7 ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც აპრილში ზოდიაქოს ყველა ნიშანზე იმოქმედებს - "გრანდიოზული ცვლილებები გველის" - Marao

7 ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც აპრილში ზოდიაქოს ყველა ნიშანზე იმოქმედებს - "გრანდიოზული ცვლილებები გველის"

2020-04-01 13:52:57+04:00


კორონავირუსის გამო გაზაფხულის მეორე თვეს შინჩაკეტილები ვხვდებით. თუმცა ცაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება და სასურველია, ვიყოთ ინფორმირებულები, რათა მაქსიმალურად ფრთხილად დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემო მყოფები. აპრილში გველოდება რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, თუმცა, გამოვყოფთ 7 გრანდიოზულს.

  • 30 მარტს - მარსი გადავიდა მერწყულის ზოდიაქოში და იქ დარჩება 5 მაისამდე.
  • 3 აპრილს - ვენერა ესტუმრება ტყუპის ზოდიაქოს, სადაც დარჩება 7 აგვისტომდე.
  • 5 აპრილი - იუპიტერი-პლუტონის პირველი შეერთება.
  • 7 აპრილს - ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მარსი ურანს უერთდება.
  • 8 აპრილს - სავსემთვარეობა გველის სასწორის 19 გრადუსში.
  • 23 აპრილს - ახალმთვარეობა კუროს მეხუთე გრადუსში.
  • პლუტონის რეტროგრადული ფაზა 25 აპრილიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით.
  • აქვე შეგახსენებთ, რომ მზე ვერძის ზოდიაქოში იქნება 19 აპრილამდე. მერე გადავა კუროში.

მერკური ვერძის ზოდიაქოს ესტუმრება 11 აპრილს. ამ პერიოდიდან ადამიანები მეტად ყურადღებიანები გახდებიან ინფორმაციებისადმი და თევზებიდან მერკურის თავის დაღწევა მოგვცემს იმის ალბათობასაც, რომ საგრძნობლად შემცირდება ვირუსების ჰაერ-წვეთოვნით გავრცელების რაოდენობა. ამასთანავე, სწრაფად მოხდება მიღებული ინფორმაციების აღქმა, გამარტივდება სწავლის პროცესი, ადამიანებში მოიმატებს ახალი ინფორმაციების მოძიების სურვილი.

4 აპრილს იქნება მერკური-ნეპტუნის შეერთება და ეცადეთ, ფრთხილად იყოთ, ნეპტუნი მაინც ინფექციების აფეთქებაა. მოვლენებს ცოტა წინ გავუსწრებ და გეტყვით, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდების დროს წყლის ნიშნებში (კირჩხიბი, მორიელი და თევზები), ანუ ივნისის ბოლო და ივლისის დასაწყისი და ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის დასაწყისში შეიძლება იყოს კორონავირუსის პატარ-პატარა აფეთქებები. ამიტომ ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები. ინფორმირებული უკვე ხართ. ხოლო უკვე 27 აპრილს პლანეტა მერკური კუროს ზოდიაქოში გადაბრძანდება.

აქტიური მარსი მთელი აპრილი იქნება მერწყულის ზოდიაქოში (13 მაისს გადავა თევზებში). მერწყული არის ექსპერიმენტატორი, მკვლევარი, უყვარს ყველაფერი ახალი, უჩვეულო და მაღალტექნოლოგიური. კარგი შანსი გეძლევათ ინტერნეტში მუშაობის, ახალი ტექნოლოგიების, გაჯეტების ათვისებისთვის. გარდა ამისა, მერწყული გუნდური მუშაობის მომხრეა და შეიძლება ინტერესთა პატარ-პატარა გუნდებში გაწევრიანდეთ (ან თავად შექმნათ ჯგუფები) და აქტიურად იმოქმედოთ.

სილამაზისა და სიყვარულის პლანტება ვენერა 3 აპრილს გადავა ტყუპის ზოდიაქოში და აქ დარჩება 7 აგვისტომდე. ალბათ, გაგიკვირდებათ, რატომ ასე დიდხანს, რადგან აქ მოუწევს რეტროფაზა. ამ პერიოდში გახშირდება ვირტუალური ნაცნობობა. ამასთანავე, ტყუპის ვენერას ძალიან უყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, ახალი ინფორმაციების ათვისება, ახლის სწავლა. ამიტომ აპრილში ინტერნეტფლირტის, ინფორმაციების მოძიების ნაკლებობა არ გექნებათ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ტყუპის ვენერას ხშირად ეცვლება განწყობა, გემოვნება და შეხედულებები.

რაც შეეხება 5 აპრილს - იუპიტერი-პლუტონის შეერთებას ველოდებით. ეს ამ წელიწადში პირველია, გვექნება კიდევ 2 ასეთი. საერთოდ, ასეთი ასპექტი 12 წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. შეგახსენებთ, იუპიტერი დაკავშირებულია საერთაშორისო საქმეებთან, დიპლომატიასთან, საზღვარგარეთ მიმოსვლასთან, იურისპრუდენციასთან, აგრეთვე, უმაღლეს განათლებასთან. რადგან კარანტინის გამო საზღვრები ჩაკეტილია, პლუტონის გავლენით ყურადღება უნდა მივაქციოთ ურთიერთობების განვითარებას, ცვლილებებს საერთაშორისო ეკონომიკაში და ყველაფერს, რაც უმაღლესი ცოდნის მიღებასთანაა კავშირში, რადგან აქ ხდება პლუტონისეული ტრანსფორმაცია. ნუ დაგვავიწყდება, რომ იუპიტერი და პლუტონი ძმები არიან, რომლებსაც გაყოფილი აქვთ მმართველობის სფეროები: იუპიტერი განაგებს ცასა და მიწას, ხოლო პლუტონი - მიწისქვეშეთს. გარდა ამისა, პლუტონს ხშირად აკავშირებენ სასარგებლო წიაღისეულთან (მაგ. ნავთობი). ერთი სიტყვით, იუპიტერ-პლუტონი უზარმაზარი ფულისა და რესურსების ტრანსფორმაციას მოახდენს. აგრეთვე, ორივე პლანეტა არის ძალაუფლებასთან და სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული. ასე რომ, "ტიტანების ბრძოლა" სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს. გაგრძელება