დიახ, სამივეს მეექვსე გრძნობა აქვს განვითარებული და ეს სხვადასხვა გზით ვლინდება, თუმცა, რაც უნდა იყოს, ბუნების საჩუქარია.
- თევზები - ისინი ოცნებობენ კონკრეტულ ნივთებზე, რომლებიც მოგვიანებით მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენებთან ხდება დაკავშირებული.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი, როგორც წესი, გამორჩეული სულიერების მქონე პიროვნებაა. შინაგანი სიმშვიდე არის ის, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
- თუ ისინი ვერ პოულობენ სიმშვიდეს, შეუძლიათ სხვა, უფრო რთული გზებით იარონ, რითიც რეალობისგან თავის დაღწევას ეცდებიან.
მათი დევიზია: „ვგრძნობ - ეს ნიშნავს, რომ ვარსებობ”. ამიტომ თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გრძნობებით ხელმძღვანელობენ და ამაში ინტუიცია ეხმარებათ.

მორიელი - შეუძლია ადამიანები სიტყვა-სიტყვით წაიკითხოს. გულწრფელად გრძნობს და განიცდის ყველაფერს, რაც მასში და მის გარშემოა. ეს საშუალებას აძლევს, რომ სასწაულები მოახდინოს.
- ამ ნიშნის წარმომადგენლები ქვეცნობიერად აღიქვამენ ენერგეტიკულ ველს, რომელიც პიროვნებისგან ან რაიმე მოვლენისგან მოდის. მომავლის წინასწარ განჭვრეტის უნარი მათი ჰობია, მაგრამ ხშირად ისინი სპეციალურად უგულებელყოფენ ამ ნიშნებს და რისკზე მიდიან.

მშვილდოსანი - მასაც თანდაყოლილი აქვს მეექვსე გრძნობა. ერთადერთი ის კითხვა ჩნდება, მზად არიან თუ არა იმუშაონ საკუთარ თავზე, რომ უფრო მეტად შეძლონ ამ გრძნობის განვითარება.
- შინაგანი ჰარმონიის პოვნის შემთხვევაში, მათ საშუალება აქვთ, ინტუიცია გამოიყენონ ისე, რომ სარგებელი მოუტანოთ. ამ საჩუქარს შეუძლია, რომ ისინი დაიცვას და იხსნას არაერთი მძიმე სიტუაციიდან.
ინტუიცია აფრთხილებს მშვილდოსანს არა მხოლოდ საშიშროების შესახებ, არამედ იმ შესაძლებლობების შესახებაც, რაც მათ წინსვლაში დაეხმარება. მშვილდოსნებს სჭირდებათ ჰარმონია და კმაყოფილების განცდა, რაც მათ ცხოვრებაში აუცილებელი რამ არის.

წყარო: cluber.com.ua