13 აპრილი - მთვარე გადის თხის რქის ზოდიაქოს. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.
- კარგია - პედიკიური, პილინგი
- ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.
15 აპრილი
- 11:37-ზე მთვარე გადავა მერწყულის ზოდიაქოში. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ შინაურული მეთოდებით პიგმენტური ლაქების გათეთრება.
- კარგია - ეპილაცია, პილინგი, იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
- ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.
18 აპრილი
- მთვარე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადადის. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
- კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, წყლის პროცედურები.
- ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.
ვერძი
აკონტროლეთ გამონათქვამები. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა რომ არ გაიფუჭოთ, ნუ იქნებით კრიტიკული და ხშირად მიმართეთ იუმორს, ოღონდ არა სარკაზმს.
კვირის რჩევა: პოზიტიური ენერგიით "დაიტენეთ" შინაგანი ელემენტები.
კვირის საუკეთესო დღე: 15.
კურო
მოერიდეთ მეუღლის ღალატს, თუნდაც ვირტუალურად. საკუთარ პირად ცხოვრებაში არავინ ჩაახედოთ, თუ უსიამოვნებები არ გსურთ.
კვირის რჩევა: გაფრთხილდით, სხვაზე მიშვერილმა ნეგატივმა თავად არ დაგაზარალოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 17.
ტყუპი
მარტოხელებს სპონტანური შეხვედრა შეიძლება მოულოდნელ თავგადასავლად გადაექცეთ. დაქორწინებულებმა ინფორმაციებში სქროლვას უმჯობესია, მეტი დრო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ.
კვირის რჩევა: დრო და ენერგია სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 15
კირჩხიბი
დილაობით ვარჯიში ენერგიას შეგმატებთ. საყვარელ ადამიანთან ერთად შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
კვირის რჩევა: ბავშვებთან ერთად მეტად იმხიარულეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 18
ლომი
შეიძლება შემოქმედებითი იდეები დაგებადოთ. აიყოლიეთ ბავშვები ან საყვარელი ადამიანი და ერთად გაერთეთ. პოზიტიურად განწყობილი თუ იქნებით, ყველა მოგეფერებათ.
კვირის რჩევა: ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან.
კვირის საუკეთესო დღე: 18
ქალწული
უამრავი საქმე დაგიგროვდათ, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. საყვარელი ადამიანი სიხარულსა და ბედნიერებას იმსახურებს. ნუ მოაკლებთ მას ამას.
კვირის რჩევა: იზრუნეთ ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე.
კვირის საუკეთესო დღეები: 17, 19.
სასწორი
სანამ პირად ურთიერთობებს არ მოიწესრიგებთ, ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებთ. მთავარია, საყვარელი ადამიანი გვერდით გყავდეთ და ხშირად ჩაეხუტოთ.
კვირის რჩევა: გარშემო მშვიდი, ჰარმონიული გარემო შეიქმენით.
კვირის საუკეთესო დღე: 17.
მორიელი
ამ კვირაში მეტად დააფასებთ საკუთარ თავს, საყვარელ ადამიანს და თქვენს პირად ცხოვრებას. უსიამოვნებებს ფილოსოფიურად შეხედეთ. ნუ დახარჯავთ დროს იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაც ჯერჯერობით შეუძლებელია.
კვირის რჩევა: მოერიდეთ მოშურნეებს.
კვირის საუკეთესო დღეები: 15, 16.
მშვილდოსანი
გაიძლიერეთ ენერგეტიკა, აიმაღლეთ იმუნიტეტი. თუ დაკვირვებულად და მონდომებულად იმოქმედებთ, ყველა უსიამოვნებას ბედნიერად დაასრულებთ.
კვირის რჩევა: სასურველია, ადეკვატურად რეაგირებდეთ მომხდარზე.
კვირის საუკეთესო დღე: 17.
თხის რქა
ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გგონიათ. ეცადეთ, მეტი პოზიტივი დაინახოთ ყველგან და ყველაფერში. ახლობლების ნათქვამში ქვეტექსტებს ნუ ეძებთ. წინ ბედნიერი ცვლილებები გელით.
კვირის რჩევა: საყვარელ ადამიანს გაახარებთ, თუ სახეზე ღიმილი გექნებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 14.
მერწყული
მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ და ეცადეთ, შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მას. საკუთარი სიყვარული მეუღლეს მზრუნველობით, კარგი ქცევებით უნდა დაუმტკიცოთ.
კვირის რჩევა: სასიამოვნო ცვლილებები გელით, თუ ორივე მოინდომებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 16.
თევზები
მოიმარაგეთ წიგნები, საინტერესო ფილმები, სასიამოვნო მუსიკა და დატკბით საყვარელ ადამიანთან ერთად. მეტი დრო დაუთმეთ სულიერ პრაქტიკებს, შინაგანი ძალების აღდგენას.
კვირის რჩევა: ნაკლები იფიქრეთ უსიამოვნებებზე.
კვირის საუკეთესო დღეები: 13, 19.