როგორ ვიხუმროთ პირველ პაემანზე: ზოდიაქოს ნიშნების იუმორის გრძნობა

როგორ ვიხუმროთ პირველ პაემანზე: ზოდიაქოს ნიშნების იუმორის გრძნობა
ზოგიერთ ზოდიაქოს ნიშანს შეგიძლიათ უკმეხადაც ეხუმროთ, ხუმრობაში გაგიტარებთ, ზოგთან კი ხუმრობა შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ. ჩვენ გაგიმხელთ, ვისთან არ ღირს გახუმრება.

ვერძი

მის არსენალში ყველასთვის გასაგები ხუმრობებია თავმოყრილი. თავად დახვეწილ და ირონიულ ხუმრობებს ანიჭებს უპირატესობას. მუდამ იცის ახალი ანეკდოტი, რომლითაც გარშემო მყოფებს გაამხიარულებს.

კურო

დახვეწილ და ინტელექტუალურ იუმორს ვერ გაიგებს. აი, მარტივ ხუმრობას ხალისით ხვდება. გაიცინებს და დაივიწყებს. მისი იუმორიც მარტივი და გასაგებია. აფასებს მისთვის დაფასებული ადამიანის ნათქვამ ხუმრობასაც.

ტყუპი

ანეკდოტი რაში სჭირდება, როცა იმპროვიზაციის ლიდერია.
იდეალური მთხრობელია, შეუძლია მსახიობზე უკეთ განასახიეროს ის, ვისზეც ამბავს ჰყვება. ამბები კი მის იუმორის ხურჯინში გამოულევია.

კირჩხიბი

მგრძნობიარე ადამიანია და მუდამ იცის, რაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, მოსაუბრე რომ გაამხიარულოს. თუმცა არ ახასიათებს ბოროტული ან ორაზროვანი ხუმრობები, ინტიმურ თემაზეც იშვიათად ხუმრობს. მისგან პატარა სუფრის კარგი თამადა დადგება, რომელიც არც მოაწყენს სტუმარს და არც დაღლის.

ლომი

მსახიობურად ჰყვება ანეკდოტს. გულით ხუმრობს და იცინის კიდეც. საკუთარ თავზე ხუმრობა მხოლოდ მას შეუძლია. მისი დაცინვის ან გამასხარავების უფლებას სხვას არ მისცემს. თანაც, უმჯობესია, სცენაზე მხოლოდ ეგ იდგეს, გვერდით სხვა იუმორისტს ვერ აიტანს, ხუმრობა შეიძლება აგრესიაში გადაეზარდოს.

ქალწული

ტყუილად გგონიათ, რომ ქალწულებს იუმორის გრძნობა არ გააჩნიათ. თუმცა ირონიაში უფრო ძლიერები არიან. ისინი ყველა დეტალს იდეალურად ამჩნევენ და მისი გამასხარავება არ უჭირთ. აგრეთვე, გააცინებთ ხუმრობა პროფესიონალურ თემაზე.

სასწორი

იუმორის სპეციალისტია, მუდამ სიცილისა და მხიარულების განწყობაზეა. ანეკდოტებიც ბლომად იცის და მხიარული ისტორიებიც. თუ სულელურ სიტუაციაში აღმოჩნდა, საკუთარ თავზე თავადაც გულიანად გაიცინებს და გარშემო მყოფებსაც გაამხიარულებს.

მორიელი

შავი იუმორი, ბინძური ხუმრობები და სარკაზმი - მისი გართობის მთავარი სფეროა. არ არსებობს თემა, რომელზეც არ გაიხუმრებს. ყველა სიტუაციაში ახასიათებს ირონია.

მშვილდოსანი

მხიარული ადამიანია. ხუმრობაში შავ და თეთრ იუმორზე ტაბუ არა აქვს, მარტივად შეუძლია ერთიდან მეორეში გადავიდეს. ყოველდღე რომ შეხვდეთ, ყოველდღე ექნება ერთი ახალი ანეკდოტი და ხუმრობა. აი, თუ გვერდით არავინ ჰყავს, სასაცილო თავგადასავალზე ან ამბავზე მარტოსაც შეუძლია იხითხითოს.

თხის რქა

ანეკდოტიც შეუძლია წაიკითხოს და იუმორისტულ გადაცემებსაც უყუროს, მაგრამ ხუმრობა მის ცხოვრებაში მთავარი არაა. კარგ ხუმრობაზე შეიძლება არ გაეცინოს, მაგრამ შეგიქოთ. მას უნდა შეეგუოთ, სერიოზული შეხედულება აქვს ყველაფერზე.

მერწყული

ოპტიმისტური შეხედულება და იუმორი მათთვის ჰაერივით აუცილებელია. იმპროვიზიაციაც კარგად გამოსდის და ამის გამო მეგობრებს არ მოაწყენს. თუ მოწყენილი ადამიანების გარემოცვაში მოხვდა, მაინც იხუმრებს, ოღონდ ლაითად, გული რომ არავის ატკინოს, მაგრამ გააღიმოს.

თევზები

სხვის იუმორზე იცინის, კომედიებსაც უყურებს, შეყვარებულის გამხიარულებასაც ეცდება, მაგრამ სცენაზე რომ გამოვიდეს და ყველა გულიანად აცინოს, მისი სტილი არაა. უმჯობესია, თავად მყუდროდ მოეწყოს და სხვის ხუმრობებზე გაერთოს.

წყარო: cosmopolitan
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93