- 20 აპრილი. 11 საათზე მთვარე ვერძის ზოდიაქოში გადავა და გავაქტიურდებით. მოიმატებს ბრძოლისუნარიანობა.
- 21 აპრილი. დაიცავით წესები, კანონი, მოერიდეთ ინციდენტებს.
- 22 აპრილი. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას. გათავისუფლდით არაფისმომცემი ნივთებისგან.
- 23 აპრილი. სიფრთხილე გმართებთ მჭრელ და წვეტიან ნივთებთან.
- 24 აპრილი. მოერიდეთ იმპულსურობას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას.
- 25 აპრილი. 11:21-ზე მთვარე ტყუპის ზოდიაქოში გადავა. მოგინდებათ ინფორმაციის მოძიება, კონტაქტი გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ კამათს, თქვენი აზრების აგრესიული ფორმით დაფიქსირებას.
- 26 აპრილი. ჰარმონიული და სასიამოვნო დღეა. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. შეიქმენით სილამაზე.
- ხუთშაბათს გველოდება ახალმთვარეობა. კვირის ბოლოს პლანეტა მერკური დაძაბულ ასპექტებს ქმნის და სიფრთხილე გვმართებს საჭესთან. არ გადაიტვირთოთ ინფორმაციით, გაუფრთხილდით სასუნთქ ორგანოებს.
ვერძი
მოგეჩვენებათ, თითქოს ყველამ ცალ-ცალკე გადაწყვიტა, ნერვები მოგიშალოთ. დამშვიდდით, განმარტოვდით და დაფიქრდით, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში და რატომ.
კვირის რჩევა: ეცადეთ, ყველა სიტუაცია თქვენ სასიკეთოდ წარმართოთ.
კვირის საუკეთესო დღე: კვირა.
კურო
განსაკუთრებით გაუმართლებთ იმ კუროებს, ვისი დაბადების დღეც ამ კვირაშია. ახლობლებისგან ყურადღებასა და სითბოს იგრძნობთ. ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს და აისრულეთ სურვილები.
კვირის რჩევა: ნუ გაჯიუტდებით, იყავით დიპლომატიური.
კვირის საუკეთესო დღეები: ხუთშაბათი და პარასკევი.
ტყუპი
მშვიდად ისუნთქეთ, მოერიდეთ უსიამოვნებებს. უმჯობესია, გაატაროთ, ვიდრე აჰყვეთ პროვოკაციას. ხანდახან საკუთარ სიამაყეს უნდა გადააბიჯოთ, ურთიერთობაში ჰარმონია რომ შეინარჩუნოთ.
კვირის რჩევა: ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან.
კვირის საუკეთესო დღეები: სამშაბათი და ოთხშაბათი.
კირჩხიბი
ნუ დადარდიანდებით, თუ ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც დაგეგმილი გქონდათ. მეტად მიმართეთ იმპროვიზაციას. ახლა მთავარია, შეინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე, ჰარმონია - პირად ცხოვრებაში და იზრუნოთ ჯანმრთელობაზე.
კვირის რჩევა: საყვარელი ადამიანი და მისი სიყვარული ყველაზე წინ დააყენეთ.
კვირის საუკეთესო დღე: ოთხშაბათი.
ლომი
ბოლო დროს სამსახური ბევრ დროს გართმევდათ და ახლა დროა, პირადი ცხოვრების დალაგებაზე იზრუნოთ. მეტად რომანტიკული უნდა გახდეთ.
კვირის რჩევა: დაისახეთ მიზანი, რომ საყვარელი ადამიანის ყურადღება მოიპოვოთ.
კვირის საუკეთესო დღე: პარასკევი და კვირა.
ქალწული
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. განსაკუთრებით, უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო. ერთად შეიძლება უსიამოვნებები მარტივად მოაგვაროთ.
კვირის რჩევა: თუ სერიოზული უსიამოვნებები არ გსურთ, მოეშვით ავანტიურას.
კვირის საუკეთესო დღეები: შაბათი და კვირა.
სასწორი
ოჯახური ცხოვრება სიყვარულითა და ბედნიერებით იქნება აღსავსე. დატკბით მეუღლესთან ერთად ყოფნით და ცუდზე არაფერზე იფიქროთ.
კვირის რჩევა: მოემზადეთ ოჯახური რომანტიკული თავგადასავლისთვის.
კვირის საუკეთესო დღე: უქმეები.
მორიელი
გარშემო მომხდარი ამბების გამო საყვარელი ადამიანი არ უნდა დაივიწყოთ. კონფლიქტის დროსაც კი შეინარჩუნეთ დიპლომატიურობა. ერთად გამონახეთ რთული სიტუაციიდან გამოსავალი.
კვირის რჩევა: საყვარელ ადამიანთან კომპრომისი უნდა გამონახოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: ორშაბათი და სამშაბათი.
მშვილდოსანი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაცივდა. დიდხანს უნდა ესაუბროთ ერთმანეთს (მშვიდად და ემოციების გარეშე), რომ იპოვოთ შეცდომა და გამოასწოროთ, თუ ერთად ყოფნა გინდათ.
კვირის რჩევა: მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას.
კვირის საუკეთესო დღეები: სამშაბათი და ოთხშაბათი.
თხის რქა
საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად ნაზი და მოსიყვარულე უნდა იყოთ. ნაკლებად იყავით მომთხოვნი და პრეტენზიული მის მიმართ.
კვირის რჩევა: ხუთშაბათამდე დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე.
კვირის საუკეთესო დღეები: სამშაბათი და ხუთშაბათი.
მერწყული
თუ მოინდომებთ, უკეთესობისკენ შეცვლით იმ სიტუაციას, რაც დღეს თქვენს ოჯახშია. მარტოხელებს მოულოდნელად ახალი სიყვარული "დაგატყდებათ თავს".
კვირის რჩევა: სირთულეებს დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ.
კვირის საუკეთესო დღე: ორშაბათი.
თევზები
პირად უსიამოვნებებს სასიყვარულო დრამად ნუ აქცევთ. მონახეთ საშუალება, რომ დაისვენოთ, ამოისუნთქოთ. უმჯობესია, ეს კვირა მშვიდ გარემოში, განმარტოებით გაატაროთ, ასე უფრო მალე მოძებნით გამოსავალს რთული სიტუაციიდან. პირად ცხოვრებაში სიურპრიზები გელით.
კვირის რჩევა: ონლაინსწავლა საუკეთესოა თვითიზოლაციის დროს.
კვირის საუკეთესო დღეები: სამშაბათი და ოთხშაბათი.