30 მარტი-5 აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

30 მარტი-5 აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2020-03-30 10:17:37+04:00


30 მარტი - მთვარე გადის ტყუპის ზოდიაქოს. მთვარე უკურსოა 07:01-დან მთელი დღე.

  • კარგია - ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ, მნიშვნელოვანი - არა. მეტად დაისვენეთ. ეცადეთ, ყველაფერს მხიარულად, მარტივად შეხედოთ. გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.
  • ცუდია - არ გააფორმოთ ხელშეკრულებები. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ხელებზე.
31 მარტი - 15:43-ზე მთვარე გადავა კირჩხიბის ზოდიაქოში. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი.

  • სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
  • კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება.
  • ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდისა და საშვილოსნოს ზონასთან, ტყუილის თქმა.

2 აპრილი - 22:26-ზე მთვარე ლომის ზოდიაქოში გადადის. მთვარე უკურსოა 20:49-დან 21-26-მდე. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმის კეთების სურვილი. გაუფრთხილდით გულს, არ გადაიღალოთ.

  • კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები, ზეთოვან ვიტამინებზე დამზადებული კრემების გამოყენება, თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.
  • ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა, მარილიანი პროდუქტების ჭამა.

5 აპრილი - 00:18-ზე მთვარე ქალწულის ზოდიაქოში გადავა. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ.

  • კარგია - სახლის დალაგება, ჯანსაღი საკვების მიღება, დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
  • ცუდია - წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება, მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა.

ვერძი

რომანტიკული განწყობა დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. იქნებ ისიც ელოდება, რომ თქვენ გადადგათ მისი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

კვირის რჩევა: არ იზარმაცოთ, საოჯახო ვალდებულებები ენერგიულად შეასრულეთ.

კვირის საუკეთესო დღეები: ხუთშაბათი და პარასკევი.

კურო

მოერიდეთ სარისკო ქმედებას, თუნდაც სიყვარულის სახელით. ყური დაუგდეთ მეგობრებისა და ახლობლების რჩევებს.

კვირის რჩევა: მხოლოდ ისეთ საქმეებში ჩაერთეთ, სადაც თავს ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში.

კვირის საუკეთესო დღეები: პარასკევი და უქმეები.

ტყუპი

შანსი გაქვთ, რომ საყვარელ ადამიანთან თქვენი დამოკიდებულება მეტად საინტერესო და შინაარსიანი გახადოთ. მარტოხელებს გამოგელაპარაკებათ თქვენთვის საინტერესო ადამიანი.

კვირის რჩევა: არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები.

კვირის საუკეთესო დღე: კვირა.

კირჩხიბი

იყავით გულწრფელი იმ ადამიანის მიმართ, ვინც გეთაყვანებათ, მაგრამ ვინც თქვენგან იმედს არ უნდა ელოდოს. თავად კი მეტი მზრუნველობა გმართებთ ბავშვებზე.

კვირის რჩევა: ხომ იცით, რომ საუკეთესო ხართ, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების.

კვირის საუკეთესო დღე: უქმეები.

ლომი

სიახლეები გსურთ და ნუ დააყოვნებთ. ერთისთვის ეს შეიძლება იყოს სიყვარულში გამოტყდომა და ზოგისთვის ტოქსიკური ურთიერთობების გათავისუფლება. ორივე შემთხვევაში გევალებათ, რომ გულით და არა გონებით იმოქმედოთ.

კვირის რჩევა: მეტი დრო დაუთმეთ ჩახლართული საქმეების მოგვარებას, საჭირო ინფორმაციების მოძიებას.

კვირის საუკეთესო დღე: უქმეები.

ქალწული

საიდუმლო რომანი, რომლის შესახებაც არავინ იცის, თქვენთვის შეიძლება უჩვეულო მოვლენად იქცეს. დაქორწინებულებმა გაამრავალფეროვნეთ თქვენი ცხოვრება ვნებით.

კვირის რჩევა: მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურას.

კვირის საუკეთესო დღეები: სამშაბათი და ოთხშაბათი.

სასწორი

სამსახურის საქმეები კარგია, მაგრამ პირადი განვითარებაც გმართებთ. ახალგაცნობილებს თქვენი დახვეწილი მანერებით მოხიბლავთ, მაგრამ სიყვარულის ორომტრიალში თავით ნუ გადაეშვებით, გააზრებულობა გმართებთ.

კვირის რჩევა: თუ საკუთარი თავისთვის რამის შეძენას გადაწყვეტთ, ნურც საყვარელ ადამიანს დაივიწყებთ.

კვირის საუკეთესო დღეები: სამშაბათი და ოთხშაბათი.

მორიელი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მეტი მოთმინება და თავდაჯერებულობა გმართებთ. ეცადეთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. და რაც მთავარია, იზრუნეთ თქვენი იმიჯის გაუმჯობესებაზე.

კვირის რჩევა: უსაქმურები არ დაინდოთ.

კვირის საუკეთესო დღეები: პარასკევი და შაბათი.

მშვილდოსანი

ღიმილი, საინტერესო თემაზე საუბარი და რომანტიკა - აი, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ადამიანი მოხიბლოთ. დაქორწინებულებმა კი მეტი სიახლე შეიტანეთ ურთიერთობაში.

კვირის რჩევა: გაფრთხილდით, ტრავმა შეიძლება შინ მუშაობის დროსაც კი მიიღოთ.

კვირის საუკეთესო დღეები: ორშაბათი და უქმეები.

თხის რქა

თქვენთვის უჩვეულო ამპლუაში იქნებით - ვიღაცას უნდა აპატიოთ, რაღაცაზე თვალი უნდა დახუჭოთ. საყვარელი ადამიანის კეთილგანწყობას გულის ტკენით ვერ დაიმსახურებთ, სხვა ტაქტიკა უნდა შეიმუშაოთ. გამონახეთ დრო რომანტიკისა და სიურპრიზებისთვის.

კვირის რჩევა: დიპლომატიურობა და იუმორის გრძნობის გამოვლენა არ გაწყენთ.

კვირის საუკეთესო დღე: უქმეები.

მერწყული

საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა გელით: ახალი რომანის დაწყება, ვნებებისა და გრძნობების ბობოქრობა და ინტრიგების ქარბორბალა. დაქორწინებულები გაფრთხილდით, ახალმა რომანმა, თუნდაც ვირტუალურმა, არ გაგიფუჭოთ დამოკიდებულება მეუღლესთან.

კვირის რჩევა: დაივიწყეთ ცუდი განწყობა.

კვირის საუკეთესო დღეები: პარასკევი და შაბათი.

თევზები

რომანტიკით აღსავსე კვირა გელით იმათაც, ვინც დაქორწინებულია და იმათაც, ვინ საბედოს ძიებაშია. მეტად გამოავლინეთ სინაზე. აი, გაბუტვებით და პრეტენზიებით საყვარელი ადამიანის გულს ვერ მოიგებთ.

კვირის რჩევა: დაივიწყეთ სიზარმაცე, შინაც უამრავი საქმე გაქვთ, თუნდაც გარდერობი გადაახარისხეთ.

კვირის საუკეთესო დღეები: ოთხშაბათი და ხუთშაბათი.