აპრილის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

აპრილის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

რომანტიკული ნაცნობობა ახალი ენერგიით აგავსებთ. საინტერესო მამაკაცი შეიძლება და-ძმების, მეგობრების დახმარებით გაიცნოთ. იყავით მეტად თამამი, და გამოავლინეთ ყველა ის დადებითი თვისება, რის გამოც შეიძლება ადამიანს მოეწონოთ. დაქორწინებულები გაფრთხილდით, ვირტუალური მიმოწერა ვნებიან რომანში არ გადაიზარდოს და მეუღლე არ გაანერვიულოთ.

კურო

მეტი დრო გაატარეთ შვილების გვერდით. გაიხსენეთ საბავშვო თამაშები და ერთად გაერთეთ. შეგიძლიათ მათ ხელსაქმეც შეასწავლოთ ან ყველაფერი ის, რაზეც ადრე დრო არ გყოფნიდათ. ბავშვივით მოვლა, მზრუნველობა და სიყვარული სჭირდება თქვენს საყვარელ ადამიანსაც. ერთად გაიმრავალფეროვნეთ სექსუალური
ცხოვრება. მარტოხელებს ფარული რომანტიკული გატაცება გელით.

ტყუპი

მარტოობამ და მოწყენილობამ დეპრესიაში რომ არ ჩაგაგადოთ, მისწერეთ იმ ადამიანს, ვინც დიდი ხანია მოგწონთ. იყავით მზად ფლირტისთვის, ნუ მოგერიდებათ საკუთარი გრძნობების გამოხატვის. დაქორწინებულებს ორი ვარიანტიდან ერთი გაქვთ, ან გააუმჯობესებთ ერთმანეთთან დამოკიდებულებას, ან ერთ-ერთი საყვარელს გაიჩენს.

კირჩხიბი

სამსახურის საქმეებიც კი სახლიდან უნდა მოაგვაროთ. მეუღლე დაგეხმარებათ ყველა სირთულის გადალახვაში. გამოგიჩნდებათ მეტი თავისუფალი დრო საყვარელი ადამიანისთვის, იყავით მის მიმართ მზრუნველი, ხშირად განებივრეთ გემრიელობებით. რომანტიკული პაემნის მოწყობა კი შინაც შეიძლება. მარტოხელები თუ თავდაჯერებული იქნებით, იმ ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ, ვინც მოგწონთ.

ლომი

მარტოხელები გააქტიურდით სოციალურ ქსელებში, სადაც რომანტიკული მიმოწერა შეიძლება გააბათ თქვენთვიდ საინტერესო ადამიანებთან. შეიძლება მეგობრების დახმარებით გაიცნოთ ვინმე. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ერთმანეთთან და ერთად იზრუნეთ ასაკიან ნათესავებზე.

ქალწული

მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა, რომ სასურველი მამაკაცის ყურადღება მიიქციოთ. დაელაპარაკეთ ადამიანს, იქნებ ტყუილად მოგწონთ და თქვენი ინტელექტის დონეს არ შეესაბამება მისი განათლების დონეს ან პირიქით, შეიძლება მეტად მოიხიბლოთ კიდეც და უფრო მყარი კონტაქტი გააბათ. საქმეების მოგვარებაში - სამსახურის და საოჯახოს - მეტად დაიხმარეთ მეუღლე. ზოგიერთი საოჯახო ბიზნესის დაწყებაზე/განვითარებაზე დაფიქრდება.

სასწორი

თვის დასაწყისში საყვარელ ადამიანთან უსიამოვნო საუბარი და ურთიერთობის გარკვევა გელით. ეცადეთ, მაქსიმალურად დელიკატური იყოთ. იმპულსურობით შეიძლება ჰარმონია დაანგრიოთ სახლში. აგრეთვე ზომიერება გმართებთ გამონათქვამებისას. თვის ბოლოს სამსახურში მოერიდეთ რომანის გაბმას, უსიამოვნების მეტს არაფერს მოგიტანთ.

მორიელი

აპრილის დასაწყისში კარგია დაწყებული რომანის განვითარება, ვირტუალური მომოწერა შეიძლება დათბეს, მეტად რომანტიკული გახდეს. ზოგიერთი კი არსებული სასიყვარულო კავშირის გაწყვეტას გადაწყვეტენ. გაფრთხილდით, რომანტიკული ფრაზებით თავბრუდახვეული აფერისტის მსხვერპლი არ გახდეთ.

მშვილდოსანი

მარტოხელები დააკვირდით, აპრილში მარტივად შეძლებთ თავბრუ დაახვიოთ თქვენთვის საინტერესო კანდიდატს და ახალგაცნობილებსაც კი. იყავით მობილიზებული, რომ მყარი კავშირი შექმნათ. ზოგიერთი შეყვარებული, განსაკუთრებით, თუ ერთმანეთისგან შორს მოგიწიათ ყოფნამ, დაქორწინებას გადაწყვეტს.

თხის რქა

ოჯახური სიმყუდროვე კიდევ უფრო გააუმჯობესებს დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. იყავით მოსიყვარულე და მზრუნველი ბებია-ბაბუების მიმართაც. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობა გელით (შეიძლება სამსახურებრივი რომანიც კი გააბათ), რომელიც თვის ბოლოს რომანში გადაიზრდება.

მერწყული

გართობა, შემოქმედებითი იდეების განვითარება შინ მოგიწევთ. შეიძლება გაიგოთ, რომ ფეხმძიმედ ხართ. მარტოხელები რაც უფრო აქტიურები იქნებით სოციალურ ქსელებში, მით მეტია შანსი, რომ საბედო გაიცნოთ. როცა ღირსეულ ადამიანს გაიცნობთ, გაფრთხილებთ, არ დაკარგოთ ის თქვენი ზედაპირულობის გამო. დაქორწინებულებს გაგიუმჯობესდებათ სექსუალური ცხოვრება.

თევზები

მთელი აპრილი სიმშვიდით, სიყვარულით და სასიამოვნო განწყობით იქნებით აღსავსე და ეს ყველაფერი საკუთარ სახლში გელით. მეუღლე მზრუნველობით აგავსებთ. მეტი დრო დაუთმეთ ბინაში კეთილდღეობის, სიმყუდროვის შექმნას. შეიძლება მშობლების სახლში მოგიწიოთ დაბრუნებამ ან თქვენს სახლში უმასპინძლოთ მათ. თვის ბოლოს ზოგიერთი რემონტს დაიწყებს ან ახალ ინვენტარს შეიძენს ბინისთვის, მეტი კომფორტისთვის.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნინო
მევარ ჰოროსკოპით ქალწული
18:50 / 29-03-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93