თევზებო - დახატეთ, სასწორებო - შეადგინეთ გეგმა: რითი უნდა დაკავდნენ კარანტინში ზოდიაქოს ნიშნები

თევზებო - დახატეთ, სასწორებო - შეადგინეთ გეგმა: რითი უნდა დაკავდნენ კარანტინში ზოდიაქოს ნიშნები
ბევრს უჭირს თვითიზოლაციაში ყოფნა, ზოგი ყველა ონლიანკურსზე ერთდროულად ჩაეწერა, ზოგიც ჩიფსებით მომარაგებული სერიალებს ჩაუჯდა. მოდი, გავერკვეთ, რითი უნდა დაკავდეთ ამ პერიოდში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი



თქვენი დაუცხრომელი ენერგია სადღაც უნდა დახარჯოთ და რადგან გარეთ ვერ გადიხართ, სახლში ონლაინ-ვარჯიშების მოწყობა საუკეთესო ვარიანტია. მოძებნეთ ონლაინკურსები, რომლებსაც ახლა მსოფლიო მწვრთნელები გვთავაზობენ. თავადაც იცით, რომ თუ კარგად არ დაიღლებით, ვერც დაიძინებთ. ასე, რომ ეცადეთ, ყოველდღიურად ივარჯიშოთ... დაქანცვამდე.

კურო




სილამაზის შექმნისა და ფენ-შუიში ჩაღრმავების შესაძლებლობა გეძლევათ. მართალია, თქვენ სახლში
თავს კარგად გრძნობთ, თქვენი სახლი თქვენი ციხესიმაგრეა, თქვენი სალონი და მუზეუმი... მაგრამ იზოლაცია გთრგუნავთ. გირჩევთ, დაიხმაროთ ოჯახის წევრები და ავეჯი ფენ-შუის წესებით გადაადგილოთ. ინტერნეტით კი ეგზოტიკური მცენარის თესლები შეუკვეთოთ.  

ტყუპები





კომუნიკაციის ნაკლებობას ინტერნეტით აინაზღაურებთ. ეგ კი არა, რამდენიმე მეგობარსაც ერთადროულად შეგიძლიათ წაეჭორაოთ. მთვარია ღვინო ან ყავა არ გადაასხათ კლავიატურას. ყოველდღე გაქვთ შანსი, რომ გაეცნოთ ახალ, საინტერესო ინფორმაციებს, ისწავლოთ ახალი. ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო ონლიანკურსზე. 

კიბო



მეგობრული, თბილი და ტკბილი ჩახუტებების გარეშე ცოტა მოწყენილები იქნებით. მართლია, მუდამ ონლაინკავშირზე ხართ, მაგრამ ემოცებს ბოლომდე ვერ გამოხატვათ. ნუ დაივიწყებთ მედიტაციას, იზრუნეთ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ემოციურ ჰიგიენაზე. ონლაინკურსებზე კი შეგიძლიათ ახალი კულინარიული შედევრები შექმნათ ოჯახის წევრებისთვის.  

ლომი



შეგიძლიათ შინ მინი სილამაზის სალონი მოაწყოთ. განსაკუთრებით მოუარეთ კანსა და თმას. გაიკეთეთ პილინგი, წაისვით მკვებავები. პარალელურად, სოციალური ქსელებით შეგიძლიათ ტრანსლაციაც მოაწყოთ და მიმდევრების აღფრთოვანებული კომენტარებიც მიიღოთ.  

ქალწული



ოჯახის წევრებისთვის გენერალი ხართ, რომელიც დილიდან წამოახტუნებს ოჯახის ყველა წევრს და შესაბამის მითითებებს მისცემს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სახლის დალაგება-მოწესრიგებას. თავად კი მოხერხებულად მოეწყობა და კითხვას დაიწყებს.  

სასწორი



ჩამოწერეთ კვირის გეგმა: დღეს ორიგამის ონალინ-სემინარი გაქვთ, ხვალ - ვარჯიში პრესისა და თეძოების ფორმაში მოსაყვანად. ზეგ - ინტელექტუალური საუბრები ლიტერატურაზე, მერე სამკაულების დამზადების, თავის მოვლის კურსები... მთავარია, აზარტულ თამაშებში არ მოხვდეთ და კრედიტი არ აიღოთ.  

მორიელი



გალიაში გამოამწყვდეული ცხოველივითაა. მართალია, შინაც უამრავი საქმე აქვს, მაგრამ მაინც უჭირს შეზღუდვა. გირჩევთ, სექს-მარათონი მოაწყოთ. სექს-შოპებს ონლაინ მიმართეთ, თუ არც სექსის განწყობაზე ხართ, თრილერს ან საშინელებათა ფილმებს უყურეთ.  

მშვილდოსანი



მოგზაურობებისა და თავგადასველბის სურვილი არასდროს გეკარგებათ. მოაწყვეთ ონლაინექსკურსიები მუზეუმებში, ხოლო თეატრებში - ვირტუალური ვიზიტი. კიდევ შეგიძლიათ დოკუმენტალურ ფილმებს უყუროთ და გაიგოთ, რა ხდება ოკეანის ფსკერზე.  

თხის რქა



შეამჩნიეთ, რომ მსოფლიოში აპოკალიფსია? ალბათ არა, რადგან ისევ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებთ მუშაობას. თქვენთვის ფინანსური არასტაბილურობა მსოფლიო კრიზისის დონეზეა. გაჩერდეთ, დამშვიდდით, მიმართეთ მედიტაციას - ახლა ძალების აღდგენა და ბალანსის გათანაბრება გჭირდებათ.  

მერწყული



ნუთუ, თქვენი ცხოვრება შეიცვლა? თქვენ ხომ მუდამ იუმორით და მსუბუქად აღიქვამთ მსოფლიოში მომხდარ ამბებს. ახლა თქვენი მისიაა, დაამშვიდოთ ისინი, ვინც პანიკაშია. იყავით გარშემო მყოფებისთვის საჭიროები და სასარგებლოები. მიმართეთ სულიერ პრაქტიკებს, სუნთქვით ვარჯიშებს, მედიტაციას, იოგას.  

თევზები



შემოქმედებით ნატურებს წინა აპოკალიფსურ პერიოდში ისღა დარჩენიათ, რომ შედევრები შექმნათ. დაწერეთ სიმღერა გადარჩენაზე, დახატეთ ნახატი არსებულ ვითრებაზე. ეცადეთ, უარყოფითი ტალღიდან გადაერთოთ და მსოფლიოში მომხდარი ტრაგედიები შემოქმედებაში ახალი მიღწევებისთვის გამოიყენოთ.  

წყარო: cosmopolitan
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93