როგორია მაისის ჯანმრთელობის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის და რა რეკომენდაციებს გვაძლევენ ასტროლოგები:
ვერძი
თქვენი პლანეტა მარსი თქვენს მე-11 სექტორშია. თანამოაზრეებთან და მეგობრებთან გელით ხშირი კონტაქტი. ორი კვირის შემდეგ შეიძლება თავი შეზღუდულად იგრძნოთ. შეიძლება გამოჩნდნენ თქვენი ფარული მტრები. გირჩევთ, შეამციროთ ფიზიკური აქტიურობა. მეტი დრო დაუთმეთ სულიერ განვითარებას. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, კამათს. ეცადეთ, არ ჩავარდეთ დეპრესიაში.
კურო
ენერგიული და აქტიური ხართ. დაგეგმილ საქმეებს შემართებით გაართმევთ თავს. კარგ შედეგს მოგიტანთ ფიზიკური აქტიურობა. შეძლებისდაგვარად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ და იმუშავეთ ფიზიკურადაც. მაისის მეორე ნახევრიდან საქმეების მოგვარებაში შეიძლება მეგობრებიც დაგეხმარონ და საერთო საქმეების გამო ინტერესთა ჯგუფებშიც გაწევრიანდეთ. მაისში გასაფრთხილებელია ხელები და ფეხები. აგრეთვე, გული და ყურები.
ტყუპი
მარსის გავლენით, ფიზიკურ აქტიურობაში ენერგიულად ჩაერთვებით. ენერგიული იქნებით სამსახურის საქმეების მოგვარებაშიც. თუმცა, მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ სტრესს, რამაც შეიძლება ნევროზამდე მიგიყვანოთ. დაიცავით უსაფრთხოების ნორმები სამზარეულოს ნივთებთან.
კირჩხიბი
თვის პირველი ნახევარი ექსტრემალური იქნება. შეიძლება სხვისი ფულების გამოყენება მოგიწიოთ. თვის ბოლოს ფილოსოფიისა და მოგზაურობის განწყობაზე დადგებით. გირჩევთ, აქტიური სპორტის სახეობებში ჩაერთოთ. ჯანმრთელობის მხრივ გართულებები არ გელით. მთავარია, გაფრთხილდეთ და არ მიიღოთ პატარ-პატარა ტრავმები. აგრეთვე, შეამცირეთ ულუფა. მოერიდეთ ეგზოტიკური კერძების გასინჯვას.
ლომი
მაისის დასაწყისში პლანეტა მარსი თქვენი პარტნიორობის სახლში იქნება, შუა თვეში კი ექსტრემალური სიტუაციების სახლში გადაბარგდება. არ გაგიკვირდეთ, თუ მარსიანული ენერგიის წყალობით, ძალების სპორტის ექსტრემალურ სახეობებში გამოცდა მოგიწევთ. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. მაისში მოსაფრთხილებელია შარდ-სასქესო სისტემა და მასთან დაკავშირებული ანთებითი პროცესები.
ქალწული
თვის დასაწყისში მოსაფრთხილებელია ქრონიკული დაავადებები. თუ ბეჯითად იმოქმედებთ, მარსი დაგეხმარებათ მიაღწიოთ ყველა იმ მიზანს, რაც დასახული გქონდათ. ეცადეთ, დრო და ენერგია საქმეებზე თანაბრად გადაანაწილოთ. დაიცავით სწორი კვების რეჟიმი. ნუ გადადებთ აუცილებელ გეგმიურ გამოკვლევებს მომავლისთვის. მოსაფრთხილებელია ნაწლავები და თირკმელები.
სასწორი
მაისის მეორე ნახევარში პლანეტა მარსი თქვენი ჯანმრთელობის სახლს ესტუმრება. გაფრთხილდით, მოსალოდნელია მწვავე ქრონიკული დაავადებების გამწვავება. განსაკუთრებით, ნაღვლის ბუშტთან და კუჭქვეშა ჯირკვალთან დაკავშირებით. ნუ დაკარგავთ დროს, უმნიშვნელო სიმპტომის დროსაც კი დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გაგრძელება