავშირებულ საკითხებს, იურიდიულ თემებს, საიმიგრაციო საკითხებს. თავადაც გაგიკვირდებათ, როცა დაინახავთ, რომ ონლაინაც შეიძლება ყველაფრის მოგვარება, ინფორმაციების მიღება, სწავლა და ა.შ.

ქალწული

დაკვირვებას ითხოვს ფინანსური საკითხები. განსაკუთრებით, თუ სხვის თანხებს განაგებთ. აგრეთვე, მემკვიდრეობა, დაზღვევა და კრედიტები. იყავით დაკვირვებული ფულის დაბანადების, ინვესტიციის დროს. ნუ შეუშინდებით კრიზისსა და შეფერხებას. თქვენ საკმარისი გონიერება და ძალა გაქვთ, რომ ლავირება მოახდინოთ რთულ სიტუაციაში და გამარჯვებული გამოხვიდეთ რთული სიტუაციიდანაც კი.

სასწორი

ჰარმონიული კავშირი უნდა დაამყაროთ სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. ეცადეთ, მოგებაზე იყოთ ორიენტირებული. კარგ შედეგს მოგიტანთ საქმიანობა, რომელიც კონსულტირებასთანაა კავშირში. აგრეთვე, კარგია საკუთარი თავის განვითარება და ახალი კლიენტების მოძიება. ზოგიერთი ხანგრძლივ და სარფიან საქმიან ხელშეკრულებებს გააფორმებს. გაგრძელება